Motion Design-ის N1 კურსდამთავრებულის, ოლიკო გუჯარაიძის ფინალური პროექტი

blog-detail-img
motion design oliko gujaraidze blog

მოძრავი გრაფიკული დიზაინი კომპანიების მარკეტინგული კამპანიების განუყოფელი ნაწილია. იგი ხშირად გვხვდება სარეკლამო რგოლებში, მუსიკალურ კლიპებში, სატელევიზიო შოუებსა თუ პრომო ვიდეოებში. ასევე მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში. Motion Design, ვიზუალური ეფექტებისა და ბრენდის მთავარი ამბის, გზავნილის გაერთიანების საშუალებით, ადვილად იპყრობს სამიზნე აუდიტორიის ყურადღებას. ამიტომ, ეფექტური კომუნიკაციის დამყარების მიზნით, მისი გამოყენება კონტენტ სტრატეგიებში ბიზნესებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თუკი დიზაინის სამყარო გაინტერესებს და გსურს, ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებას დაეუფლო, სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში ოლიკო გუჯარაძე, Motion Design-ის N1 კურსდამთავრებული, დეტალურად მოგიყვება კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის, გამოცდილების და მისი ფინალური პროექტის შესახებ.

ოლიკო პროფესიით 2D ანიმატორია. ამ სფეროთი ორი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ მისი ჰობი ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. ამჟამად მობილური თამაშების ანიმაციებზე მუშაობს. მოძრავი გრაფიკული დიზაინის კონცეფციას პირველად ერთი წლის წინ commschool-ის კურსდამთავრებული სტაჟიორისგან გაეცნო:

მახსოვს, ძალიან დამაინტერესა დიზაინის და უფრო მეტად, ანიმაციის მხრივ განვითარებამ. მივხვდი, რომ After Effect-ის სწავლა ბევრ რამეში დამეხმარებოდა. შესაბამისად, ჩავეძიე, როგორ შემეძლო ამ სფეროში უფრო ღრმად გარკვევა, თან ისე, რომ პირდაპირი უკუკავშირი მქონოდა ლექტორისგან. ასე აღმოვჩნდი commschool-ში.

Motion Design: მოლოდინები კურსის შესახებ

ის მოლოდინები, რაც კურსის დაწყებამდე ჰქონოდა, გამართლდა. მას Motion დიზაინის სწავლა განსაკუთრებით UI/UX ანიმაციების მხრივ უნდოდა. ასევე, სურდა პატარ-პატარა ვიზუალური ეფექტების შექმნაც. სწავლა სასიამოვნო გამოცდილებად ლექტორის დამსახურებით იქცა. ოლიკოს თქმით, ხანგრძლივი ლექციებისა და ინტენსიური მასალის მიუხედავად, ის ყოველთვის ახერხებდა შეხვედრა უფრო მხიარული გაეხადა.

ახლა ბევრად უფრო ცხადად აღვიქვამ თითოეულ პატარა მოძრაობას. თავის მხრივ, ანიმაციის პრინციპების ცოდნაც დამეხმარა, რომ უფრო მეტად ახალი პროგრამის და კონცეფციების სწავლაზე ვკონცენტრირებულიყავი და უკვე არსებული ცოდნა პრაქტიკაში გადამეტანა.

პროგრამის განმავლობაში ოლიკომ გაიუმჯობესა ცოდნის დონე, მიიღო საინტერესო გამოცდილება და მოემზადა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. მას უკვე შეუძლია ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალებთან მუშაობა After Effects-ში, მარტივი ეფექტების კომბინაციით კომპლექსური ვიზუალისა და ანიმაციის შექმნა. ასევე დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრება, პროექტის სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრა და ორგანიზებულად მუშაობა.

ფინალური პროექტი

motion design Storyboard

ფინალური ინდივიდუალური პროექტი commschool-ის კურსის გამორჩეული ნაწილია. მის ფარგლებში სტუდენტები კურსის განმავლობაში მიღებულ ცოდნას აჯამებენ და პრაქტიკულ გამოცდილებას აგროვებენ. ოლიკომ ამ დავალებისთვის Motion გრაფიკული დიზაინის ბანაკის მოკლე გაცნობითი ვიდეოს შექმნაზე იმუშავა. ბრიფზე მუშაობა სთორიბორდის შექმნით დაიწყო, სადაც წარმოადგინა, თუ რისი გაკეთება რა ხელსაწყოებით შეეძლო, რა ნაწილში დაჭირდებოდა რეფერენსების ნახვა. მეორე ეტაპი კი Pinterest-ის დათვალიერება და შთაგონების მიღება იყო.

ფინალურზე მუშაობისას მივხვდი, რომ კურსის განმავლობაში რა სახის დავალებებსაც ვაკეთებდით, ყველაფერი გამომადგა ერთიანი სრული სურათის შესაკვრელად. გავიაზრე, თუ რა ტექნიკებით უნდა მემუშავა და რა იყო ჩემი საბოლოო მიზანი. პროცესში, სცენიდან-სცენაზე გადასვლისას ახალი იდეები ბუნებრივად მოდიოდა. ყველა გადასვლას წინა სცენა იწვევდა და ყველაფერი ორგანულად მოერგო ერთმანეთს, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა. ეს კი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც გადავწყვიტე, გავაგრძელო Motion დიზაინის სწავლა და პორტფოლიოზე მუშაობა.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ოლიკო აპირებს პორტფოლიოზე მუშაობასა და სხვადასხვა სახის Motion დიზაინების დატესტვას. სურს, გაიგოს, რა უფრო მოერგება მას და რა უფრო უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს ინდუსტრიაში. მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე იყენებს და გეგმავს, კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმოს შესაბამისი უნარების განვითარებას.

აქვე მომავალ სტუდენტებს ოლიკოს რჩევას გაგიზიარებთ:

ჩემი რჩევაა, რომ პროცესს ენდოთ. შეიძლება თავიდან ჩანდეს, რომ დავალებები რთულია, ან ჯერ საკმარისი ცოდნა არ გაქვთ, რომ თავი გაართვათ. თუმცა საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი გაგაკვირვებთ, რამდენად საფუძვლიანად გისწავლიათ ტექნიკები და რამდენის გაკეთებას შეძლებთ ფინალურ დავალებაზე.

ასე რომ, თუ გსურს მოძრავი დიზაინის სამყაროს შემოუერთდე და სფეროს პროფესიონალი ლექტორის დახმარებით საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლო, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენე. გაეცანი უფრო დეტალურად კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი commschool-ში!

კურსები დიზაინის მიმართულებით

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება