ამბები IT Project Management-ის კურსიდან - მარიამ ტყავაძე

blog-detail-img

IT პროექტების მენეჯერის პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მასზე მოთხოვნაც იზრდება.

თუ გსურს კარიერული განვითარება IT სფეროში, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა. ბიზნეს ინდუსტრიაში IT პროექტების მენეჯერებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, რაც მათ ანაზღაურებაზეც აისახება. IT PM-ის საშუალო ხელფასი საქართვლოში – 5000 ლარია.

პროექტის მენეჯერის მთავარი დანიშნულებაა დაინტერესებული მხარეების ინტერესების დელიგირება. IT სფეროში ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესოა. ასე რომ, თუ დაინტერესებული ხარ ამ პროფესიით, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში IT Project Management-ის კურსდამთავრებულს – მარიამ ტყავაძეს გაგაცნობ.

მარიამი სწავლებისა და განვითარების მენეჯერია ერთ-ერთ წამყვან IT კომპანიაში. IT პროექტების მენეჯმენტისადმი ინტერესი სწორედ ამ სფეროსთან სიახლოვის გამო გაუჩნდა.  

რადგან IT სფეროს წარმომადგენლებთან ახლო კავშირი მაქვს, საბაზისო დონეზე მქონდა წარმოდგენა,მაგრამ გადავწყვიტე, ფეხი ამეწყო ახალი რეალობისთვის და კიდევ უფრო ღრმა ცოდნა შემეძინა ამ სფეროში.

იქიდან გამომდინარე, რომ Commschool-ის IT Project Management-ის კურსს 100%-იანი კურსდამთავრებულთა კმაყოფილების დონე აქვს და ასევე მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, მარიამისთვის ეს ორი კომპონენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

კურსი სრულად რეალობაზეა მორგებული, მოიცავს ყველა იმ დეტალს რაც აუცილებელია, იცოდეს პროექტ მენეჯერმა. კურსიდან მიღებული ცოდნა საშუალებას მოგცემთ კარგად გაერკვეთ ამ სფეროში და შემდეგ უკვე გადაწყვიტოთ როგორ განავითაროთ საკუთარი ინტერესები მომავალში.

პრაქტიკული და თეორიული მასალით დატვირთულმა კურსმა, მარიამს საშუალება მისცა მარტივად და ნათლად გაეგო ყველა დეტალი Agile და Scrum Framework-ის შესახებ. მარიამის თქმით: “კურსმა შესაძლებლობა მომცა სხვადასხვა თულების შესწავლის, რასაც ახლა უკვე სრულფასოვნად ვიყენებ.”

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ქომსქულის კურსები მოიცავს ფინალურ პროექტს, სადაც სტუდენტები დამოუკიდებლად იყენებენ კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და თულებს. 

სწორედ ფინალურმა პროექტმა მიმახვედრა, რომ საკმაოდ ბევრი ცოდნა მივიღე ამ კურსიდან და იმ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც კურსის დასაწყისში მქონდა, უკვე პასუხები და გადაჭრის გზებიც ვიცოდი.

ფინალური პროექტის ფარგლებში მარიამმა წარმატებით იმუშავა მობილური აპლიკაციის შექმნაზე, სადაც გამოიყენა ისეთი თულები, როგორიცაა: Miro, Clickup, Jira.

Agile მეთოდოლოგიბი, Scrum framework-ის შესახებ ცოდნა ერთ სისტემაში მოვაქციე, უფრო დეტალებში ჩავედი და პროექტ მენეჯერის როლი გავითავისე.

მარიამი გვიზიარებს შთაბეჭდილებებს კურსის შესახებ: “ამ ეტაპზე კურსიდან მივიღე საჭირო ცოდნა და ზუსტად ვიცი რა ნაბიჯები უნდა გადავდგა მომავალში კარიერულად განვითარებისთვის.”

ასე რომ, თუ შენც გსურს კარიერული განვითარება IT პროექტ მენეჯმენტის მიმართულებით და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, Commschool-ში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება