COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები - ამბები React-ის კურსიდან

blog-detail-img

წარმატების გზის შენება ნებისმიერ სფეროში ულევ ძალისხმევას, გამოკვეთილ პრიორიტეტებსა და, რაც მთავარია, შესაფერის რესურსებთან წვდომას მოითხოვს. COMMSCHOOL-ის მიზანიც სწორედ ისაა, რომ დაგეხმაროს, ბაზარზე არსებული ინფორმაციის ულევ ნაკადში გამოარჩიო და შეითვისო ზუსტად ის ცოდნა და უნარები, რომლებიც შენი საქმის პროფესიონალად ჩამოგაყალიბებს. 

ამ ბლოგში მოგიყვები, თუ როგორ დაიწყება შენი, როგორც React დეველოპერის, პროფესიული განვითარება იმ დღიდან, როდესაც ჩვენთან ფეხს შემოდგამ. 

პირველ რიგში, ვისთვისაა React:

თუ აქ ხარ, შეიძლება, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგი Front-end Development-ში, საბაზისო ცოდნაც დააგროვე HTML, CSS, Javascript მიმართულებით, ახლა კი ახალი ფრეიმვორქის შესასწავლად ხარ მზად, ისმის კითხვა: აქედან საით? მაშინ, როცა ინფორმაცია ყველა მიმართულებით დევს, ძალიან რთულია ორიენტირის აღება და სწორი გეზის განსაზღვრა. არ ინერვიულო, შენთვის პასუხი მზად მაქვს – დროა, Github-ის გამოკითხვის მიხედვით, N1 Front-end ტექნოლოგიის, React-ის, შესწავლაზე დაფიქრდე.

რატომ React:

თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნა უზომოდ კომპლექსური და მრავლისმომცველი სფეროა, რომელშიც უამრავი გამოწვევა და სირთულეა. ამ სირთულეების გადასაჭრელად React ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პოპულარული და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. დღესდღეობით, React-ის ტექნოლოგიით შექმნილია 1 000 000+  საიტი და მას ისეთი კომპანიები იყენებენ, როგორებიცაა: BBC, Twitter, Reddit, Netflix, Facebook, Dropbox, Khan Academy, Airbnb, PayPal, Walmart, Tesla Motors, IMDb და ა.შ. გამოყენების სიმარტივესა და უზარმაზარ კომუნასთან ერთად, React დეველოპერს განვითარების უსაზღვრო საშუალებითაც ანებივრებს: ის ვახსენე, რომ საქართველოში ამ პოზიციაზე საშუალო ხელფასი 3500 ₾-ია?

რატომ commschool-ში:

თავდაჯერებულობის პოვნასა და საჭირო Hard / Soft უნარების შეძენაში Commschool-ის პროგრამა დაგეხმარება: პრაქტიკული დავალებები, Best Practices, ინდივიდუალური პროექტი და Live Coding არის ის, რაც 16 ლექციაში მოგამზადებს ამ სფეროში კარიერული განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კი კომპეტენტური ლექტორის, გიორგი კაპანაძის მენტორობით, რომელიც ამჟამად Omedia-ს React Chapter Lead-ია და ამ მიმართულების სხვადასხვა მცირე თუ დიდ პროექტებზე უმუშავია.

კურსის ბოლოს რეაქთის ბაზაზე შექმნი რეალურთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ პროექტს, რომელსაც პორტფოლიოში ჩაიწერ. გარდა ამისა, ფინალური გამოცდის ნაწილი იქნება გასაუბრება, რომელიც ასევე რეალური გასაუბრების სიმულაციაა. 

კარგი ამბები აქ არ მთავრდება, რადგან Commschool-ში სტუდენტების კარიერული განვითარება ჩვენი მთავარი საზრუნავია.

Success Stories:

ეს კი ყველაზე ტკბილი ნაწილია. საქმე ისაა, რომ სათქმელს ყველაზე უკეთ ჩვენი კურსდამთავრებულების ისტორიები იტყვიან. საბედნიეროდ COMMSCHOOL-ის შუამავლობით, უამრავმა მათგანმა მოახერხა, მუშაობა დაეწყო პარტნიორ კომპანიებში და წარმატებით გაერთვა თავი ახალი გამოწვევებისთვის.

ანა ლეჟავა React-ის კურსდამთავრებულია, რომელიც კურსის დასრულებისთანავეSweeft Digital-ის გუნდს შეუერთდა, შემდეგ Scadiweb-ში Junior React Developer-ის პოზიციას იკავებდა. ამჟამად კი Intern Front-end Engineer -ის პოზიციას იკავებს Toptal Core Team – ში

მისი თქმით, კურსის წყალობით, არა მხოლოდ დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლა, არამედ საჭირო დროს საჭირო დახმარებაც მიიღო, რაც საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გამოდგა: 

თამამად ვურჩევ ნებისმიერ ადამიანს, გაიაროს Commschool-ის რეაქტის კურსი. რადგან პროგრამისტს, გზის ონლაინ დამოუკიდებლად გაკვალვის გარდა, სჭირდება მენტორი, რომელიც დააყენებს სწორ გზაზე და მისცემს მიმართულებას. მარტო სწავლისას, ხშირად იმაზე მეტ დროს ვხარჯავთ მალე გასავლელ წვრილმანებზე, ვიდრე საჭიროა. ორთვიანი კურსი კი იდეალურად აგვარებს ამ პრობლემას. მიხარია, რომ ამ კურსს სწორ დროს გადავაწყდი ინტერნეტში

აქვე მოგიყვები ჩვენი კიდევ ერთი კურსდამთავრებულის, ბექა ლობჟანიძის ისტორიას – თავიდან ბექამ Sweeft Digital-ისთვის სატესტო პროექტი დაწერა, ტესტირების ეტაპიც დაძლია, მაგრამ პანდეემიის პირობებში გასაუბრებაზე ვერ გამოცხადდა. თუმცა ეს მისი ერთადერთი შეთავაზება არ ყოფილა და მალევე ჩვენი მეორე პარტნიორი კომპანიისგან, Epam Georgia-სგან მიიღო შეთავაზება. სწორედ ამიტომ, ბექა განსაკუთრებით გამოყოფს ჩვენი Alumni Club-ისაგან მიღებულ მხარდაჭერას:

კურსის განმავლობაში და არამარტო, კურსის ბოლოსაც ძალიან ყურადღებიანები არიან და სულ ცდილობენ, რომ დაგეხმარონ და სხვადასხვა კომპანიასთან დაგაკავშირონ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება

React-ის N1 კურსდამთავრებული, მარიამ ჭანტურია კი, რეკომენდაციას უწევს Commschool-ს, რადგან თვლის, რომ კურსისგან წარმატებისთვის აუცილებელი რესურსის მიღებაა შესაძლებელი:

Commschool-ში მიიღებთ ცოდნას ენერგიულ და ყურადღებიან გუნდთან ერთად. შეხვდებით ნიჭიერ და საინტერესო ადამიანებს. კურსდამთავრებულები სხვადასხვა პარტნიორი კომპანიებისგან დასაქმების შესაძლებლობებს იღებენ, რაც დამწყები დეველოპერების კარიერული წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველას, ვისაც სურს, მიიღოს ცოდნა მეგობრულ გარემოში, კვალიფიციურ მენტორებთან, ვურჩევ აირჩიოს Commschool!

გიორგი ძირკველიშვილიც React-ის კურსდამთავრებულია, რომელიც პროგრამის გავლის შემდეგ, Commschool-ის მხარდაჭერით, Epam System-ის გუნდს შეუერთდა. კითხვაზე, თუ რას ურჩევდა დამწყებ React დეველოპერებს, იგი პასუხობს:

Commschool-ში ჩაბარებას რამდენიმე მიზეზის გამო ვურჩევდი: გამოცდილი ლექტორი, კარგი ადმინისტრაცია და გამართული სილაბუსი.

კიდევ ერთი N1 კურსდამთავრებული, ლუკა კილაბერიძე, გამოყოფს, თუ როგორ დაეხმარა ფინალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება ინდივიდუალური კოდის წერის სტილის მიგნებაში.

სხვა დავალებებისგან განსხვავებით, ფინალურ პროექტში ერთი დიდი და მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე ვებ აპლიკაციის შექმნა დაგვევალა, რაც თავის მხრივ, უდიდესი გამოწვევა გამოდგა, რადგან ეს ჩემთვის პირველი რეალური სრულყოფილი პროექტი იყო.

სერგი ვადაჭკორიამ კი 2 თვიანი პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის გავლის შემდეგ Commschool-ის მხარდაჭერით Sweeft Digital-თან დაიწყო თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ React მიმართულებით ცოდნის დიდი ნაწილი სწორედ COMMSCHOOL-ის კურსმა მისცა, რამაც განაპირობა ახალი გამოწვევების თავდაჯერებულად მიღება.

Commschool არის ადგილი, სადაც გაიცნობ იმ ტიპის ადამიანებს, რომლებიც შენთან ერთად ცდილობენ რაღაც ახლის შესწავლას და ამ ახალი მიმართულების განვითარებას, ადამიანებს, რომლებსაც უკვე საკმაო ცოდნა აქვთ დაგროვებული და სიამოვნებით გიზიარებენ შენ.

ამ და სხვა უამრავი კურსდამთავრებულის კვალს თავადაც შეგიძლია მიჰყვე. ჩვენი პროგრამა არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აქვს საწყისი ცოდნა WEB დეველოპმენტში, იგულისხმება HTML, CSS და Javascript -ის საწყისები. აქვს ინგლისურის საკმარისი ცოდნა, რათა თავისუფლად შეძლოს წაიკითხოს და გაიაზროს ტექნიკური დოკუმენტაცია. აქვს მოტივაცია ისწავლოს კომპლექსური საკითხები პრაქტიკულ მაგალითებზე.

კურსის გამავლობაში ისწავლით და პრაქტიკაში განიხილავ Javascript – ის იმ ასპექტებს, რომელიც საჭირო იქნება React -ის შესასწავლად, ხოლო ამის შემდეგ შეისწავლით React-ის კონცეფციებს, ნიუანსებს, არქიტექტურულ ნაწილებს და ყველა იმ საჭირო უნარს, რომელიც დამწყებ React დეველოპერს სჭირდება.

მოკლედ, თუ გაინტერესებს, როგორი იქნება შენი წარმატების გზა და რა წვლილს შეიტანს COMMSCHOOL-ი მის შენებაში, React-ის კურსზე გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება