IT პროექტების მენეჯმენტი: შთაბეჭდილებები კურსიდან

blog-detail-img

IT ინდუსტრია დინამიკური სფეროა, სადაც მუდმივად ახალი ტექნოლოგიები იქმნება და სწრაფად ვითარდება. ეს ტენდენცია კი ბიზნესებს ტექნოლოგიური მიმართულების გაუმჯობესებისკენ უბიძგებენ. წარმატებული ციფრული პროდუქტების უკან კი ეფექტური IT პროექტების მენეჯმენტი დგას, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის დაგეგმარებას, ბიუჯეტის გაწერასა და მართვას.

თუ მენეჯერული უნარ-ჩვევებით გამოირჩევი და თანამედროვე ტექნოლოგიები გიზიდავს, ეს სფერო აუცილებლად დაგაინტერესებს. ამ ბლოგში ჩვენ კურსდამთავრებულებს, ანა ასლანიშვილსა და ქრისტინე ჩხაიძეა გაგაცნობ. ისინი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ მოგიყვებიან.

ანას პროექტების მართვის სამ წლიანი გამოცდილება ჰქონდა, რომლის ფარგლებში დეველოპერებთან თანამშრომლობდა. ამის მიუხედავად, მიიჩნევდა, რომ მის გამოცდილებას თეორიული ცოდნა აკლდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, პროფესიისთვის უფრო კონკრეტული მიმართულება მიეცა და ტექნოლოგიებთან დაეკავშირებინა. ამის შემდეგ კურსების ძიება დაიწყო და სილაბუსის გათვალისწინებით, Commschool-ის პროგრამა გამოარჩია.

სილაბუსი დეტალურ თეორიულ მასალას, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავდა და კურსის ინტენსივობის გათვალისწინებითაც ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო.

IT პროექტების მენეჯმენტი: რას ისწავლი კურსზე?

ანა აღნიშნავს, რომ კურსი ინტენსიური და ინფორმატიული იყო. მისი მოლოდინი, უკეთ შეესწავლა IT სფერო და პროექტების მართვა, გარკვეულიყო ტერმინებში და სხვადასხვა ხელსაწყოს დაუფლებოდა, სრულად გამართლდა. რაც შეეხება ლექტორს, ყოველ თემას დეტალურად ხსნიდა, კითხვებზე ამომწურავ პასუხებს სცემდა და სტუდენტებს კლასგარეშე მასალასაც აწვდიდა. ამასთანავე, საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების მოძიებაში აქტიურად ეხმარებოდა.

IT პროექტების მართვა

13 ლექცია | 39 საათი | 7 კვირა

პროგრამის დასრულების შემდგომ ანას უკვე შეუძლია IT პროექტების Agile მეთოდოლოგიით მართვა შესაბამისი ხელსაწყოების (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro) დახმარებით. ასევე, გუნდთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, რისკების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის შედგენა.

სამომავლოდ ჩემს თავს ამ სფეროში ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ამ კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა აუცილებლად გამომადგება.

ფინალური ინდივიდუალური პროექტის შესრულება ანასთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. მაგრამ მონდომებითა და ბევრი შრომით წარმატებულ შედეგს მაინც მიაღწია და დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვა. სამომავლოდ კი საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას აპირებს, რომელიც გაზრდის მის კომპეტენციას IT სფეროში.

რაც შეეხება ქრისტინეს, მას კურსის გავლამდე გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდა. ის ხერხები თუ ხელსაწყოები, რომლებიც IT პროექტების მართვის განუყოფელი ნაწილია, რამდენიმე წელია მისი პროფესიული საქმიანობის ყოველდღიურობას შეადგენს.

ზუსტად ისეთი საინტერესო, მრავლისმომცველი და ლოგიკური სფერო აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ეს კი ძალიან მახარებს.

ფინალური პროექტი

პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება Commschool-ს კურსების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქრისტინესთვის სწორედ პრაქტიკული დავალებები წარმოადგენდა პროგრამის ყველაზე ღირებულ კომპონენტს. მან შეძლო, რომ მისთვის საინტერესო არაერთი საკითხი და საჭირო ხელსაწყოები პრაქტიკულად შეესწავლა. მისი აზრით, ყველა საკითხი ბევრად უფრო გასაგები და ლოგიკურია, როცა პრაქტიკული თვალსაზრისით სფეროსთან უშუალო შეხება გაქვს, რადგან უფრო მეტი სწორი და საჭირო კითხვაც ჩნდება. ასევე დიდი როლი ითამაშა ლექტორმაც, რომელიც მისივე პროფესიული გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითებით თეორიულ მასალას ბევრად უფრო ნათელსა და გასაგებს ხდიდა.

ფინალური პროექტი, ქრისტინეს აზრით, კურსის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო. მის ფარგლებში სტუდენტებმა IT პროექტის მართვაზე იმუშავეს. მიუხედავად გაწერილი გეგმისა და სტრუქტურისა, თითოეულ მათგანს მისი შექმნისას სრული თავისუფლება ჰქონდა. თავდაპირველად ჩამოაყალიბა პროექტის მიზანი და განსაზღვრა, თუ რა შედეგი უნდა მოეტანა მას. ამის შემდეგ კი მთელი დანარჩენი პროცესი გამარტივდა. პროექტი უნდა ყოფილიყო მარტივად აღსაქმელი, მოწესრიგებული სტრუქტურით, ყველასთვის გასაგები და შედეგზე ორიენტირებული.

კურსმა ძალიან კარგი გამოცდილება მომცა და უკეთესად მომამზადა ამ მიმართულებით კარიერული წინსვლისთვის ნაბიჯების გადასადგმელად და საინტერესო ინიციატივებისთვის ახლანდელ სამსახურში.

ქრისტინეს სამომავლო გეგმებიც საერთაშორისო სერტიფიკატებს და ახალ პროფესიულ გამოწვევებს უკავშირდება. თუ შენც მზად ხარ თვითგანვითარებისთვის და გსურს IT სფეროში შენი შესაძლებლობების გამოცდა, Commschool-ში შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება