ამბები SEO-ის კურსიდან: ნიკუშა ჩლაიძე

blog-detail-img
SEO kursi s3wavla nikoloz chlaidze

Google ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა მსოფლიოში. იცოდი, რომ იგი ყოველდღიურად 8.5 მილიარდ ძებნას ამუშავებს? მომხმარებლების 25% კი მიღებული შედეგებიდან პირველივე ვებ-გვერდზე გადადის. ეს მონაცემები კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესისთვის SEO მიმართულების განვითარება. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მათ პროდუქტებსა თუ სერვისებს მომხმარებლებისთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომს და პოპულარულს ხდის.

თუ ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს და გსურს, ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას უფრო ახლოს გაეცნო, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. ნიკუშა ჩლაიძე, SEO-ის კურსდამთავრებული, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებს კურსის შესახებ.

ნიკუშა მარკეტინგის სპეციალისტია. მან ბაკალავრიატი და მაგისტრატურა კიევში გაიარა, სადაც მენეჯმენტისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა. სამუშაო გამოცდილებაც იქ დააგროვა. კერძოდ, მუშაობდა Mastercard-სა და Glovo-ს მარკეტინგის გუნდებში. ასევე, სწრაფი კვების ბრენდის, ho-ho-ს, დამფუძნებელი იყო. საქართველოში კი კრწანისი ვილა-რეზიდენსში მარკეტინგის გუნდის უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა. ამასთან ერთად, ჰქონდა სტარტაპი − ვირტუალური რეალობის კლუბი Cosmo VR.

ციფრული მარკეტინგი იყო ის, რითაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სამსახურში ვიყავი დაკავებული. ამ პროცესში SEO-ს მიმართულებით განვითარების საჭიროება დადგა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავინტერესდი commschool-ის მიერ შემოთავაზებული კურსით

სოციალურ ქსელში ნიკუშა კურსის ლექტორების პოსტს გადააწყდა. ასე აღმოაჩინა მან commschool, სადაც უამრავი კმაყოფილი სტუდენტის შეფასებების წაკითხვის შემდეგ მაშინვე რეგისტრაცია გაიარა.

რას ისწავლი SEO-ის კურსზე?

კურსის მიმართ ნიკუშას მოლოდინები 100%-ით გამართლდა. მისი თქმით, ლექტორები თავიანთი საქმის უზადო პროფესიონალები არიან და SEO სამყაროში ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლიათ. სწორედ მათი დახმარებით შეძლო, საჭირო ცოდნის შეძენა და დასაქმებაც კი. ის მალევე შეუერთდა SEO სააგენტო Rank Pilots, გუნდს, რომელსაც დიდი მიზნები აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ კარგი სახელით სარგებლობს.

კურსის დასრულების შემდეგ თავდაჯერება მომემატა და ჩავთვალე, რომ საკმარისი ცოდნა მქონდა, SEO-ს მიმართულებით დამეწყო მუშაობა. შესაბამისად, შედეგიც მალე დადგა − რადგან მაღალი ქულა მქონდა მიღებული ფინალურ პროექტში, ლექტორებმა საკუთარ კომპანიაში, Rank Pilots-ში, დასაქმება შემომთავაზეს.

პროგრამის ყველაზე ღირებულ ნაწილად ნიკუშა მეგობრულ გარემოს ასახელებს. გარდა თეორიული მასალისა, ლექტორები თავიანთ გამოცდილებას დეტალურად უზიარებდნენ. პროცესი კი აგებული იყო კითხვა-პასუხის ფორმატზე. თითოეული სტუდენტიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა სხვებს, რაც საბოლოო ჯამში, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ თემა სრულიად ამოწურული იყო. ამიტომ, შემდეგი თემისთვისა თუ გამოწვევისთვის მაშინვე მზად იყვნენ.

ტექნიკური SEO-ს ნაწილი, რომელიც კურსის გავლამდე ნიკუშას რთული ეჩვენებოდა, ძალიან მარტივად აითვისა. ისწავლა ვებ-გვერდის ტექნიკური აუდიტი და ანალიზი, keywords-ის კვლევა, გვერდებისა და ტექსტების ოპტიმიზაცია საძიებო ფრაზების მიხედვით. Link Building კამპანიების შესრულება, გვერდის და კონტენტის ბრიფის გაწერა და სხვა მნიშვნელოვანი და საჭირო უნარ-ჩვევები.

ფინალური პროექტი

თუ არ იცი, გეტყვი, რომ commschool-ის კურსები პრაქტიკაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით არის აწყობილი. ამ პროგრამის ფარგლებშიც სტუდენტები ყოველი ლექციის შემდეგ ასრულებდნენ დავალებებს, რომლებსაც ნიკუშა დიდი ენთუზიაზმით უდგებოდა. კურსის ბოლოს კი იმუშავა ფინალურ ინდივიდუალურ პროექტზე. ამ პროცესში კი ის ცოდნა, რაც პროგრამის ფარგლებში შეიძინა, მაქსიმალურად შეაჯამა და გამოიყენა.

იმდენად საინტერესო იყო პროცესი, რომ გარდა გავლილი მასალისა, მე თვითონ გამიჩნდა სურვილი, დამატებითი ინფორმაცია მომეძიებინა, მესწავლა და ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის SEO-ს კურსის მთავარი წარმატება − დაგაინტერესოს, დაგაყენოს სწორ გზაზე და შემდეგ სამომავლო გეგმების განხორციელების პროცესში მუდმივად მხარი დაგიჭიროს.

როგორც ნიკუშა აღნიშნავს, SEO მომავლის ერთ-ერთი პროფესიაა და ამიტომაც არის დიდი დაინტერესება მის მიმართ. ეს არის საქმე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა იმუშაოს კომფორტულად, სახლიდან გაუსვლელად მსოფლიოს ნებისმიერი კომპანიისთვის. შესაძლოა რამდენიმე ბრენდსაც კი მოემსახუროს ერთდროულად, რაც თავისთავად ზრდის მეტი თანხის გამომუშავების შესაძლებლობას. კლიენტების მოძიების გზებს კი კურსის განმავლობაშიც შეისწავლი.

ამგვარად, ნიკუშა უკვე საკუთარი სპეციალობით მუშაობს საერთაშორისო სააგენტოში. წინ ბევრი გამოწვევა ელოდება, რისთვისაც უკვე მზად არის. თუ შენც გსურს, რომ ამ დინამიკური სამყაროს ნაწილი გახდე, დაიწყე შენი გზა SEO სპეციალისტობამდე commschool-ში. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება