“ჭიტას” რედიზაინი- ანა ლოლუას ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

თქვენი აზრით, მინიმუმ რამდენი წლის ადამიანს აქვს საჭირო უნარები იმისთვის, რომ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი დაფაროს? სალექციო კურსისა და შრომატევადი დავალებების სისტემატურად შესრულება, დიზაინის საფუძვლების შესწავლა, ტექნიკურ მხარეში გარკვევა და ამ ყველაფრის კრეატიულად შეზავება…

მინიმუმს – ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ სულ რაღაც 15 წლის ანა ლოლუა კურსსაც გაუმკლავდა და ფინალურ პროექტად შესანიშნავი ნაშრომიც მოამზადა – “ჭიტას” კომიქსი შექმნა და  პერსონაჟების Toy Story ააწყო.

ფინალური ნაშრომი, ალბათ, ყველაზე შრომატევადი იყო, მაგრამ ყოველ გაკვეთილზე  ფიდბექმა გამიადვილა საბოლოო იდეამდე მისვლა.” 

ანამ ფინალურ ნაშრომად სათამაშოების მაღაზია “ჭიტას” რებრენდინგი შეარჩია.
“წინასწარ გააზრებული მქონდა, რომ ბევრ პატარა შეცდომას დავუშვებდი, ამიტომ შევეცადე, იდეა შინაარსობრივად გამართული ყოფილიყო.”

მოდი თვალი შევავლოთ, როგორ გამოიყურება “ჭიტას” ლოგო დღეს და რად აქცია ის ანამ:

 

ანამ, პირველ რიგში, “ჭიტას” სახელი და ლოგოს დიზაინი ერთმანეთს შეუთავსა, თუმცა საქმე ამით არ დამთავრებულა:

“ჭიტას ლოგოს და პატერნის პრობლემასთან ერთად შინაარსობრივი პრობლემაც ჰქონდა, რადგან იგი ადამიანში არანაირ ემოციას არ აღძრავდა. ამიტომ შევთხზე ძალიან პატარა ისტორია, თუ რატომ არის “ჭიტა” – ჭიტა და გავაკეთე ამის ილუსტრირება”.

“ჭიტას”, როგორც ბრენდის, იდენტობის ასახსნელი ისტორია ანამ ამგვარი კომიქსით გამოსახა:

საერთო ჯამში, პროექტზე მუშაობის პროცესი ანასთვის შრომატევადთან ერთად სასიამოვნო გამოცდილებაც იყო:

 “იდეის შესაკრავად დამატებითი ილუსტრაციებიც გავაკეთე, რაც ჩემთვის ყველაზე სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა.”

2 თვიანი შრომის ბოლოს ანა თავისი თანაკურსელების მსგავსად გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს სრულად დაეუფლა:

“კურსის გავლამ საკუთარ შეცდომებზე სწავლა და, რაც მთავარია, პროექტის კეთების სტანდარტული გრაფიკი მასწავლა: დაწყება დასაწყისიდან და არა – ბოლოდან.”

თუმცა, ანასთვის, როგორც 15 წლის ადამიანისთვის, განვლილი კურსი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არამხოლოდ მიღებული ცოდნის, არამედ ისეთი პრაქტიკული უნარების კუთხითაც, რომლებიც მას ყველგან გამოადგება:

“პროექტზე მუშაობის პროცესის განმავლობაში ვისწავლე დროის გადანაწილება და ინფორმაციის სწორ ადგილას მოძიება.”

Როგორც ანა აღნიშნავს, Commschool-ში ჩაბარება ნებისმიერ ადამიანს საკუთარი თავის გამოცდისა და საინტერესო ადამიანებთან მუშაობის საშუალებას მისცემს:

“ყველას ვურჩევ Commschool-ში ჩაბარებას, რადგან მიიღებთ საჭირო გამოცდილებას, იმუშავებთ ძალიან მაგარ ხალხთან და გამოცდით თქვენს თავებსაც.”

გრაფიკული დიზაინის 15 წლის კურსდამთავრებულს, ანა ლოლუას, აქ მიღებული გამოცდილება, ადრეული ასაკიდანვე, განვითარების უზარმაზარ პერსპექტივას უსახავს.

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი არის ყველასთვის, ვისაც დიზაინი აინტერესებს. პროგრამა ეს ეს არის დამთავრდა და ახალ სტუდენტებს ელოდება. შემოგვიერთდი👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება