მარიამ ნაკოევის ფინალური პროექტი კონტენტ მარკეტინგის კურსისთვის

blog-detail-img

დღეს მარკეტინგი წარმოუდგენელია კონტენტის შექმნის გარეშე. ამას ხელი შეუწყო ციფრულმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა არხებმა, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად აქტიურად ვიყენებთ. სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად და მათი ერთგულების მოსაპოვებლად კრეატიული კონტენტ მარკეტინგი საუკეთესო გამოსავალია.

თუ გსურს, შეისწავლო, როგორ დაგეგმო წარმატებული კონტენტ კამპანია, სწორ ადგილას მოხვდი. მარიამ ნაკოევი, კონტენტ მარკეტინგის კურსდამთავრებული კურსის ირგვლივ მის შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გაგიზიარებს.

მარიამი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია. ხშირად ათვალიერებს კომპანიების რეკლამებსა და სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს, TikTok ტრენდებს, კონტენტ კრეატორებსა და მათ ვიდეოებს. აკვირდება, თუ რა მოსწონს ხალხს და რა კუთხით რეაგირებენ. ამიტომ მარიამმა გადაწყვიტა, რომ ეს საქმიანობა მის მომავალ პროფესიად ექცია, რადგან ამის კეთება ძალიან სიამოვნებდა. ამიტომ ახალი ცოდნის შესაძენად Commschool-ს შემოუერთდა.

კურსის პირველივე ლექციიდან მივხვდი, რომ ზუსტად ის იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი. მივხვდი, რომ კონტენტი გაცილებით დიდი და ღრმა რამ არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იგი ბევრ ფიქრს, კრეატიულობასა და შრომას მოითხოვს.

კონტენტ მარკეტინგი: კურსის შესახებ

პროგრამის ფარგლებში მარიამმა შეისწავლა, თუ როგორ უნდა დაგეგმოს და აღასრულოს კონტენტ კამპანია. ასევე როგორ მოარგოს იგი სხვადასხვა სოციალურ არხს. მათგან ყველაზე მეტად TikTok-ზე და Instagram-ზე მუშაობა უმარტივდებოდა. მისი აზრით, ამ პლატფორმებზე გაცილებით მეტი ტრენდია, რომლებიც შეგიძლია, კამპანიაში გამოიყენო. კურსმა მარიამს ასწავლა, რომ არ უნდა ჩამორჩეს სიახლეებს და მუდმივად უნდა დააკვირდეს მის ირგვლივ არსებულ გარემოს. ეს შესაძლებლობას მისცემს, რომ ამა თუ იმ ბრენდისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი კონტენტი შექმნას.

ნამდვილად შეიცვალა წარმოდგენები. კონტენტი მხოლოდ 'ინფლუენსერების' მიერ ატვირთული ვიდეოები აღარ მგონია. ვხვდები, რომ გაცილებით ფართო სფეროა და ჩემს კარიერასაც ამ კუთხით მოვიაზრებ.

კურსის განმავლობაში სტუდენტები არაერთ პრაქტიკულ დავალებას ასრულებენ, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანის საშუალებას აძლევთ. ისინი Commschool-სგან კარიერულ მხარდაჭერასაც იღებენ, რაც გამოიხატება ექსკლუზიური ვაკანსიებისა და სტაჟირებების შეთავაზებებით პარტნიორო კომპანიებიდან. გარდა ამისა, საუკეთესო კურსდამთავრებული გარანტირებულ სტაჟირებას გადის ერთ-ერთ კრეატიულ სააგენტოში.

ფინალური პროექტი

მარიამისთვის კურსის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი ფინალური პროექტის კონტენტ კამპანიის აგება იყო. ამისთვის მეტი კრეატიულობა იყო საჭირო, რაც პროცესს უფრო საინტერესოს ხდიდა. ფინალური პროექტი სტუდენტებს ივლისის თვეზე უნდა მოერგოთ. რადგანაც ივლისი საკმაოდ ცხელი თვეა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რამ არის სასმელი წყალი. ამიტომ მარიამმა არჩევანი ერთ-ერთ ქართულ წყლის ბრენდზე „წყალი მთის“ შეაჩერა და შექმნა კამპანია, რომელიც მას სხვა წყლის ბრენდებისგან გამოარჩევდა. 

საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა აქტუალურია. ადამიანები კი მათზე დიდი მზრუნველობით გამოირჩევიან. ამიტომ მარიამმა ეს ბრენდი წარმოაჩინა, როგორც მზრუნველი, ადამიანების ეს ქცევა კი უფრო ფართო მასშტაბზე აიყვანა და ყველას მისცა შესაძლებლობა, რაღაც დოზით ჩართულიყვნენ ზრუნვის პროცესში.

მთავარი გზავნილი იყო ‘იზრუნე მეგობარზე, რომელიც მოიშინაურე’. მარიამმა გადაწყვიტა. კომპანიას ქუჩებში ჯამები დაედგა, რომლებშიც ადამიანები ცხოველებისთვის წყალს ჩაასხამენ. სოციალურ ქსელში კი განთავსდებოდა საინფორმაციო ვიდეოები და ფოტოები. როდესაც ლექტორს საკუთარი იდეა გაუზიარა, მან ურჩია, რომ კოლაბორაცია თავშესაფართან გაეკეთებინა, რაც გაითვალისწინა. მარიამმა Facebook-სთვისაც შეარჩია კონტენტი: თავშესაფრიდან ცხოველების ფოტოების განთავსება და აღწერაში მათი დახასიათება. ამით მომხმარებელს ურჩევდა, რომ აეყვანათ ძაღლები და ეზრუნათ მათთვის.

დააკვირდით ყველაფერს სოციალურ ქსელში, ასევე იმას, თუ როგორ იქცევიან ადამიანები სხვადასხვა სიტუაციებში. კონტენტისთვის ყველაფრის გამოყენება არის შესაძლებელი.

მარიამმა შეძლო, რომ მისი საყვარელი საქმე ეპოვა. ამიტომ თუ შენც გიზიდავს კრეატიული სამყარო და ახალი უნარების შეძენა გსურს, გადადგი პირველი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება