მონაცემთა ანალიტიკა: შთაბეჭდილებები კურსიდან

blog-detail-img

ბიზნესის ეფექტიანად სამართავად, მოგების მაქსიმიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის საჭიროა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ამაში კი კომპანიებს მონაცემთა ანალიტიკა ეხმარება, რომელიც დიდი რაოდენობით ნედლ მონაცემს ღირებულ მიგნებებში თარგმნის. ჩვენ მიერ ყოველდღიურად წარმოებული მონაცემების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამის პარალელურად კი მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.

თუ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა შენი პროფესიული საქმიანობის ნაწილია და ამ მხრივ ახალი უნარ-ჩვევების განვითარება გსურს, ეს ბლოგი შენთვისაა. გამოგვყევი და გაეცანი Commschool-ის კურსდამთავრებულების შთაბეჭდილებებს მონაცემთა ანალიტიკის პროგრამის შესახებ.

ნატა ბერიტაშვილს კერძო და საჯარო სექტორებში, ფინანსურ განყოფილებებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 8 წელია კი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა პოზიციას იკავებს. მონაცემთა ანალიტიკით შიდა მონიტორინგის სამსახურში მუშაობისას დაინტერესდა. მისი მოვალეობები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებაა, მიგნებების აღმოჩენასა და მათ ვიზუალიზაციას. ამ ყველაფრის შესასრულებლად ნატა Excel-ს იყენებდა და სურდა, ამჯერად სხვა თანამედროვე ხელსაწყოებიც შეესწავლა.

დადებითი გამოხმაურებების ანალიზით გადავწყვიტე, Commschool-ი ამერჩია და მიღებულმა შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა. კურსი ძალიან ინტენსიური, მრავლისმომცველი იყო. ყოველ ლექციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებდი.

კურსის ორივე ნაწილი ძალიან საინტერესო იყო. ყველა ლექციაზე რეალურ ამოცანებს განვიხილავდით, რაც მონაცემთა ანალიტიკოსს შეიძლება შეხვდეს პრაქტიკაში.  ლექტორები მუდმივად გვიზიარებდნენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვნად გვეხმარებოდა თეორიული მასალის კარგად გაგებაში და ცოდნის გამყარებაში.

მონაცემთა ანალიტიკა: კურსის შესახებ

ინტერნეტში უცხოურ ენაზე არაერთი მასალა არსებობს. თუმცა, ნატას აზრით, კურსის ქართულ ენაზე გავლა განსაკუთრებით ეხმარება დეტალების ბოლომდე გაგებაში. მნიშვნელოვანია, რომ ლექტორები სტუდენტებს ქართული ბაზრის გამოცდილებას უზიარებენ, რაც დამატებით ცოდნას აძლევთ და თავდაჯერებულობას მატებთ ადგილობრივ ბაზარზე სამუშაოდ. შედეგად, ეს კურსი ნატასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის პროფესიულ კარიერაში. კურსის ფარგლებში ნატამ შეისწავლა SQL-ის გამოყენება მონაცემების გაწმენდისა და დამუშავებისთვის. ასევე აითვისა Power BI-ის პროგრამა, რომელიც მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება.

მივიღე ცოდნა, გამოცდილება და თავდაჯერებულობა, რაც უკვე მეხმარება ჩემი სამსახურებრივი ამოცანების სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრაში. ვაპირებ, სწავლა ამ მიმართულებით გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტი ცოდნა მივიღო.

ფინალური ინდივიდუალური პროექტი Commschool-ის პროგრამების განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიღებული ცოდნის პრაქტიკულად შეჯამების შესაძლებლობას იძლევა. ეს დავალება ნატასთვისაც გამორჩეული ნაწილი იყო. არსებული ბაზიდან, რომელსაც მთელი ლექციების განმავლობაში ამუშავებდნენ, უნდა აღმოეჩინა საინტერესო მიგნებები და მათი ვიზუალიზაცია გაეკეთებინა. ნატას თქმით, პროცესი იმდენად საინტერესო იყო, ამა თუ იმ ამოცანის გადაჭრაზე ფიქრს გვიანობამდე აგრძელებდა და მუდმივად ეძებდა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ გზებს.

პროექტზე მუშაობისას დამოუკიდებლად იწყებ ფიქრს, ბევრ კითხვებს სვამ, შეცდომებსაც უშვებ და ეძებ მისი გადაჭრის გზებს, რაც ძალიან გავითარებს და ნასწავლი მასალა უფრო კარგად გამახსოვრდება.

პროფესია - მონაცემთა ანალიტიკოსი

რუსუდან ჯელია რამდენიმე წელია უკვე მონაცემთა ანალიზით არის დაინტერესებული და ამ კუთხით სამუშაო გამოცდილებაც აქვს. სფეროს მიმართ ინტერესი რამდენიმე მიზეზის გამო გაუჩნდა. პირველ რიგში, მოსწონს ანალიზის პროცესი, პრობლემების გადაჭრა და ანალიტიკური რეპორტების სახით ხელშესახები შედეგების დანახვა. ამასთანავე, ეს მიმართულება მომხიბვლელია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სწორედ ის მიგნებები ახდენს გავლენას, რომლებიც მონაცემთა ანალიზის პროცესში აღმოაჩინე.

გლობალურ მონაცემებზე ორიენტირებულ მომავალში აუცილებელი უნარია, შეგეძლოს მონაცემების წაკითხვა, მათი შემდგომი გაანალიზება, ღირებულ ინფორმაციად ქცევა და შედეგების სწორი ვიზუალიზაცია. ეს ყველაფერი ბიზნესს გადაწყვეტილების მიღების პროცესს უმარტივებს.

რუსუდანმა კურსის გავლა ახალი უნარების შესაძენად და დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთესი გამოცდილების მისაღებად გადაწყვიტა. მას უწყვეტი სწავლის სჯერა. მონაცემთა სფეროებში ახალი ტექნიკები და მეთოდოლოგიები მუდმივად ინერგება, ამიტომ, სულ გიწევს მოძველებული ცოდნა ახლით ჩაანაცვლო და გაამდიდრო. აქედან გამომდინარე, სამუშაო პროცესი რუტინა აღარაა და პროცესი უფრო დინამიკური და მრავალფეროვანია. 

რაც შეეხება კურსს, რუსუდანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარები შეიძინა, რომლებსაც უკვე წარმატებით იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითად, SQL-ის დახმარებით მონაცემების გამოთხოვა მონაცემთა ბაზებიდან და შემდგომ მათი ვიზუალიზაცია Power BI-ის დახმარებით. რუსუდანისთვის პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილი პრაქტიკული დავალებები, ეფექტური და ოპტიმალური კოდის წერა აღმოჩნდა.

ამგვარად, თუ ანალიტიკური უნარ-ჩვევები შენი ძლიერი მხარეა და ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლება გსურს, სწორ ადგილას მომხვდი. მონაცემთა ანალიტიკის სახით Commschool-ში შენთვის საინტერესო კურსს აღმოაჩენ. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება