ამბები Sense of Branding-ის ქრეშ-კურსიდან - ანანო ციცვიძე

blog-detail-img

ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება Sense of Branding-ის ქრეშ-კურსის შესახებ ასეთია - ხედვის ტრანსფორმაცია, რომელიც უნდა “დაიმართო”.

თანამედროვე ბრენდი წარმოადგენს რაღაც პოზიციას. ის არის განაცხადი, რომელსაც შეუძლია, ადამიანს თვალსაწიერი გაუფართოვოს, გარკვეული მიმართულებით გაახედოს, ყურადღება გაუმახვილოს, სურვილი აღუძრას. სტრატეგიული ბრენდინგი განსაზღვრავს ყველაფერ იმას, რაც ბრენდმა ცხოვრებაში უნდა დაგვმართოს.

თუ დაინტერესებული ხარ ბრენდინგით, მაშინ Sense of Branding-ის ქრეშ-კურსი სწორედ ისაა, რაც უდიდეს გამოცდილებასა და ცოდნას მოგცემს ამ სფეროში. ამ ბლოგში გაგაცნობ ქომსქულის კურსდამთავრებულს, ანანო ციცვიძეს, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსისა და ლექტორის შესახებ.

ანანო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერია, რომელსაც მარკეტინგის სფეროში უკვე 8 წლიანი გამოცდილება აქვს. სფეროში მის მრავალფეროვან ხედვას კი Liberal Arts-ის 4 წლიან პროგრამაზე სწავლა  და საინტერესო ადამინებთან მუშაობა განაპირობებს. 

ჩემს ხედვას, ჩემთვის მარკეტინგი გაყავს “იყიდე-გაყიდეს” სტანდარტული წრიდან და აქცევს ამ სფეროს შემოქმედებითი წვის საუკეთესო ასპარეზად.

ანანოს თქმით, ბრენდინგი შემოქმედებითი წვის საუკეთესო ასპარეზის ნაწილია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მარკეტინგი და კომუნიკაციები. ამიტომაც, თითოეული აქტივობა, რომელიც თავისი პროფესიის მანძილზე განუხორციელებია, ბრენდის სულისკვეთების გამოძახილი იყო, რადგან ბრენდის აღქმაა ის, რაც ბადებს საკომუნიკაციო სტრატეგიას.

მე მჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, ამიტომ ბრენდიც უნიკალური უნდა იყოს, თუ ეს ასე არ არის, ჩავთვლი, რომ უბრალოდ არასწორად ვმუშაობ.

ანანოსთვის ახალი და სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა ქრეშ-კურსის მიმდინარეობა, როცა სფეროს პროფესიონალებთან 20 წუთის კვლევა-ძიების შემდეგ უნდა წარადგინო თემის პრეზენტაცია, რაც საკმაოდ ლაკონიურად უნდა მოხდეს. თუმცა, ლექტორის დახმარებითა და მის სამყაროში შებიჯებით, ანანოსთვის კურსმა მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მისი თქმით, სტანდარტი დააწესა ყველა კურსისა და ლექტორის მიმართ.

კურსი Საკმაოდ მარტივად ავირჩიე, რადგან ალტერნატივა არ აქვს საქართველოში და ჩემი აზრით, უჩა ურუშაძეც უალტერნატივოა. Მისი აზროვნების დიაპაზონი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია მასთან პროფესიული ურთიერთობის შემდეგ იგივედ დარჩე, რაც იყავი.

კურსმა ანანოს ცოდნასთან ერთად თავდაჯერებულობაც შემატა და დარწმუნებულია, რომ ლექტორის გაზიარებული ცოდნისა და ხედვების დახმარებით, ახლო მომავალში აუცილებლად აღმოაჩენს ახალს და ღირებულს, რადგან, მისი თქმით: “უჩასეული ხედვა ბრენდიგის ხელოვნებას ჰგავს, ბევრი შრე აქვს და რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო მეტი შრე გხვდება ინტერპრეტაციისთვის, რომელსაც საბოლოოდ მნიშვნელოვან, შენეულ დასკვნამდე მიჰყავხარ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, კი რაც კურსიდან ისწავლა არის, რომ: “ბრენდი, რომელსაც ახლა ვემუშავები და ყველა ის ბრენდი, რომელიც ჩემს პროფესიულ პორტფელს მომავალში შეემატება ჩემთვის ადამიანია. ამაზე ღირებულს, ვერსად, ვერავინ ვერ მასწავლიდა.”

ყველას, ვისაც კი რაიმე ტიპის კავშირი აქვს მარკერტინგის და კომუნიკაციების სფეროსთან, ანანო ურჩევს, გამოიყენონ Sense of Branding-ის კურსის გავლის შესაძლებლობა. Მათ, კი ვინც მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და კურსის გავლას გადაწყვეტს, ურჩევს, რომ ლექციებზე დაივიწყონ რეგალიები, ვინ არიან და აქამდე რა უკეთებიათ მარკეტინში, უბრალოდ იყვნენ სტუდენტები, მაქსიმალურად ღია არაორდინალური ხედვის, აზრების და ინტერპრეტაციების მოსასმენად, აღსაქმელად და გასააზრებლად. რადგან, ასეთი მიდგომა კურსის ეფექტს მხოლოდ გააორგმაგებს.

მოკლედ, სხარტად და ჭკვიანურად. თუ არ გამოგდის, კიდევ სცადე, უჩა დაგეხმარება, ოღონდ დაიხმარე. ბოლოს აუცილებლად უნდა გამოგივიდეს, კურსი ისე არ უნდა დაამთავრო, რომ ერთხელ მაინც არ გაიფიქრო “ეგ არის!”.

ასე რომ, თუ გსურს ბრენდინგის შემოქმედებით წვას ეზიარო და მოახდინო მარკეტინგის სფეროში საკუთარი ხედვების ტრანსფორმაცია, შემოგვიერთდი! “დაიმართე” Sense of Branding, რომლის კურსსაც 1-2 ივლისს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება