Motion Design - გურამ სანდოშვილის ფინალური პროექტი

blog-detail-img
Motion Design

მოძრავი გრაფიკა და ანიმაცია ადამიანების ყოველდღიურების ნაწილად იქცა. GIF-ები კომუნიკაციის პროცესში სულ უფრო პოპულარული საშუალება ხდება. ხოლო ვიდეო კონტენტი YouTube-ისა და TikTok-ის პლატფორმებზე ციფრული მარკეტინგული სტრატეგიების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, Motion Design მიმართულება ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პრაქტიკად შეიძლება ჩაითვალოს.

თუ დიზაინის სფერო გიზიდავს და გსურს, ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას დაეუფლო, ამ ბლოგს გაეცანი. გურამ სანდოშვილი, Commschool-ის კურსდამთავრებული, საკუთარი გამოცდილების შესახებ გიამბობს.

გურამი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფრით ინტერესდება და  ყველა ახალი აღმოჩენის კვლევას საკუთარი ძალებით ცდილობს. ჯერ კიდევ ბავშვობაში ასეთი ინტერესის საგანი ანიმაციები აღმოჩნდა. წლების შემდეგ, კვლევის პროცესში კი Motion დიზაინს მიაკვლია, რომელიც ანიმაციის მრავალფეროვან სფეროში ძალიან აქტუალური, საინტერესო და მიმზიდველი დარგი გახდა. ამიტომ გურამმა After Effects-ის ინტერფეისში გარკვევა საკუთარი ძალებით დაიწყო, ატარებდა ექსპერიმენტებს და ეცნობოდა სხვადასხვა რესურსებს. თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა, Motion დიზაინი უფრო სწრაფი ტემპით შეესწავლა, რისთვისაც მენტორი ჭირდებოდა.

დავიწყე კურსების ძებნა და განვიხილე არაერთი აკადემია, მაგრამ საბოლოოდ Commschool-ზე შევაჩერე არჩევანი. პროგრამა ყველა იმ მოთხოვნას უპასუხებდა, რომელიც მქონდა. გარდა ამისა, კურსდამთავრებულის სარგებელიც საკმაოდ საინტერესოდ ჟღერდა.

Motion Design: რას მოიცავს კურსი?

როგორც გურამი ამბობს, მისთვის სწავლის პროცესი სასიამოვნო გამოცდილება იყო. ეს კი კურსის სრულად ორგანიზებულობამ განაპირობა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი მისი პრაქტიკული მხარე და დავალების დეტალური შეფასებები იყო. ლექტორის მიდგომა სწავლების პროცესზე ცალსახად ორიენტირებულია შედეგზე – მოკლე დროში საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკული ინფორმაციის მაქსიმუმი გაგიზიაროს.

ლექტორის პოზიტიური ახსნის მეთოდმა და ყველა შეკითხვაზე ამომწურავმა პასუხებმა ძალიან გამიმარტივა სწავლის პროცესი. კურსის განმავლობაში შესრულებულმა დავალებებმა გამომიმუშავა არაერთი პრაქტიკული სამუშაო უნარი: პროექტის ორგანიზების, დეტალების გათვალისწინების, დიზაინის მორგებისა და სხვა.

Motion დიზაინი

გახდი N1 კურსდამთავრებული და გაიარე გარანტირებული სტაჟირება

პროგრამის ფარგლებში შეისწავლი After Effect-ის გამოყენებას. ასევე გაეცნობი ანიმაციის იმ პრინციპებს, მეთოდებსა და ხელსაწყოებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები სხვადასხვა სირთულის პროექტის შესაქმნელად. ამიტომ, კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ გააცოცხლო სხვადასხვა სტილისა და სირთულის გრაფიკული ნამუშევარი ან/და შექმნა მოძრავი კომპოზიცია 0-დან.

ფინალური პროექტი

motion design კურსდამთავრებული, გურამ სანდოშვილი
Story Board

ფინალურ ინდივიდუალურ პროექტზე მუშაობა გურამისთვის კურსის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო. რეალურ ბრიფთან დამოუკიდებლად მუშაობა მას პირველად მოუწია, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. პროექტზე მუშაობისას ყველა იმ ხელსაწყოს გამოყენება სცადა, რომლებიც კურსის განმავლობაში შეისწავლა. ახალი დეტალების დამოუკიდებლად დამატების შედეგად კი შეძლო, შეექმნა შეკრული, გამართული ანიმაცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ბრიფს სრულად უპასუხებდა.

motion design კურსდამთავრებული, გურამ სანდოშვილი

ახლა, როცა კურსი დაასრულა, გურამის მთავარი მიზანი, პირველ რიგში, პორტფოლიოზე მუშაობის დაწყება და მიღებული უნარების მაქსიმალურად დახვეწა და განვითარებაა. როგორც თავად ამბობს, Commschool-მა მის კარიერულ წინსვლაში გარდამტეხი როლი ითამაშა – კურსის დასრულების შემდეგ Windham-ის კომერციული ვიდეოს კორექტირების შემოთავაზება მიიღო. ამის შემდეგ წარმატებით ითანამშრომლა Self.HR-თან ვიდეო და Motion დიზაინის მიმართულებით.

ეტაპობრივად წინ მივიწევ და არ ვჩერდები. სამუშაო პროცესში კურსის პერიოდში ნასწავლი ყველა უნარი მადგება. განსაკუთრებით კი დეტალებზე ორიენტირებულობა და ბრიფზე მუშაობა.

ამიტომ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებული ხარ და არ იცი საიდან დაიწყო, გურამის აზრით, Commschool იდეალური გამოსავალია. კურსის განმავლობაში მიიღებ საინტერესო პრაქტიკულ გამოცდილებას და გამოიმუშავებ ყველა იმ უნარს, რომლებიც სამომავლოდ დაგეხმარება, თამამად გადადგა შემდეგი ნაბიჯები პროფესიულ განვითარებაში.

ასე რომ, თუ მზად ხარ Motion დიზაინის სამყაროს ნაწილი გახდე, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენე. შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება