რა განსხვავებაა Next.js-სა და React-ს შორის?

blog-detail-img

React დეველოპერი front-end-ის მიმართულებით მუშაობს. მისი ძირითადი მოვალეობა სამომხმარებლო ინტერფეისისა (UI) და გამოცდილების (UX) შენებაა. ეს კი მოიცავს აპლიკაციების დიზაინის შექმნას ვებ და მობილური ვერსიებისთვის, მათ კოდირებასა და ტესტირებას. 

Next.js არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი React-ზე დაშენებული ფრეიმვორკი, რომელსაც ენდობიან მონაცემებზე ორიენტირებული სტრიმინგ საიტები, როგორიცაა Hulu და Netflix. თუ React-ს უკვე იცნობ, აუცილებლად უნდა გაეცნო ამ სულ უფრო პოპულარულ ტექნოლოგიას.

მიუხედავად იმისა, რომ React და Next.js ორივე ეხმარება ეფექტური ვებ-ინტერფეისების შექმნაში, მათ შორის არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება: Next.js უფრო მდიდარია ფუნქციონალით და მეტად სტრუქტურირებულია, ვიდრე React. იგი განსაკუთრებით კარგად ერგება ვებსაიტებს, რომლებიც ფოკუსირებულია საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაზე (SEO) ან წინასწარ რენდერინგზე.

თუ გსურს, უფრო მეტი გაიგო ამ პროფესიისა და სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, მაშინ ამ ბლოგს გაეცანი. აქ მოგიყვები, როგორია კარიერული პერსპექტივები და ფინანსური მოლოდინები ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით.

Next.js vs. React

React, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, გაცილებით უფრო დამკვიდრებულია, ვიდრე Next.js. თუმცა, ეს უფრო ახალგაზრდა ფრეიმვორკი, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, სულ უფრო პოპულარული ხდება. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მას 113 ათასზე მეტი ვარსკვლავი აქვს GitHub-ზე და მილიონობით npm ჩამოტვირთვა. მოდით, ვნახოთ Next.js-ის და React-ის მუშაობის ძირითადი შედარება, რომელიც გვიჩვენებს, როდის უნდა გამოვიყენოთ Next.js და როდის React:

  • დეველოპმენტის სიჩქარე:

Next.js გვთავაზობს მზა ფუნქციონალს, რაც აადვილებს დახვეწილი React აპლიკაციის შექმნის პროცესს. Next.js 12-ში საკუთარი კომპილატორის დანერგვით, ფრეიმვორკმა ასევე გაზარდა ბილდის სიჩქარე. React-თან შედარებით, Next.js ამცირებს დროს, რაც ინჟინერს სჭირდება კოდის განახლების მოლოდინში, რაც ამცირებს დეველოპერის იმედგაცრუებასა და შეფერხებებს.

  • მონაცემთა მოძიება და ჩატვირთვის დრო:

Next.js-ს შეუძლია გადაკვეთოს React-ის ხე და მოითხოვოს მონაცემები სერვერზე, რაც იძლევა გვერდის მონაცემების წინასწარ ჩატვირთვის საშუალებას. ეს ხშირად იწვევს Next.js-ით მიწოდებული გვერდების უფრო სწრაფ ჩატვირთვას, ვიდრე სუფთა React-ში დაწერილი გვერდებისა.

რენდერინგი და SEO:

Next.js გვთავაზობს წინასწარ რენდერინგს, მაშინ როცა React იყენებს კლიენტის მხარეს რენდერინგს. წინასწარ რენდერირებული გვერდები იძლევა ეფექტური SEO სტრატეგიების გამოყენების საშუალებას, რაც რთული მისაღწევია ჩვეულებრივ React აპლიკაციაში.

React-ის კურსი

დაიწყე სწავლა

უფროსი დეველოპერი – მას 4-6 წლიანი გამოცდილება აქვს და საშუალო წლიური შემოსავალი $105,380-ია. ამ პროფესიულ საფეხურზე მოითხოვება:

  • მონაცემთა ნაკადებისა და კომპონენტებზე დაფუძნებული არქიტექტურის ცოდნა
  • სწრაფი რეაგირების მქონე, დიდი დატვირთვის დროს ოპტიმალურად მომუშავე ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების შექმნის გამოცდილება
  • პრობლემური საკითხების დიაგნოსტიკისა და რეპორტინგის უნარი
  • ბიზნეს მოთხოვნების software დიზაინში თარგმნის უნარი
 
მართალია, React დეველოპერები უმეტესად front-end დეველოპმენტზე ფოკუსირდებიან, თუმცა ზოგიერთი უფროსი ინჟინერი full-stack დეველოპერები არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი front-end-თან ერთად back-end-ის მიმართულებითაც მუშაობენ, ან აპლიკაციის სერვერის მხარეზე.

კარიერული პერსპექტივები

ბევრი React დეველოპერი კომპიუტერული მეცნიერებების ან სხვა მონათესავე სფეროს ერთ-ერთ დისციპლინას სწავლობს. უმაღლესი განათლების მიღება ამ მიმართულებებით გეხმარება, დამწყები დონის სამსახურისთვის მოემზადო და შენი რეზიუმე უფრო მრავალფეროვანი გახადო. თუმცა დამსაქმებლები ღია არიან ვებ-დეველოპმენტში გამოცდილი ან პროფესიული სერტიფიკატების მქონე კადრების მიმართაც. ამიტომ, შენი გზა React დეველოპერობამდე შეგიძლია commschool-ში დაიწყო, სადაც საინტერესო კურსებს აღმოაჩენ.

აქვე გეტყვი, რომ React-ის კურსის ფარგლებში პრაქტიკაში ლექტორთან ერთად განიხილავ JavaScript-ის ყველა იმ ასპექტს, რომელიც დაგჭირდება React-ის ფუნდამენტური შესწავლისთვის. გაარჩევ და შეისწავლი React-ის უახლესი, მე-18 ვერსიის ყველა იმ ძირითად ნიუანსს, კონცეფციებს და არქიტექტურულ ნაწილებს, რომლებიც თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შესაქმნელადაა საჭირო. ამასთან ერთად, გაიგებ, თუ საით ვითარდება თანამედროვე React Server Component-ების სახით.

ჩაეწერე კონსულტაციაზე

გაიგე რამდენად ერგება React-ის კურსი შენს მოთხოვნებს

ანაზღაურება სამსახურის ლოკაციის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში software დეველოპმენტში არსებული პოზიციები სრულად დისტანციურია. ახალი შესაძლებლობების ძიებისას აუცილებლად განიხილე მსგავსი შემოთავაზებები. აქტიურად გაეცანი სფეროში მიმდინარე ტრენდებს, ცვლილებებს. ეს გაზრდის შენს კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე. დამსაქმებლები განსაკუთრებით აფასებენ კანდიდატს, რომელმაც იცის თანამედროვე ტენდენციები და ფლობს ახალ ტექნოლოგიებსა თუ ხელსაწყოებს. ცოდნის გასაღრმავებლად კი შეგიძლია გამოიყენო YouTube არხები, სოციალური მედია და ბლოგები, რომლებსაც დარგის ექსპერტები ქმნიან.

მზად ხარ, შეუერთდე React დეველოპერების რიცხვს და გქონდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური? მაშინ არ გადადო თვითგანვითარება, დეტალურად გაეცანი React-ის კურსის სილაბუსს და დარეგისტრირდი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება