კონტენტ მენეჯმენტის ფინალური პროექტი: გიორგი მიგრიაული

blog-detail-img
კონტენტ მენეჯმენტი კონტენტ მარკეტინგი

კონტენტი ციფრული მარკეტინგის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტრადიციული რეკლამები უკვე ნაკლებად იზიდავს აუდიტორიას. მათთვის უფრო საინტერესოა ისეთი კონტენტი, რომელიც პასუხს სცემს მომხმარებლის ნებისმიერ კითხვას და მათ საჭიროებებზეა მორგებული. სწორედ ამიტომ გახდა კონტენტ მენეჯმენტი ასეთი მნიშვნელოვანი მარკეტინგის სფეროში – მიზანმიმართული კონტენტ კამპანიებისთვის კომპანიებისთვის ერთგული მომხმარებლების შეძენას განაპირობებს.

გაინტერესებს, როგორ დაგეგმო და მართო ეფექტური კონტენტ სტრატეგიები? მაშინ ამ ბლოგს გაეცანი, სადაც ჩვენს კურსდამთავრებულს, გიორგი მიგრიაულს გაგაცნობ. ის საუბრობს პროგრამის განმავლობაში დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.

როგორც ხელოვნების სტუდენტსა და სიახლეების მაძიებელს, გიორგის ყოველთვის მოსწონდა სხვადასხვა კრეატიულ მედიუმში მუშაობა. სურდა, რომ საკუთარი თავი ახალი მიმართულებით გამოეცადა. კონტენტ მენეჯმენტი გიორგისთვის არ იყო სრულიად უცხო, რადგან რამდენიმე სტარტაპი და შესაბამისი გამოცდილება ჰქონდა

გიუროგა

ყოველთვის მეშინოდა რუტინის და მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იმდენად შემოქმედებითი და საინტერესოა, რომ რთულია, რუტინად გადაიქცეს. ამიტომაც გადავწყვიტე მისი პროფესიონალურ დონეზე შესწავლა, რამაც საბოლოოდ Commschool-მდე მომიყვანა.

კურსმა გიორგის მოლოდინები სრულად გაამართლა. მან შეისწავლე და განავითარა ყველა ის უნარ-ჩვევა, რომლებიც ნებისმიერ პროფესიონალ კონტენტ კრეატორს უნდა ჰქონდეს. იმ გამოწვევებმა და სირთულეებმა, რომლებიც პროგრამის განმავლობაში შეხვდა, დიდი გავლენა იქონია მისი, როგორც კონტენტ კრეატორის ჩამოყალიბებაზე. მიღებული გამოცდილება კი მომავალში აუცილებლად დაეხმარება.

კონტენტ მენეჯმენტი - კურსის შესახებ

როგორც გიორგი აღნიშნავს, ლექტორის დახმარებით კურსის განმავლობაში არაერთი პლატფორმა შეისწავლა. გაეცნო იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულის გამოყენებას, როგორ განსხვავდებიან პლატფორმები და მათთვის განკუთვნილი კონტენტი ერთმანეთისაგან. ლექციებზე განიხილავდნენ უამრავ კრეატიულ კამპანიას და მსჯელობდნენ თითოეული მათგანის ინსაითზე. გიორგისთვის კი ყველაზე გამორჩეული კამპანია Cheetos Museum-ია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.

თეორიულ მასალასთან ერთად გიორგი სხვადასხვა სახის პრაქტიკულ დავალებასაც ასრულებდა. რადგანაც ყოველთვის იზიდავდა საკუთარი ხელით ჩაფიქრებულ იდეამდე მისვლა, მისთვის ყველაზე საინტერესო ფიზიკური/ტექნიკური შესრულების მხარე იყო. მაგალითად, გადასაღები მოედნის მოწყობა, ფოტოების გადაღება.

კონტენტ მარკეტინგის პროგრამა

დაიწყე სწავლა 15 მაისიდან

კურსის დასრულების შემდეგ ჩემი წარმოდგენები ამ სფეროს შესახებ კიდევ უფრო განმტკიცდა. ხელახლა გავიაზრე ის, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მყარ საფუძველს სწორედ კარგი კონტენტი წარმოადგენს.

ფინალური პროექტი

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, ეს დავალება Commschool-ის კურსების განუყოფელი ნაწილია. მასზე სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ და პროგრამის განმავლობაში მიღებული ცოდნის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს. გიორგიმ პროექტისთვის გადაწყვიტა, რომ კრეატიული კონტენტ კამპანია მისი მეგობრის სტარტაპისთვის შეექმნა და მისთვის დახმარება ამ სახით გაეწია. ლექტორთან აქტიური კომუნიკაციით, მისი მხრიდან რჩევების მიღებითა და გათვალისწინებით გიორგიმ შეძლო, სასურველი შედეგებისთვის მიეღქია და საინტერესო კონტენტი შეექმნა.

ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ არის შემოქმედი, კრეატიული, შრომისმოყვარე და აინტერესებს სოციალური მედია, კონტენტ მენეჯმენტის მიმართულებით წასვლას ვურჩევ, რაშიც Commschool უდავოდ დაეხმარება.

გიორგის შემდგომი მიზანი კარიერული განვითარება და დასამახსოვრებელი და ხარისხიანი კონტენტის შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღებაა. პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება.

კურსის განმავლობაში ლექტორისა და თავად Commschool-ის მიდგომა, ყურადღება და დამოკიდებულება ყველანაირ კომფორტს ქმნის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინო.

ასე რომ, თუ შენც გსურს, კრეატიულ სფეროში შეაბიჯო მეტი გაიგო კონტენტის შექმნის შესახებ, ეს კურსი შენთვისაა. დეტალურად გაეცანი პროგრამის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება