ია კობახიძე UX კვლევისა & დიზაინის კურსის შესახებ

blog-detail-img

ციფრულმა პროდუქტებმა ჩვენი ცხოვრება საკმაოდ გაამარტივა. საყიდლებზე სიარული, საბანკო მომსახურება, განათლების მიღება – ეს ყველაფერი უკვე სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი კომპიუტერიდან ან მობილურიდან არის შესაძლებელი. იმისთვის, რომ ეს პროცესი მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტულად წარიმართოს და მათზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტი შეიქმნას, UX კვლევა & დიზაინი არაერთ ხერხს მიმართავს.

თუ ციფრული და ტექნოლოგიური სფეროები გაინტერესებს, ეს ბლოგი შენთვისაა. ია კობახიძე, ჩვენი კურსდამთავრებული, მოგიყვება, როგორი იყო თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის შესწავლის პროცესი.

უკვე 11 წელია, რაც ია საბანკო სფეროში მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა მომხმარებელთა მომსახურების, გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ჯგუფის მართვისა და სერვისების განვითარების მიმართულებით. ამჟამად კი უფროსი UX ოფიცრის პოზიციას იკავებს და დისტანციურ არხებში მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.

ყოველთვის მაინტერესებდა და ვიკვლევდი მომხმარებლების ქცევასა და საჭიროებებს. როდესაც უფრო ჩავუღრმავდი, თუ როგორ ურთიერთობენ ადამიანები ციფრულ პროდუქტებთან და სერვისებთან, მივხვდი, რა გადამწყვეტი როლი აქვს UX კვლევასა და დიზაინს ამ გამოცდილების ჩამოყალიბებაში.

ცოდნის გაღრმავების მიზნით იამ ამ მიმართულებით სხვადასხვა კურსი გაიარა. შედეგად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს არის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება და სწავლისა და განვითარების უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა.

UX კვლევა & დიზაინი: რას ისწავლი კურსზე?

აქამდე იას სხვა კურსებიც ჰქონდა გავლილი, თუმცა Commschool-ში მიღებულმა ცოდნამ და უშუალო სწავლების პროცესმა მის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. კურსის ყველაზე ღირებული ნაწილი კი სწავლისადმი პრაქტიკული მიდგომა იყო. ლექციების, ვორქშოფებისა და პრაქტიკული პროექტების კომბინაციით იამ UX დიზაინის და კვლევის პრინციპებისა და მეთოდოლოგიების გამოყენების მხრივ რეალური გამოცდილება მიიღო. საშუალება ჰქონდა, ენახა UX-ის პირდაპირი გავლენა ბიზნესის შედეგებსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე. გარდა ამისა, შეიძინა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც UX სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია. კერძოდ, კვლევის მეთოდოლოგიები, პროტოტიპის შექმნა და მისი გამოყენებადობის ტესტირება და ა.შ. განავითარა კრიტიკული აზროვნება და პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი, რაც UX-ის მიმართულებით წარმოქმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის განუყოფელი ნაწილია.

UX კვლევა და დიაზაინი

21 ლექცია | 63 საათი | 11 კვირა

საოცარი პროცესია UX დიზაინისა და კვლევის საშუალებით მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება, რთული პრობლემების გადაჭრა და საბოლოოდ, ადამიანების ცხოვრებაში ხელშესახები ცვლილებების შეტანა.

იას თქმით, კურსი იდეალურად იყო დაბალანსებული. პროფესიონალი ლექტორების მიდგომამ ხელი შეუწყო ღია კომუნიკაციის გარემოს შექმნას და წაახალისა აქტიური მონაწილეობა, რამაც სასწავლო გამოცდილება მნიშვნელოვნად ეფექტური გახადა. რაც შეეხება სხვა სტუდენტებს, იასთვის მათთან ერთად მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა. ძალიან მეგობრულები იყვნენ და ერთმანეთს გულწრფელად გულშემატკივრობდნენ. გარდა პროფესიული ცოდნისა, იამ მათი სახით კარგი მეგობრები შეიძინა.

ფინალური პროექტი

ფინალური ინდივიდუალური პროექტის ფარგლებში სტუდენტები აპლიკაციის შექმნაზე მუშაობენ. რადგანაც დღევანდელ ციფრულ სამყაროში ადამიანებს ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა ნივთის ყიდვა სახლისთვის ან პირადი საჭიროებისთვის, ხარჯების სწორად გადანაწილების მიზნით, მათთვის განვადებით სარგებლობა კომფორტულია. ამიტომ იამ ფინალურ პროექტად მაღაზიებში QR განვადების პროცესის დამატება შეარჩია.

პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა:

  • კვლევა, რომლის მიზანიც იყო განვადების კლიენტების ქცევის შესწავლა და მაღაზიებში QR განვადების საჭიროების დადგენა;
  • User პერსონების შექმნა;
  • იდეის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების ვიზუალიზაცია;
  • დიზაინის შექმნა – შემუშავდა QR განვადების პროცესის დიზაინი პროტოტიპი;
  • გამოყენებადობის ტესტირება და პროექტის შეჯამება.

ია აღნიშნავს, რომ თითოეული ეტაპი საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და ახალი გამოწვევებით დატვირთული იყო. მუშაობისთვის ძირითადად Miro-სა და Figma-ს იყენებდა. ლექტორები კი მუდმივად ხაზზე იყვნენ, აძლევდნენ უკუკავშირებს, რაც პროცესების სწორად მართვაში ეხმარებოდა. საბოლოოდ კი, შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც სამიზნე სეგმენტისთვის საჭირო, მარტივი და ადვილად გამოყენებადი იყო.

თუ გინდა, სწორი მიმართულებით აიღო გეზი, აუცილებლად ამ კურსით უნდა დაიწყო. გარდა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, პროგრამისგან მიიღებ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ უნდა შექმნა ძლიერი პორტფოლიო, რომელიც შემდგომ UX დიზაინის სამყაროში თქვენი სავიზიტო ბარათი იქნება.

აქვე გიზიარებთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც იას დიზაინის პრინციპების გაგებაში საწყის ეტაპზე ძალიან დაეხმარა:

  • „Don’t Make Me Think“
  • “Universal Methods of Design”
  • „The Design of Everyday Things“

ია უკვე მზადაა, ციფრული სამყაროს ყოველდღიურ გამოწვევებს გაუმკლავდეს, ეფექტურად ჩაატაროს მომხმარებელთა კვლევა და შექმნას გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც აკმაყოფილებს როგორც მომხმარებლის საჭიროებებს, ასევე ბიზნესის მიზნებს. ამ ეტაპზეც ამ მიმართულებით არის დასაქმებული, აპირებს, რომ არ შეწყვიტოს სწავლა, უფრო მეტად განვითარდეს და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაერთიანებით კარიერული ცხოვრება გააუმჯობესოს.

მოგმართავთ მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ კურსის გავლას: თქვენ სწორ პლატფორმაზე ხართ, მთავარია, დაიწყოთ!

აქვე კურსის სილაბუსის ბმულს გიტოვებ. გაეცანი პროგრამის დეტალებს და ახალი თავგადასავლებისთვის Commschool-ში შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება