თინათინ გეგენავა - ჩანაწერები Digital Advertising-ის კურსიდან

blog-detail-img

ციფრულ რეკლამას ალბათ ყოველდღე ხედავ სხვადასხვა პლატფორმაზე. თუმცა, კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუკი მისი განთავსება ხდება არასწორად; მნიშვნელოვანია ციფრული რეკლამირება ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი იყოს.

თუ ფიქრობ, რომ გსურს ამ სფეროს ნაწილი გახდე, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, თინათინ გეგენავა გვიყვება კურსზე მიღებული ცოდნისა და შთაბეჭდილებების შესახებ

„თბილისის საკომუნიკაციო სკოლისა“ და ჩემი ურთიერთობა commschool-ის ვებგვერდზე განაცხადის შევსებით დაიწყო: „Digital Advertising-ის კურსზე ჩარიცხვა მინდა! იმიტომ, რომ ციფრულ მარკეტინგში ჩემს მიმოფანტულ ცოდნას თავი მოვუყარო და თამამად ვთქვა, რომ ეს მიმართულება ვიცი, მესმის და მზად ვარ, სიახლეებს მივდიო ხოლმე და ამ განწყობით, კომპანიებთან თანამშრომლობაც თავაწეულმა შევძლო.. კონტენტის შექმნის ნაწილში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ აი, რეკლამირებაში მოშველება მინდა და აგერ, ხომ ვითხოვ დახმარებას?!“

გამარჯობა, მე თინათინ გეგენავა ვარ, Tbilisi School of Communication-ის კურსდამთავრებული და Digital Advertising-ის კურსზე დარეგისტრირების ამბავს პირველივე ლექციიდან მოსმენილი – „მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესით“ – საფეხურებად მოვყვები:

  • ციფრული რეკლამირების შესახებ, ტექნიკური, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღების საჭიროება ვაღიარე;
  • ინფორმაცია მოვიძიე, როგორ შემიძლია ჩემი სურვილის დაკმაყოფილება;
  • ალტერნატივები განვიხილე – სად მიჯობდა ციფრულ რეკლამირებაში დახელოვნება;
  • და საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე – დავრეგისტრირდი იქ, სადაც დავრეგისტრირდი.

Რაც შეეხება Ბოლო საფეხურს – „შესყიდვის შემდგომ შეფასებას“ – ეს ბლოგი, პრინციპში, ამ კულმინაციურ მომენტს მიეძღვნება. 

Commschool-ზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ სკოლის გარშემო შემოკრებილი ადამიანების შესახებ  არცთუ ცოტა ინფორმაციას ვფლობდი, პოზიტიურ ჭრილში. Შესაბამისად, მათ კომპეტენციას ვენდე და არც შევმცდარვარ. 

Პირველ ლექციაზე Საკუთარი თავის წარდგენის დროს, მახსოვს, ვთქვი, მინდა, სწორი კითხვების დასმა ვისწავლო-მეთქი. ცხადია, ორთვიანი ინტენსიური კურსის გავლით, Digital Advertising-ს ვერ ამოწურავ იმიტომ, რომ ამ სფეროში ყოველდღე რაღაც ახალი ხდება. ამიტომ, სწორი მოლოდინების შექმნით, გადაჭარბებულად კმაყოფილი აღმოვჩნდი. 

Ჩემთვის პირველი ონლაინ კურსი იყო და ამ კუთხითაც საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ფიზიკურ დისტანციას არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. Შეკითხვას Zoom-ში ხელის აწევით ვსვამდით, მყისიერ უკუკავშირსაც ვიღებდით, ჯგუფებადაც ვიყოფოდით, მერე საკლასო დავალებას განვიხილავდით და საშინაო დავალებებზე პირად კომენტარებსაც ვიღებდით. 

ლექტორი ტატიანა ბაშელეიშვილი იყო, რომელსაც თუ 10 ბალიან სკალაზე შევაფასებ, Ჩემგან, უპირობოდ, მაქსიმალურ შეფასებას დაიმსახურებს. ვინაიდან, უსაზღვროდ ვრცელი ინფორმაცია 14 ლექციაში, ულამაზესად აწყობილ სლაიდებში, შესაშური ქართულით ჩამოგვიწიკწიკა. 

კურსის ფარგლებში დავრწმუნდი, რომ თურმე სწავლა ძალიან მომნატრებია, მთელი თავისი სისავსით – ყველაფრის გადადებით, რომ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 3 საათის განმავლობაში ლექცია მაქვს, რომელსაც ვერ გადავდებ, რომ დედლაინს ვერ გადავაცილებ და დავალება დროულად უნდა გავაგზავნო; რომ შეიძლება, ფინალური გამოცდისთვის ღამის გათენებაც მომიწიოს (თუმცა თქვენ ამის გარეშეც თავისუფლად შეგიძლიათ) და უკვე თითქმის ფინიშამდე მისულს, ის ნოსტალგიური განცდა ამომიტივტივდეს, რომელსაც თანაკურსელებთან ერთად პოსტსაგამოცდო მღელვარება ჰქვია და ჟღერს, მაგალითად, ასე: ტესტის მესამე პუნქტში „ა“ იყო სწორი პასუხი, თუ „ბე“? და მისთ. 

თუ მკითხავთ, ღირს, თუ არა „თბილისის საკომუნიკაციო სკოლაში“ Digital Advertising-ის კურსის გავლა, გეტყვით, რომ დიახ! და ჩემს რეკომენდაციას იმ არგუმენტით გავამყარებ, რომ ლექციას სფეროს ნამდვილი პროფესიონალი წაგიკითხავთ, საკუთარ სპეციფიკურ გამოცდილებასა თუ გლობალურად მიღებულ მიდგომებზე დაყრდნობით, პატარ-პატარა ხრიკებსაც გასწავლით, რა მოცემულობაში, როგორი ტექნიკური თუ შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღება სჯობს, დავალებებიც გექნებათ, შეგიმოწმებენ კიდევაც და სიამაყის განცდაც გექნებათ, პროცენტები და მათემატიკური მოქმედებები თურმე კიდევ რომ გახსოვთ (თუმცა თუ არ გახსოვთ, არც ეგ შეგიქმნით დიდად დაბრკოლებას). 

კურსი ინტენსიურია და ვისურვებდი, რომ პროგრამის მოცულობა ოდნავ უფრო მეტ ლექციაზე ნაწილდებოდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ხომ „ინტენსიური“ განსაზღვრებად ვეღარ გამოდგებოდა?! 

ამიტომ, თუ „თბილისის საკომუნიკაციო სკოლაში“ Digital Advertising-ზე დარეგისტრირებას გადაწყვეტთ, ამისთვის სჯობს, თქვენს რესურსებს მობილიზება გაუკეთოთ, რომ სტრესი არ შეგექმნათ და მაქსიმალურად აითვისოთ ის ინფორმაცია, რომელსაც პროგრამა გთავაზობთ. 

აკადემიური განათლებით, ჟურნალისტი ვარ. თუმცა ახლა რომ მეკითხებიან, რას ვსაქმიანობ, ვეუბნები ხოლმე, რომ კოპირაიტერი ვარ. კოპირაიტერი, რომელიც ამიერიდან, პროფესიული ალღოს ხარჯზე კი აღარ აიღებს სოციალური მედიის გვერდების მართვის პასუხისმგებლობას, არამედ „თბილისის საკომუნიკაციო სკოლის“ სერტიფიკატით დამშვენებული, სარეკლამო სტრატეგიასაც შეადგენს, სამიზნე აუდიტორიასაც ეფექტურად განსაზღვრავს, ბიუჯეტირებასა და შეზღუდული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებასაც შეძლებს და გაგიკვირდებათ და, ამ ყველაფრის სწორ მონიტორინგსა და რეპორტინგსაც გაბედავს.

 

ჩვენ კი გეტყვით, რომ Digital Advertising-ის მომდევნო მიღება 16 მაისს დაიწყება! თუ გსურს ციფრული რეკლამირების შესწავლა და შენი რესურსების მაქსიმალურად მობილიზება, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება