თამარ გვერდწითელის ფინალური პროექტი - UX Research & Design-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

თუ ციფრულ პროდუქტსა და მომხმარებელს შორის ინტერაქციაზე დაკვირვება და კვლევის პროცესიც გაინტერესებს, შეიძლება, UX დიზაინერობაზეც დაფიქრდე – გარდა იმისა, რომ UX დიზაინერის პროფესია ციფრული პროდუქტის შექმნის მუდმივ და საინტერესო პროცესს გულისხმობს, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობაცაა.

ამჯერად UX დიზაინის კურსდამთავრებულის, თამარ გვერდწითელის ფინალურ ნაშრომს გაგაცნობთ, რომელმაც ინტერვიუზე დაყრდნობით პერსონა შექმნა, პროტოტიპი ააწყო და საბოლოოდ Usability ტესტირება ჩაატარა.

"ჩემს ფინალურ ნამუშევრად გადავწყვიტე, რომ დიზაინი შემექმნა აპლიკაციისათვის, რომელიც დაკარგული ცხოველების პატრონებს სავარაუდო მპოვნელებთან, ხოლო ცხოველების გამჩუქებლებს მჩუქებლებთან დააკავშირებდა"

თამარის არჩევანი მისმა პირადმა გამოცდილებამ და რეალური პრობლემის მოგვარების სურვილმა განაპირობა:

“ეს თემა შევარჩიე, რადგან მეც ხშირად შემქმნია პრობლემა; ქუჩაში დაკარგულ ძაღლს რომ ნახავ, ჯერ FB ჯგუფები უნდა მოძებნო, სადაც ელი, როდის დაგიდასტურებენ პოსტს, შემდეგ – როდის გამოგეხმაურებიან. ამასობაში გიწევს ნაპოვნი ცხოველის შეფარებაც, რაც საკმაოდ რთულია, საბოლოოდ კი ან დაგიკავშირდებიან, ან – არა. უამრავ ადამიანს ექმნება პრობლემა ცხოველების გაჩუქების დროსაც. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეს აპლიკაცია ამ პრობლემას მოაგვარებდა.”

Step 1: კვლევა

კურსის განმავლობაში კვლევის ჩატარებიდან პროტოტიპის შექმნამდე და გატესტვამდე თამარი მთელ UX პროცესს გაეცნო, ეს ყველაფერი კი მან ფინალურ ნაშრომში სრულად გამოიყენა:

"ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან სასარგებლო იყო - პრაქტიკაში გადმოვიტანე თითოეული ნასწავლი ნაბიჯი, კურსის განმავლობაში კი ბევრი ახალი უნარი შევიძინე და ფიქრის პროცესიც ახალი მიმართულებით წავიდა"

Step 2: პროტოტიპის შექმნა

UX კვლევა, დიზაინი, პროტოტიპის შექმნა, ტესტირება და შედეგების გაზომვა ის საკითხებია, რომლებიც თამარმა UX დიზაინის კურსის განმავლობაში გაიარა. მისი შეფასებით, შედეგად სწორედ ის მიიღო, რასაც ეძებდა:

“ზუსტად ის მივიღე, რაც მინდოდა - ამ საქმიანობის პროცესის თანმიმდევრობაში ჩავიხედე და მაქსიმალური ინფორმაცია მივიღე არსბული ეტაპებისა და ტექნიკების შესახებ”

სფეროს პროფესიონალუბთან კომუნიკაცია, თამარის აზრით, მისთვის ასევე სასარგებლო გამოცდილება იყო:

“ამასთან, მქონდა საშუალება ამ სფეროში რეალურად მომუშავე ადამიანებთან კომუნიკაციისა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობის დეტალების შესახებ უამრავ შეკითხვას ვუსვამდი.”

ამ ყველაფრის ფონზე Commschool თამარისთვის ის ადგილია, რომელსაც რეკომენდაციას თამამად გაუწევდა:

“Commschool-ში მოსვლას სხვებსაც ნამდვილად ვურჩევდი, რადგან აქ ძალიან ორგანიზებულად და პროფესიონალურად უდგებიან საქმეს”

Step 3: Usability ტესტირება

ამის მიზეზი კი, მისი თქმით, მიღებულ ცოდნასთან ერთად სკოლის ორგანიზებულობაც არის:

“კურსის კოორდინატორი აკონტროლებს ყველაფერს: კითხვებზეც გიპასუხებს და თუ რამე დაგჭირდა – დაგეხმარება. უშუალოდ UX-ის კურსიდან კი სტუდენტი ძალიან დიდ ცოდნასა და პრაქტიკას წაიღებს სფეროს შესახებ.”

24 სამსაათიანი ლექციის ბოლოს შენ შეძლებ:


აქვე, გეტყვი, რომ Commschool-ის ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული ავტომატურად ჩვენი Alumni Club-ის წევრიც ხდება. კლუბის დახმარებით სტუდენტები Commschool-ის პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე იღებენ წვდომას, პარტნიორებს შორის კი  Adjarabet, Space, Adjara Sport, GPI Holding-ისა და ლიბერთი ბანკის მსგავს კომპანიებს შეხვდები. იმისათვის რომ Alumni Club-ის წევრი გახდე, ერთადერთი რამ გჭირდება – კურსის წარმატებით დამთავრება. 

ამდენად, თუკი შენ UI ან დამწყები UX დიზაინერი ხარ, ანდა უშუალოდ მონაწილეობ ციფრული პროდუქტის შექმნაში, UX-ის მიმართულებით გინდა განვითარება, დარეგისტრირდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება