ვაჟა დესპოტაშვილის პორტფოლიო - Motion Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

Motion Design-ის პროგრამის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რაც  30 წამიანი Explainer ვიდეო შექმნას გულისხმობს, ამაში კი კურსის განმავლობაში სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები და დაგროვებულ ცოდნას/გამოცდილება ეხმარებათ.

ვაჟა დესპოტაშვილი Motion Design-ის კურსდამთავრებულია, რომელმაც პროექტი მოგზაურობის თემაზე შექმნაб თუმცა სანამ ფინალურ პროექტს გაგაცნობდე, ვაჟაზე ერთ ამბავსაც მოგიყვები: იგი კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში პოგრამის დასრულებისთანავე Redberry-ს გუნდს შეუერთდა.

"Motion Design-ის კურსის დასრულების შემდეგ, რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ Commschool-ის წარმომადგენლები და ჩემთვის საინტერესო სამი წინადადება შემომთავაზეს, რამაც კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამაოცა და მიმახვედრა ის რომ, მივიღე სწორი გადაწყვეტილება, როდესაც არჩევანი შევაჩერე Commschool-ის კურსებზე".

რა არის Commschool-ის კურსდამთავრებულთა კლუბი? კლუბის ფარგლებში სტუდენტები დასაქმებისა და სტაჟირების სხვადასხვა შესაძლებლობებს იღებენ ისეთი პარტნიორი კომპანიებისგან, როგორებიცაა: Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro და სხვა.

შემოთავაზებული წინადადებების გაცნობის დროს, დავინახე Redberry, მაშინვე გავიფიქრე – “Wubba-Lubba, Dub-Dub! შევუერთდი სწორედ იმ ჯგუფს, რომელიც ორიენტირებულია გუნდურობაზე, განვითარებაზე, წინსვლაზე და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, საქმისა და ერთმანეთისადმი სწორი დამოკიდებულება.” – ამბობს ვაჟა.

ახლა კი დროა ფინალურ პროექტზეც მოგიყვე.

კურსმა იმაზე მეტი მომცა, ვიდრე მე მოველოდი. დამანახა ახალი შესაძლებლობები, ახალი გამოწვევები, რომელსაც რეალურად გამოვიყენებ ჩემი პროფესიული განვითარებისთვის"

ვაჟას თქმით, იმის გამო, რომ უყვარს მოგზაურობა, პროექტიც ტურისტულ თემას მოარგო და მოცემული დავალებაც მეტი ენთუზიაზმით შეასრულა.

"ფინალურ პროექტზე მუშაობისას, ყველაზე ღირებული ის იყო, რომ საშუალება მომეცა, გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და ეს მიღებული გამოცდილება გამომეყენებინა რეალურ პროექტებშიც, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ლექტორის გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენთან და იმის ახსნა, თუ რა - როგორ ხდება პრაქტიკაში, დაკვეთების მიღებისას".

საბოლოოდ, კურსმა ვაჟას, ცოდნის გარდა, კიდევ ერთი უნარი შესძინა, რაც ამ მიმართულებაში საკმაოდ ღირებულია:

"კურსის დასრულების შემდეგ, მე ვისწავლე Motion დიზაინის ენაზე აზროვნება, რამაც საშუალება მომცა, ამ პროფესიის განვითარებას ფეხი ავუწყო. რადგან დღეს, Motion დიზანის სფერო ყოველდღიურად ვითარდება, ამ სფეროში მომუშავე ადამიანიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს".

ვაჟა რეკომენდაციას უწევს Commschool-ს, რადგან, თვლის, რომ სკოლის ყურადღებიანი გუნდის წყალობით, სწავლების ეტაპი სასიამოვნო და შედეგიანია:

"ძალიან კარგი იყო მუშაობის პროცესი ლექტორთან და Commschool-ის ყურადღებიან წარმომადგენლებთან ერთად. თამამად შემიძლია, რეკომენდაცია გავუწიო და ყველას ვურჩიო ამ კურსის გავლა".

დღეს, Motion Design ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც, ასევე, საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. საქართველოში Motion დიზაინერების საშუალო ხელფასი 2000-4000 ლარია, ხოლო ფრილანს პლატფორმებზე, როგორიცაა “Upwork”, motion დიზაინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 24-52$-ს შორის მერყეობს.

ასე რომ, თუ Motion Design-ით ახლა დაინტერესდი ან აქამდეც გქონდა სწავლის სურვილი, წინაპირობების გარეშე შეგიძლია Commschool- შემოუერთდე და მოცემული მიმართულება მოკლე ხანში მაქსიმალურად ეფექტიანად გაიარო.   

კურსი მოიცავს 16 ლექციას, სულ 48 საათს, ლექციები ძირითადად პრაქტიკაზეა ორიენტირებული, რაც გარანტირებულად გპირდება ხარისხიანი ცოდნის მიღებას. კურსის დასრულების შემდეგ კი შეძლებ შეძლებ: ნებისმიერი სახის გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლებას, სარეკლამო რგოლების შექმნას, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობას After Effect-ით და ა.შ. რაც მთავარია, ისწავლი დამკვეთისგან მიღებული ბრიფების სწორად გააზრებას, ასევე, პროექტის სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას და შეეჩვევი ორგანიზებულად მუშაობას. 

Commschool ამ ყველაფერთან ერთად, კურსის ბოლოს, კარიერულ განვითარებასაც გპირდება. ყოველი წარმატებული კურსდამთავრებული გახდება Commschool-ის კლუბის წევრი, რომლებიც უნდა ელოდნენ – სკოლის პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს, რაც კარიერული წინსვლისთვის საკმაოდ ხელშემწყობი პირობებია.

ბლოგის ბოლოს, სასიამოვნო სიახლე ის გვაქვს, რომ Motion Design-ის კურსზე რეგისტრაციის გავლა უკვე შეგიძლია, შემოგვიერთდი.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება