"მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" რედიზაინი - სალომე დოჩიას, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ფინალური პროექტი

blog-detail-img

კურსი ძალიან დამეხმარა იმის აღმოჩენაში, რომ არასდროს არის გვიანი ახალი პროფესიის დაუფლება.” – სალომე დოჩიასთვის Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი დიდი ხნის მიზნის საბოლოოდ მიღწევის საშუალებად იქცა.

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტად სასურველი ბრენდის რედიზაინს ასრულებენ. სალომემ არჩევანი ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეზე შეაჩერა:

“სანამ Commschool-ის კურსს გავივლიდი, ხშირად ვათვალიერებდი სხვადასხვა კომპანიის ლოგოებს, ზოგი მომწონდა, ზოგთან დაკავშირებით კი რაღაც იდეები მქონდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც ფინალური ნაშრომისთვის შევარჩიე.”

საერთო ჯამში, სალომესთვის ფინალურ ნარომზე მუშაობა განსაკუთრებული პროცესი აღმოჩნდა:

ფინალურ ნაშრომზე მუშაობა იყო კურსის ყველაზე საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნოდ დატვირთული ნაწილი.”

სალომეს მიერ შესრულებულ რედიზაინს შეგიძლია, აქვე შეავლო თვალი:

სალომეს თქმით, გრაფიკული დიზაინის შესწავლის დამოუკიდებელი მცდელობა მას Commschool-ში მოსვლამდეც ჰქონია, თუმცა გამოცდილი მენტორის გარეშე გზის გაკვლევა რთული აღმოჩნდა:

სანამ გრაფიკული დიზაინის კურსს გავივლიდი, ჩემით ვცდილობდი ამ პროფესიის დაუფლებას, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა; ამიტომაც გადავწყვიტე Commschool-ში ჩაბარება და ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.”

Საერთო ჯამში, სალომე გრაფიკული დიზაინის პროცესის დეტალურ გაცნობასთან ერთად ერთად, ლექტორისგან მიღებულ რჩევებს გამოყოფს:

ვანოსგან მივიღე თანმიმდევრული ინფორმაცია და ცოდნა გრაფიკული დიზაინის შესახებ: ბრიფის შესწავლიდან ბრენდინგის პროცესის ჩათვლით და დამატებით უამრავი სასარგებლო რჩევაც.

Სალომეს აზრით Commschool-ის მთავარი ღირებულება პროფესიონალიზმთან ერთად განსაკუთრებული გარემოცაა:

თუ ვინმე ამ სფეროთი დაინტერესებულია, ყველას ვურჩევ Commschool-ში ჩაბარებას – ეს ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. პროფესიონალი და, რაც მთავარია, ძალიან მეგობრული გუნდი მაქსიმალურად დაგეხმარებათ, მიხვიდეთ სასურველ შედეგამდე.”

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე სალომეს ფინალური ნაშრომით დაინტერესდა და სამომავლოდ მის გამოყენებას აპირებს.

Ზოგადად კი Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი კარიერული წინსვლის სხვადასხვა გზას მოგცემს: გარდა იმისა, რომ კურსი TOP 3 სტუდენტს შორის მოხვედრისა და სააგენტოში სტაჟირების შანსს გაძლევს, ჩვენი ნებისმიერი კურსდამთავრებული ავტომატურად Alumni Club-ის წევრი ხდება, რაც მას ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე აძლევს წვდომას.

ამდენად, თუ გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს, გეტყვი, რომ 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, პრაქტიკული დავალების დახმარებით ახალ უნარებს შეიძენ. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ წინაპირობას არ საჭიროებს. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება