გახადე მარკეტინგული სტრატეგია ეფექტური

გაეცანი პირველ მარკეტინგულ გზამკვლევს, რომელიც აერთიანებს 40+ წამყვანი კომპანიის სტატისტიკას, ქეისთადებს და მონაცემებს

გადმოწერე

მეთოდოლოგია

მარკეტერის გზამკვლევის შექმნა რეალური ინსაითების ძიებასა და კითხვების დასმას მოჰყვა: რა გამოწვევების წინაშე დგას ინდუსტრია, რა არის მოცემულობა და რას უნდა ველოდოთ ადგილობრივ ბაზარზე? ამ კითხვებზე საპასუხოდ ვესაუბრეთ 40-მდე კომპანიის მარკეტერს, რომელთა წლიური მარკეტინგული ბიუჯეტი აღემატება 100 000 ლარს, შემდეგი ინდუსტრიებიდან: დაზღვევა, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტები, აზარტული თამაშები, მომსახურება, ალკოჰოლი, ელ-კომერცია, ნავთობი, დეველოპმენტი, ავტომობილები.

გზამკვლევის თავები

თანამედროვე ტექნოლოგიებმა გაამარტივა ყოველდღიური მარკეტინგული პროცესები, მათ შორის, მომხმარებლის ქცევის მონიტორინგი და Data-driven სტრატეგიების შემუშავება.
სამომხმარებლო ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს, მომხმარებელი მეტად ინფორმირებული და მომთხოვნია როგორც პროდუქტის ხარისხის, ისე ბრენდის მიმართ.
ბრენდი, მარკეტინგი და პროდუქტი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუკავშირდა და მათი საზღვრები, ნელ-ნელა, უფრო და უფრო მცირდება.
კომპანიის ზრდისა და ბრენდის შენებისთვის მარკეტინგის დეპარტამენტს საკვანძო პოზიცია უკავია და მმართველი დირექტორებისა თუ სტეიკჰოლდერების მხრიდან, ამ მოცემულობის აღიარებით, მარკეტინგისთვის ბიუჯეტის გამოყოფა მარტივდება.
კონტენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა, ახალი კონტენტი უფრო სწრაფად იქმნება და უფრო ხშირად სჭირდება განახლება.

პარტნიორი კომპანიები

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებსა და მარკეტერებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გზამკვლევის შექმნაში და ღიად გვესაუბრნენ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე. აქ ამ კომპანიების ნაწილია წარმოდგენილი, დანარჩენები კი ანონიმურობის შენარჩუნებას ამჯობინებენ. განსაკუთრებული მადლობა კვლვევით ორგანიზაცია ANOVA-ს, რომელმაც ჩვენთან ერთად შექმნა პირველი გზამკვლევი მარკეტერებისთვის.

პირველი მარკეტინგული გზამკვლევი

მიიღე უფასო წვდომა სრულ რეპორტზე, დაგეგმე მარკეტინგული კამპანიები ეფექტურად

გადმოწერე