თბილისის კომუნიკაციის სკოლა Touch Platform-ის პარტნიორია

blog-detail-img

თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და Touch Platform-ის პარტნიორობა გრძელდება. წელს ფესტივალზე შეგეძლებათ დაესწროთ Commschool-ის ვორქშოპსაც, სადაც ჩვენი ლექტორები ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი ჩაატარებენ პრაქტიკულ სესიას მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნაზე და გაგიზიარებენ რჩევებს, როგორ შეგიძლიათ საკუთარი სმარტფონით შექმნათ რილსები, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას პირველივე წამებში მიიქცევს.

ამასთან ერთად, Touch.Point-ის საერთაშორისო ფესტივალზე ისეთი გლობალური ბრენდების სპიკერებთან ერთად, როგორებიცაა Spotify, Meta, Google, NETFLIX, PUMA, Nike და სხვა ჩვენი COO ნინა ქარჩხაძე ისაუბრებს, როგორი იყო საქართველოში პირველი მარკეტინგული გზამკვლევის შექმნის პროცესი, რას უნდა ველოდოთ 2025 წლისთვის, როგორ ითარგმნება გლობალური ტრენდები ქართულ რეალობაში და როგორ უწყობს ხელს ეს ინდუსტრიის განვითარებას

MarTech ფესტივალი, Touch.Point 14 ივნისს უკვე მეორედ ჩატარდება თბილისში. ფესტივალის მასპინძელია TEC, დოდო აბაშიძის 10. 

Touch.Point-ის მთავარი მიზანია საქართველოში და კავაკასიის რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე პროფეიონალები მეტად დაახლოვოს ტექნოლოგიებთან, გაზარდოს მაკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენება და შექმნას ახალი კოლაბორაციების შესაძლებლობები დარგის პროფესიონალებისთვის ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე. 

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია 20-ზე მეტი სესია: ქინოუთ პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, Q&A სესიები, 4 ვორქშოფი და ბევრი სხვა საინტერესო სიახლეები. დღის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ EURO 2024  დაწყებას და ჩემპიონატის პირველ მატჩს ფესტივალის დიდ ეკრნზე ვუყურებთ.

ფესტივალის ტერიტორია ორ სცენას, ნეთვორქინგ ზონას, ქოვორქინგ სივრცეს, პარტნიორების ზონას და ფუდკორტს გააერთიანებს. 

აქვე გეტყვი, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ბილეთების შეძენა ფასდაკლებით შეუძლიათ.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება