ამბები SEO-ის კურსიდან: თამო მათნაძე

blog-detail-img

იცოდი, რომ ადამიანების ონლაინ გამოცდილების 93% ძიებითა და საძიებო სისტემით იწყება? სწორედ ამიტომ არის აქტუალური SEO (Search Engine Optimization). იგი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე გამოჩნდნენ და სამიზნე აუდიტორიისთვის პირველები იყვნენ. ეს კი საბოლოოდ გაზრდილ ორგანულ ტრეფიკსა და მატერიალურ ღირებულებებში გარდაიქმნება.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ტექნიკების ცოდნა საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადია. ამიტომ, თუ ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობ ან ახლა იწყებ კარიერული ნაბიჯების გადადგმას, სწორ ადგილას მოხვდი. გაეცანი ბლოგს, სადაც თამო მათნაძე SEO-ის კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გიზიარებს.

თამო ფრილანსერია და კურსის დაწყებისას VELI.store-ში Senior SEO Writer-ის პოზიციაზე მუშაობდა. პარალელურად კი, უკვე 4 წელია, რაც IT Academy Step-ში ქოფირაითერად მუშაობს. ამას გარდა, ამ მიმართულებით რამდენიმე აქტიური პროექტი აქვს. VELI.store-ში მუშაობისას კონტენტის წერის გარდა თამო საძიებო სისტემების ოპტიმიზაციამ დააინტერესა. თანაც, მოსწონს იმ საქმის კეთება, სადაც ბევრი სიახლეა და აზარტულია. ამიტომ, მალევე მისი შესწავლაც გადაწყვიტა.

კურსის დასრულებიდან სულ მალე კი, თამო გახდა VELI.store-ის SEO Content Team Lead და კარიერულ განვითარებას ახალ პოზიციაზე განაგრძობს.

აღმოჩნდა, რომ SEO-ს ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს ვაკეთებდი, უბრალოდ არ ვიცოდი, ამ პროცესს რა ერქვა ან რა იყო. ერთ-ერთი კომპანიის ვებ-გვერდის ბლოგი ჩავიბარე. WordPress-ის ფუნქციონალში Google-ის დახმარებით გავერკვიე და SEO-friendly ბლოგების წერა დავიწყე.

SEO-ს კურსი

16 ლექცია 48 საათი 8 კვირა

რადგანაც Google-თან ურთიერთობა და ყველაფერზე ინფორმაციის მოძიება უყვარს, თამომ ე.წ. Stalker-ის როლი მოირგო და ბაზარზე არსებული SEO-ს კურსების, სილაბუსებისა და ლექტორების ირგვლივ ყველანაირი ინფორმაცია მოიძია. მათ შორის საუკეთესო commschool-ის კურსი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო სიღრმისეულად ჩაშლილი ლექციები და ლექტორის გამოცდილება Upwork-ზე. თამოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ნაწილს ცალკე ლექცია დაეთმო და უამრავი რჩევა მიიღო.

რას მოიცავს SEO კურსი?

კურსმა თამოს მოლოდინები ნამდვილად გაამართლა, რადგან იმ ადამიანებისგან სწავლობდა, ვისაც საქმე კარგად ესმის და ვინც, ფაქტია, თავის საქმეში წარმატებულია. შედეგად, შეძლო Googling-ის უნარი პროფესიული კუთხით უფრო დაეხვეწა და განევითარებინა. ასევე ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარიც. სწორედ Googling-ის მოქნილი უნარით იპოვა თამომ კურსის დასრულებისთანავე დამკვეთი და ფრილანს SEO პროექტზე მუშაობა დაიწყო. თამოს აზრით, ამ სფეროში გამოცდილების დაგროვებისთვის იგი იდეალური ვარიანტი აღმოჩნდა.

იმაზე მეტი ცოდნა მომცა კურსმა, ვიდრე სილაბუსში იყო გაწერილი. მთავარი, რაც მომეწონა, იყო რეალური მაგალითების განხილვა. ასევე საჭირო რჩევები მივიღე კლიენტთან მუშაობაზე როგორც ლოკალური, ისე უცხოური ბაზრის შემთხვევაში.

პროგრამის ფარგლებში განხილული თემებიდან თამოსთვის ყველაზე გამორჩეული keyword research-სა და Upwork-ის შესახებ ჩატარებული ლექციები იყო. კურსი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული და სტუდენტები არაერთ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ფინალურ პროექტს ასრულებენ. თამოსთვის ეს პროცესი საინტერესო აღმოჩნდა არაერთ მარტივ თუ რთულ დავალებაზე იმუშავა. მაგალითად, კონტენტის ბრიფის დაწერა, ვებ-გვერდის ტექნიკური აუდიტი Screaming Frog-ში. მათი დახმარებით შეძლო ამ საკითხების უკეთ გათავისება.

ფინალური პროექტი

ფინალური ინდივიდუალური პროექტის ფარგლებში თამომ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის ბრიფზე იმუშავა. მუშაობა ზოგადი მიმოხილვის გაკეთებით დაიწყო. გარდა ამისა, ჰქონდა კომუნიკაცია ლექტორებთან, რომლებიც მუდმივად იყვნენ მზად, კითხვის შემთხვევაში საჭიროების ფარგლებში დახმარებოდნენ. ყველაზე მთავარი, რაც აღმოაჩინა პროექტზე მუშაობის დროს, SEO-ს პროცესების ლოგიკური ბმა იყო. თამოს თქმით, ყველა ფაილი ერთმანეთთან  არის კავშირში და მუდმივად საკვანძო სიტყვებს ეყრდნობი.

მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შემიძლია SEO კამპანია თავიდან ბოლომდე 0-დან ვმართო ისე, რომ ყველა პროცესი შინაარსობრივად კარგად მესმოდეს და მგონი, გამოვიდა.

მათ, ვისაც SEO აინტერესებს, თამო ურჩევს, რომ სწრაფი ადაპტირებისა და ცნობისმოყვარეობის უნარი განივითარონ. ასევე, კურსის გარდა, სხვა დამხმარე წყაროებიდან მუდმივად მოიძიონ რელევანტური ინფორმაცია, რადგან ეს ზედმეტი არასდროსაა.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ამ ეტაპზე თამოს მიზანია VELI.store-ის SEO პროცესებში მაქსიმალურად ჩაერთოს და მიმართულებებს დამოუკიდებლად გაუძღვეს. პარალელურად ფრილანს პროექტების დამატებას აპირებს, რადგან, მისი აზრით, ეს არის საქმე, სადაც პროფესიულად არ მოიწყენ. თანაც, ამ გამოცდილებით შეძლებს, რომ პროცესები მალე დამოუკიდებლად მართოს.

თუ SEO სპეციალისტის პროფესიამ დაგაინტერესა და გსურს, მეტი გაიგო მის შესახებ, აუცილებლად გაეცანი კურსის სილაბუსს. აღმოაჩინე შენი თავი SEO-ს გამოწვევებით სავსე სამყაროში და შემოგვიერთდი commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება