თბილისის კომუნიკაციის სკოლა Ad Black Sea-ს ფესტივალზე

blog-detail-img

თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და Ad Black Sea-ის პარტნიორობა წელსაც გრძელდება. ფესტივალზე შესაძლებლობა გექნება, დაესწრო Commschool-ის ვორქშოფებს, სადაც “AI in Graphic Design”-ის ლექტორი და უფროსი გრაფიკული დიზაინერი, ჯონი კვეზერელი წარუძღვება.

Ad Black Sea ფესტივალის შესახებ

Ad Black Sea  საერთაშორისო კრეატიულობის ფესტივალია, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან უახლესი კრეატიულობით დაკავშირებას. იგი ხელს უწყობს კრეატიულ პროფესიონალებს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენაში. 2015 წელს პირველი ფესტივალის ჩატარების შემდეგ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა კრეატიული სამყაროს წარმომადგენლებს შორის და რეგიონის გამორჩეულ ღონისძიებად იქცა. საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერებისა და ვორქშოფების საშუალებით Ad Black Sea წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განხილავენ რეკლამირების სფეროში არსებულ ტენდენციებს, მომავლის პროგნოზებსა და მსოფლიოს საუკეთესო და წარმატებულ კამპანიებს.

ფესტივალი ყოველწლიურად შავი ზღვის სანაპიროზე სექტემბერში იმართება და 3 დღიან პროგრამისგან შედგება. წელს Ad Black Sea 12-14 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება. იგი გააერთიანებს ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, გექნებათ საშუალება მოუსმინოთ მათ შთამაგონებელ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს, დაესწროთ ინტერაქციულ სესიებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს.

Commschool x Ad Black Sea

Commschool დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ციფრულ კურსებს ტექნოლოგიების, დიზაინის, მარკეტინგის, მონაცემებისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო კომპანიისთვის, AI-ს ინტეგრირება მნიშვნელოვანია ჩვენი ყველა კურსისთვის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ტენდენციებს და შესაბამისად, კურსების უმრავლეს პროგრამაში დავამატოთ სასწავლო მოდული AI-ის გამოყენების შესახებ. ასევე ვქმნით სრულიად ახალ კურსებს, რომლებიც მთლიანად დაფუძნებული იქნება AI-ის გამოყენებაზე. Commschool-ის ასეთ ბოლოდროინდელ სიახლეს წარმოადგენს კურსი AI გრაფიკულ დიზაინში, რომელსაც ჯონი კვეზერელი გაუძღვება.

ჯონი კვეზერელი ციფრული დიზაინის სფეროში უკვე 7 წელია მოღვაწეობს. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი აქტიურად ეუფლება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს, რომლებსაც მის საქმიანობაში წარმატებით იყენებს. ამჟამად ჯონი კრეატიულ სააგენტო Redberry-ში მუშაობს. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სარეკლამო სააგენტო Kraken-ს, სადაც არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშავა. მათ შორის გამორჩეული იყო საქართველოს ფოსტისთვის Stable Diffusion-ის გამოყენებით შექმნილი AI-ის მიერ დაგენერირებული პირველი საფოსტო მარკა საქართველოში. წინარე გამოცდილებებიდან გამომდინარე, ჯონი მიიჩნევს, რომ AI დიზაინის ინდუსტრიის მომავლის განუყოფელი ნაწილია.

Ad Black Sea ფესტივალზეც ჩვენი მთავარი ფოკუსი AI და მისი შესაძლებლობებია, რის შესახებაც ჯონი კვეზერელი საინტერესო მასტერკლასს ჩაატარებს. Commschool AI Creative Zone სივრცეში შეგეძლება, გამოცადო AI-ს შესაძლებლობები დიზაინში. ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ჩანახატები, ილუსტრაციები ან იდეები Stable Difussion-ის საშუალებით ჯონიმ რეალობად აქციოს. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ დიზაინის მომავალს, გამოცადონ AI-სა და ადამიანის კრეატიულობის თანაკვეთის შედეგები. 

ვორქშოფი 12-13 სექტემბერს, 11:00-12:00 და 13:00-15:00 საათებში გაიმართება.

ამასთან ერთად, AD Black Sea-ის საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღეს ჯონი კვეზერელი ისაუბრებს, თუ როგორ ცვლის AI დიზაინის ინდუსტრიას, რას უნდა ველოდოთ მომავალში, როგორ ითარგმნება გლობალური ტრენდები ქართულ რეალობაში და როგორ უწყობს ხელს ეს ინდუსტრიის განვითარებას. მონაწილეები ადგილზე ვორქშოპის სახით შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები თავად გამოსცადონ სპიკერის მიერ მიცემული ბრიფისა და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებით.

შევხვდებით, ბათუმში AD Black Sea ფესტივალზე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება