Reckless-ის კონტენტ კამპანია - კონტენტ მარკეტინგის კურსის ფინალური პროექტი

blog-detail-img

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ერთგული მომხმარებლების შესანარჩუნებლად ერთ-ერთი გზა კონტენტის შექმნაა. სოციალური არხები მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა, რათა სამიზნე აუდიტორიას დაუკავშირდე და მისთვის საინტერესო პროდუქტი შესთავაზო. ამიტომ კონტენტ მარკეტინგი საკმაოდ წარმატებული საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად.

თუ ციფრული მარკეტინგისა და კონტენტის მიმართულებით ცოდნის გაფართოება გსურს, ეს ბლოგი შენთვისაა. ნინა გვარამაძე, ჩვენი კურსდამთავრებული მოგიყვება, რა უნარები და გამოცდილება შეიძინა კონტენტ მარკეტინგის კურსის ფარგლებში.

ნინა ბავშვობიდან ძალიან ახლოს იყო ხელოვნებასთან. უყვარდა ცეკვა, ხატვა, წერა და ფოტოგრაფია, თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის ჰობის დონეზე რჩებოდა. მაშინ არც იცოდა, რომ შეეძლო, ეს ყველაფერი ერთ პროფესიაში გაეერთიანებინა და გამოეყენებინა. ინტერესების სფეროებიდან გამომდინარე ნინამ საკუთარი თავი მარკეტინგის სფეროში დაინახა, განსაკუთრებით კი, სოციალური მედიის/კონტენტის მიმართულებით. ამიტომ კონტენტ მარკეტინგის შესწავლა გადაწყვიტა, რისთვისაც Commschool შეარჩია. როგორც Commschool-ის უმცროს მარკეტერს, თავადაც სურდა, ამ პროგრამის გავლის გამოცდილება ჰქონოდა, რათა სტუდენტის თვალითაც შეეხედა კურსის მსვლელობისთვის.

მას შემდეგ, რაც სამსახურში მარკეტინგის გუნდს შევუერთდი, გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა სოციალური მედიის მიმართულებით გამეღრმავებინა. ვიცოდი, რომ ყოველი ლექციის შემდეგ გაკეთებულ დავალებაზე გაზიარებული უკუკავშირითა და რჩევებით ლექტორი ძალიან დამეხმარებოდა.

კონტენტ მარკეტინგი - რას მოიცავს კურსი?

ნინას მოლოდინები სრულად გამართლდა. ლექციები საკმაოდ თანმიმდევრულად იყო შედგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი კურსის პრაქტიკული ნაწილი გამოდგა. ყოველი ლექციის შემდეგ სტუდენტები დავალებებს ასრულებდნენ, სადაც ყველა სოციალური მედიისთვის მასალის მომზადება და კრეატიული აზროვნება იყო საჭირო. ნინას თქმით, შესრულებული სავარჯიშოები ძალიან დაეხმარა მის პროფესიულ საქმიანობაში. ყველაზე საინტერესო Instagram-ი აღმოჩნდა, სადაც ერთი და იგივე კონტენტი სხვადასხვა ფორმით უნდა წარმოედგინა.

სოციალურ მედიასთან მუშაობა აქამდეც მიწევდა, თუმცა იყო კონცეფციები და დეტალები, რომლებიც კურსის გავლის შემდეგ სრულიად განსხვავებულად დავინახე.

კონტენტ მარკეტინგის კურსი მრავალფეროვან თემებს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში გაქვს შესაძლებლობა, ისწავლო, თუ როგორ უნდა დაგეგმო და აღასრულო კონტენტ კამპანია დამოუკიდებლად. ასევე, როგორ ჩაშალო იგი სხვადასხვა მედია არხებში (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube და სხვ.). შეიძენ ყველა იმ საჭირო უნარ-ჩვევას, რაც დაგეხმარება, იმუშაო სწრაფად და ეფექტურად. გარდა ამისა, საუკეთესო კურსდამთავრებულს Commschool კარიერულ მხარდაჭერასაც გაუწევს და შესთავაზებს სტაჟირებას ერთ-ერთ პარტნიორ კრეატიულ სააგენტოში.

ფინალური პროექტი - Reckless-ის კონტენტ კამპანია

კურსის დასასრულს ნინამ ფინალურ პროექტზეც იმუშავა. დავალება მოიცავდა ნებისმიერი ქართული ბრენდისთვის კონტენტ კამპანიის დაგეგმვასა და შექმნას. ნინამ არჩევანი Reckless-ზე შეაჩერა. პროექტზე მუშაობა მისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი აღმოჩნდა. ნინამ თავად დაგეგმა და მოაწყო ფოტოსესია, ლოკაცია, დაამუშავა ფოტოსურათები სხვადასხვა სოციალური ქსელებისთვის და შეიმუშავა კამპანია. მისი მიზანი აუდიტორიისთვის ბრენდის მთავარი სათქმელის მიტანა იყო, რისი შთაგონებაც თავად Reckless-ის სოციალური გვერდებიდან მიიღო.

მომავალ სტუდენტებს ნინა გირჩევთ, რომ განვითარება კურსის დასრულების შემდეგაც არ შეაჩეროთ და მუდმივად ეძებოთ შთაგონება:

ეს სფერო ყოველდღიურად ვითარდება და მნიშვნელოვანია, თვალი ადევნო რეპორტებს, ბლოგებსა და პოდკასტებს, რომლებიც ბევრ საინტერესო მიგნებას გაგაკეთებინებთ. რაც მთავარია, სოციალური მედიის მართვისას აუცილებლად უნდა გაითავისო, რომ ყველა ბრენდს თავისი აუდიტორია ჰყავს, რომელსაც უნდა უსმინო.

პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნას ნინა უკვე ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. პარალელურად კი მუდმივად ადევნებს თვალს ამ სფეროს ირგვლივ არსებულ სიახლეებს. მისი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანია, გქონდეს ცნობიერება შენ ირგვლივ მიმდინარე ახალ ამბებზე.

თუ შენც გსურს, რომ კრეატიული სამყაროს ნაწილი გახდე, აუცილებლად გამოიყენე ეს შესაძლებლობა. გაეცანი კონტენტ მარკეტინგის კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება