ლუკა კოპალიანის ფინალური პროექტი გრაფიკული დიზაინის კურსისთვის

blog-detail-img
Blog Covers (1)

თუ დიზაინის სამყარო გიზიდავს და გსურს, შენი ჰობი სამსახურად აქციო ან სულაც 0-დან დაიწყო მისი შესწავლა, სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში ლუკა კოპალიანს გაგაცნობ, რომელმაც გრაფიკული დიზაინი commschool-ში შეისწავლა.

ლუკა ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული გრაფიკული დიზაინით. ხატვა, სკეტჩებისა და ილუსტრაციების შექმნა ყოველთვის მის ჰობს წარმოადგენდა და მეორეხარისხოვან საქმიანობად რჩებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგაც კარიერულად სხვა სფერო არჩია და სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა არ სურდა.

რაღაც მომენტში გადავწყვიტე და მივხვდი, რომ ცხოვრებაში უნდა აკეთო ის, რასაც ენთუზიაზმით უდგები და გიყვარს, თუნდაც ეს ყოველივე ნულიდან დაიწყო.

გრაფიკული დიზაინის სამყაროსთან ლუკას უშუალო შეხება მას შემდეგ აქვს, რაც ტატუ ესკიზების შექმნა დაიწყო. ფურცლიდან ისინი კომპიუტერში, კერძოდ Sketch App-ის გამოყენებით, გადაჰქონდა. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს აპლიკაცია შესაძლებლობის მხრივ არ იყო საკმარისი, რადგან მისი იდეები ზუსტად ისე ვერ გადაჰქონდა, როგორც წარმოედგინა. სწორედ აქ გაჩნდა მისი ინტერესი Photoshop-ისა და Illustrator-ის მიმართ, რომლის შესწავლაც სწორედ commschool-ში გადაწყვიტა.

თავიდანვე მიზნად დავისახე, რომ ჩემი საფინალო პროექტი ამ საქმიანობისკენ გადადგმული ჩემი პირველი ნაბიჯი იქნებოდა, შედეგად კი commschool-ის პარტნიორ კომპანიებში დამაწყებინებდა საქმიანობას. ამ ყველაფრის მოტივი კი აღნიშნული სფეროს მიმართ ჩემი ენთუზიაზმი და დამოკიდებულება იყო.

Graphic Design: კურსის შესახებ

კურსმა ლუკას მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. მისი თქმით, ზუსტად იცოდა, რომ ამ პროგრამის გავლა მისი კარიერული ზრდის საწყისი გახდებოდა. ამიტომ, მალევე, მისი ნამუშევრების ერთ სივრცეში თავმოყრის მიზნით, პორტფოლიოზე მუშაობაც დაიწყო.  ახლაც აქტიურად აგრძელებს მასზე მუშაობას და პროექტების თუ ილუსტრაციების შეგროვებას.

პროგრამის განმავლობაში ლუკა გაეცნო სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებსა და დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლა Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენება და მისი გამოყენებით ვიზუალების შექმნა სხვადასხვა მედია არხისთვის. ასევე ბრიფის სწორად გაანალიზება, მუდბორდების შექმნა და დიზაინ-პროექტების დაგეგმვა. მიღებულ ცოდნას კი პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით კიდევ უფრო აუმჯობესებდა.

ეს ყველაფერი არ არის. კურსის დასრულების შემდეგ commschool სტუდენტების კარიერულ მხარდაჭერას განაგრძობს. ეს გამოიხატება ექსკლუზიური ვაკანსიებისა და სტაჟირებების შეთავაზებით. გრაფიკული დიზაინის კურსზე კი ფინალური პროექტის მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი გარანტირებულ სტაჟირებას გადის პარტნიორი კრეატიული სააგენტოდან ერთ-ერთში.

ფინალური პროექტი

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი  კურსის ფინალური ინდივიდუალური პროექტია. მის ფარგლებში სტუდენტები მუშაობდნენ ერთ-ერთი ბრენდი რებრენდიგზე. ლუკამ ამ დავალებისთვის კომპანია Frixx შეარჩია და ბრენდის ახალი იდენტობის შექმნაზე იმუშავა. პროექტის კონცეფციაზე ფიქრისას გადაწყვიტა, ყურადღება გაემახვილებინა იმაზე, რომ ბრენდი იწარმოება საქართველოში და მზადდება ქართული ნატურალური პროდუქტებისგან. ამასთან, მისი აზრით, ბრენდი უნდა ყოფილიყო ბევრად თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული, როგორიცაა, მაგალითად, მინიმალიზმი, ვექტორული ილუსტრაციები.

პროექტზე მუშაობა დავიწყე ლოგოს დიზაინის შექმნით. ჩემს წარმოდგენაში ლოგო უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მინიმალისტური და არ უნდა ყოფილიყო გადატვირთული დეტალებით. მრავალი იდეის შემდეგ კი შევჯერდი მარტივი და გარეგნულად დახვეწილი ჩიფსის ფორმაზე, რომელიც ადვილად აღქმადი იქნებოდა.

ლოგოს აწყობის შემდეგ კი ლუკამ ეტიკეტზე მუშაობა დაიწყო. შთაგონებებისთვის Pinterest-ს ეწვია და გაეცნო ცნობილი ბრენდების (Pringles, Coca-Cola, Colgate, Lego) კონცეფციებს. განსხვავებული გემოების გამოსახატად სხვადასხვა სახის ტიპოგრაფია და ინდივიდუალური ილუსტრაციები გამოიყენა. მის წარმატებით შესრულებაში კი ლექტორი დაეხმარა, რომელმაც ბიძგი მისცა, გაეკეთებინა დიზაინი, რომელიც იქნებოდა არასტანდარტული და სხვებისგან გამორჩეული.

გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულ პირებს ლუკა ურჩევს, რომ, პირველ რიგში, თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ აღნიშნული საქმიანობის კეთება და არ უნდა უყურებდეთ მას, როგორც მხოლოდ რიგით სამსახურს. ამასთან, არ შეგაშინოთ Illustrator-ისა და Photoshop-ის უამრავმა ფუნქციმ, რომლებმაც შეიძლება დაგაბნიოთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლუკა აპირებს, გაიუმჯობესოს ცოდნა, დააგროვოს გამოცდილება და სრულად შეუერთდეს გრაფიკული დიზაინის სამყაროს. თანაც ის კურსზე N1 საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი გახდა და გარანტირებულ სტაჟირებას გაივლის რომელიმე პარტნიორ კომპანიაში. 

ასე რომ, თუ შენც გსურს, რომ გრაფიკული დიზაინის დიდი და მრავალფეროვანი სამყაროს ნაწილი გახდე, აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა. უკეთ გაეცანი პროგრამის სილაბუსს და შემოგვიერთდი commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება