ამბები IT Project Management-ის კურსიდან - ოთო ფარცვანია

blog-detail-img

ჩემი აზრით, სიახლეებმა შიშის მაგივრად ადამიანს საკუთარი თავის რწმენა და გამბედაობა უნდა შემატოს, ამიტომაც ჩავატარე მცირე კვლევა და საბოლოოდ გადავწყვიტე მესწავლა IT პროექტ მენეჯმენტი საკმაოდ კარგი გამოხმაურების და რეპუტაციის მქონე Commschool-ში.

თუ ეძებ სიახლეს და პროფესიულ წინსვლას, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და ახალ პერსპექტივებს გააჩენს, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ IT Project Management-ის კურსდამთავრებულს – ოთო ფარცვანიას.

მანამდე კი გეტყვი, რომ PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება 33%-იანი მაჩვენებლით. საქართველოში კი IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000₾-ია.

IT სფეროს განვითარების პარალელურად იქმნება სრულიად ახალი სფეროები, ეს სიახლეები კი ხშირად რთული და საშიში ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობ. თუმცა, ოთომ ეს სიახლეები საკუთარი რწმენისა და გამბედაობის მოსამატებლად გამოიყენა, როცა IT Project Management-ის შესწავლა გადაწყვიტა. 

როდესაც IT Project Management-ის სწავლა გადავწყვიტე, ცოტა მაშინებდა ის ფაქტი, რომ არანაირი განათლება/გამოცდილება არ მქონია ამ სფეროში. ვფიქრობდი, ღირდა თუ არა დროის დათმობა ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული საგნისთვის.

ოთოს წინ გადადგმული ნაბიჯი, მისი თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. პროფესიონალი ლექტორების მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, კურსის სილაბუსთან და ვორქშოფებთან ერთად დაეხმარა მას ახალი სირთულეების დაძლევაში.

საუკეთესო ლექტორის დამსახურებით ლექციები იყო შემეცნებითი და ამომწურავი. სწავლის პროცესში ჩემს თითოეულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი, თვალსაჩინო პასუხები. ასევე აღსანიშნავია სტუდენტის ჩართულობა და ვორკშოპები, სადაც მთელი გუნდი ნასწავლ მასალას რეალობად ვაქცევდით.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში აქცენტი კეთდება Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც წამყვანი კომპანიები იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე. სწორედ ამ ახალი თულების გამოყენებით, ოთომ წარმატებით შეასრულა ფინალური პროექტი, რომელზეც დამოუკიდებლად იმუშავა და უმაღლესი შეფასებაც მიიღო.

მათ, კი ვისაც სიახლეებთან შეჭიდება სურს და დაინტერესებულია IT პროექტების მართვით, ოთო ურჩევს:

Long story short, ვისაც გინდათ სიახლეების შემოტანა თქვენს კარიერულ ცხოვრებაში და მაინც ფიქრობთ, რომ სწავლისთვის უკვე გვიანია, უბრალოდ შედით Commschool.ge-ზე და მადლობა თქვენს მომავალ ბლოგში გადამიხადეთ.

მე კი გეტყვი, რომ პროფესიონალი ლექტორების დახმარებით და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შემდეგ, შეგეძლება:

ასე რომ, თუ გსურს მოკლე დროში შეისწავლო IT Project Management-ის მთავარი თულები და ასპექტები, არ შეუშინდე სიახლეებს, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება