წესები და პირობები

1. ვებგვერდზე წვდომა და უსაფრთხოება

  • 1.1. თქვენ არ გაქვთ უფლება:
  • 1.1.1. გამოიყენოთ პროგრამები ჩვენი ვებგვერდიდან ინფორმაციის ავტომატურად მოსაპოვებლად.
  • 1.1.2. სცადოთ უნებართვო შეღწევა ჩვენს ვებგვერდზე ან სერვერებზე.
  • 1.2.3. განახორციელოთ კიბერშეტევა ჩვენს ვებგვერდზე.
  • 1.2. ამ წესების დარღვევა ითვლება კანონის დარღვევად და ჩვენ შევატყობინებთ ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.
2. ვებგვერდის ხელმისაწვდომობა

  • 2.1. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვებგვერდი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ვერ ვიძლევით ამის გარანტიას.
  • 2.2. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ან გავთიშოთ ვებგვერდი ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
3. ინფორმაციის სიზუსტე

  • 3.1. ჩვენს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია არის ზოგადი და არ არის განკუთვნილი ინდივიდუალურად კონკრეტული ადამიანის რჩევებისთვის.
4. პირადი ანგარიშის რეგისტრაცია

  • 4.1. გარკვეული სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა
  • 4.2. ანგარიშის რეგისტრაციის დროს თქვენ თანახმა ხართ:
  • 4.2.1. მოგვაწოდოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია თქვენს შესახებ, როგორიც არის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა;
  • 4.2.2. დროულად განაახლოთ ინფორმაცია ცვლილების შემთხვევაში;
  • 4.2.3. დაიცვათ თქვენი ანგარიშის მონაცემების კონფიდენციალურობა;
  • 4.2.4. პასუხისმგებელი იყოთ თქვენი ანგარიშით განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე;
  • 4.2.5. დამუშავდეს თქვენი მონაცემები და მიიღოთ მარკეტინგული შეტყობინებები ჩვენი კომპანიისგან;
6.  მესამე მხარის ბმულები

  • 6.1. ჩვენს ვებგვერდზე შესაძლოა იყოს სხვა ვებგვერდების ბმულები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს კონტროლი.
  • 6.2. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ ვებგვერდების შინაარსზე ან მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.
5. ცვლილებები ვებგვერდზე

  • 5.1. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ვებგვერდის შინაარსი ნებისმიერ დროს.
  • 5.2. თბილისის კომუნიკაციის სკოლის საკუთრებაა:
  • 5.2.1. ვებგვერდის დიზაინი, ლოგო და გრაფიკული ელემენტები;
  • 5.2.2. პროგრამული კოდი და ტექნიკური დოკუმენტაცია.
7. მოქმედი კანონმდებლობა

  • 7.1. ეს წესები და პირობები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას.
1. შესავალი

  • 1.1. ჩვენი ვებ-გვერდითა და სერვისებით სარგებლობით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს ("პირობები"). გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს კურსის შეძენამდე.
2. განმარტებები

  • 2.1. "სერვისი" გულისხმობს ჩვენს ვებ-გვერდს ვებსაიტს, სასწავლო პროგრამებს/კურსებს და დაკავშირებულ მასალებს ან/და კომუნიკაციას.
  • 2.2. "მომხმარებელი," "თქვენ," ან "თქვენი" გულისხმობს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს ჩვენი სერვისებით, მათ შორის, კურსებით დაინტერესებული პირი, აპლიკანტი, სტუდენტი.
  • 2.3. "კონტენტი" გულისხმობს ყველა მასალას, კურსს, დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი სერვისის მეშვეობით.
  • 2.4. „ლექტორი“ ადამიანი, რომლიც ხელმძღვანლობს კონკრეტულ სასწავლო პროგრამას/კურსს, ხოლო კურსის მონაწილეებს - მენტორობას.
  • 2.5. „კოორდინატორი“ - ადამიანი, რომელიც კოოდინირებას უწევს სასწავლო პროცესებს, იქნება ეს სასწავლო პროცესის დაგეგმვა ცხრილის გაწერიდან კურსის დასასრულამდე თუ “სტუდენტის” დახმარება სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
3. კურსზე რეგისტრაცია

  • 3.1. კურსზე რეგისტრაციის მომენტში სტუდენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მას:
  • 3.1.1. წაკითხული და გააზრებული აქვს კურსის პრერეკვიზიტები და მოთხოვნები;
  • 3.1.2. გააზრებული აქვს კურსის შინაარსი, სილაბუსი;
  • 3.1.3. გაეცნო კურსის ლექტორს და მის ბიოგრაფიას;
  • 3.1.4. გააზრებული აქვს კურსის დატვირთვა და ინტენსივობა;
  • 3.1.5. გააზრებული აქვს კურსის ფორმატი;
  • 3.2. კურსზე რეგისტრაციის მომენეტში სტუდენტი ტვირთავს განახლებულ რეზიუმეს, რომლის სისწორეზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მას.
  • 3.3. სტუდენტმა კურსის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა შეატყობინოს კოორდინატორს რეგისტრაციის გაუქმების და კურსიდან ამორიცხვის მოთხოვნა.
 4. დასწრება და მონაწილეობა

  • 4.1. სტუდენტები ვალდებულნი არიან:
  • 4.1.1. შეასრულონ ფინალურური პროექტი და მიიღონ 51 ქულაზე მეტი, იმისათვის რომ კურსი ჩაითვალოს წარმატებულად დასრულებულად და სტუდენტს გადაეცეს სერტიფიკატი;
  • 4.1.2. დაიცვან ლექტორისა და კურსის კოორდინატორის მითითებები;
  • 4.1.3. არ შეუშალონ ხელი სალექციო პროცესის მიმდინარეობას;
  • 4.1.4. აცნობონ კოორდინატორს ყველანაირი გადაუდებელი პრობლემა (ჯანმრთელობის პრობლემა, ოჯახის წევრების გარდაცვალება, ა.შ.), რომელიც ხელს უშლის მათ დასწრებას ან/და ფინალური პროექტის ჩაბარებას.
 5. ანგარიშსწორება

  • 5.1. კურსის საფასური სრულად უნდა იყოს გადახდილი კურსის დაწყებამდე 7 დღით ადრე.
  • 5.2. თანხის სრულად დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ კურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე, იმ შემთხვევის გარდა როდესაც კურსი ჩვენი მიზეზის გამო არ იწყება.
6. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
  • 6.1. ჩვენი სერვისის მეშვეობით მოწოდებული ყველა მასალა დაცულია საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით.
  • 6.2. მომხმარებლებს არ აქვთ უფლება:
  • 6.2.1. გადაიღონ ან ჩაიწერონ ვიდეო ლექციები ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად;
  • 6.2.2. გაუზიარონ მესამე პირს წვდომისთვის საჭირო მონაცემები და ჩანაწერები;
  • 6.2.3. გაავრცელონ ან გაყიდონ სასწავლო მასალები;
  • 6.3. კურსის განმავლობაში შექმნილი დემო/ფინალური პროექტების ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის სტუდენტს.
  • 6.4. თბილისის კომუნიკაციის სკოლას აქვს უფლება გამოიყენოს პროექტები მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის.
  • 6.5. სტუდენტს უფლება აქვს გამოიყენოს პროექტები საკუთარ პორტფოლიოში.
  • 6.6. დემო/ფინალური პროექტების გამოყენების შეზღუდვები:
  • 6.6.1. აკრძალულია სხვა სტუდენტების პროექტების კოპირება ან გამოყენება;
  • 6.6.2. დაცული უნდა იყოს მესამე მხარის საავტორო უფლებები.
 7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • 7.1. თბილისის კომუნიკაციის სკოლა არ არის პასუხისმგებელი:
  • 7.1.1 მომხმარებლის ტექნიკურ პრობლემაზე ან მათი მიზეზით სერვისის შეფერხებებზე;
  • 7.1.2. სტუდენტის პროგრამული სისტემებით უზრუნველყოფზე კურსების მიმდინარეობისას;
  • 7.1.3. მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებაზე, იმ შემთხვევაში, თუ თბილისის კომუნიკაციის სკოლისგან დამოუკიდებლად, ან წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაღვევის გამო, პირი არ/ვერ ისარგებლებს შეთავაზებული მომსახურებით.
 8. გაუქმების პოლიტიკა

  • 8.1. თბილისის კომუნიკაციის სკოლა იტოვებს უფლებას:
  • 8.1.1 გააუქმოს ან გადაიტანოს კურსები;
  • 8.1.2. შეცვალოს კურსის შინაარსი;
  • 8.1.3. შეცვალოს ლექტორი;
  • 8.1.4. შეცვალოს ლექციების განრიგი.
  • 8.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის კომუნიკაციის სკოლა იღებს ვალდებულებას მომხარებელს შეატყობინოს ცვლილების შესახებ გონივრულ ვადაში, მანამ სანამ კურსი დაიწყება.
 9. სერტიფიცირება

  • 9.1. სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ:
  • 9.1.1 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ;
  • 9.1.2. ყველა გადასახადის დაფარვის შემდეგ.
  • 9.2. ფინალური პროექტის გადაბარება არ არის დაშვებული სკოლის მიერ.
  • 9.3. ფინალური პროექტის გადადება ან ვადაზე ადრე ჩაბარება არ ხდება, იმ შემთხვევის გარდა თუ:
  • 9.3.1 სტუდენტს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და შეუძლია წარმოადგინოს ცნობა;
  • 9.3.2 სტუდენტს აქვს გადაუდებელი პირადი მიზეზები, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია დოკუმენტით.
 10. ცვლილებები

  • 10.1. თბილისის კომუნიკაციის სკოლა იტოვებს უფლებას შევცვალოთ ეს პირობები ნებისმიერ დროს. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
  • 10.2. თბილისის კომუნიკაციის სკოლის საკუთრებაა:
  • 10.2.1. ყველა სასწავლო მასალა, პრეზენტაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერი;
  • 10.2.2 მეთოდოლოგიური მასალები და სასწავლო გეგმები.
 11. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  • 11.1. ჩვენი სერვისით სარგებლობა ასევე რეგულირდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც ამ პირობების განუყოფელი ნაწილია.
 12. დამატებითი პირობები

  • 12.1. უფლებების დაცვის მექანიზმები:
  • 12.1.1. თბილისის კომუნიკაციის სკოლა იტოვებს უფლებას გაატაროს სამართლებრივი ზომები უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
  • 12.1.2. დარღვევებზე რეაგირება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 12.1.3 მომხმარებელი თანახმაა აანაზღაუროს იურიდიული ხარჯები დარღვევის შემთხვევაში.
 13. პირობების მიღება

  • 13.1. ჩვენი სერვისით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.
14. მოქმედი კანონმდებლობა

  • 14.1. ეს წესები და პირობები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას.