რა არის და როგორ მუშაობს საიძიებო სისტემის ოპტიმიზაცია / SEO?

blog-detail-img

საძიებო სისტემებს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სხვადასხვა მიზნით იყენებს. მათი დიდი ნაწილი კი პოტენციური მომხმარებლები არიან. ამიტომ, თუ ბრენდი საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე მაღალ პოზიციებს იკავებს, მისი ხილვადობა იზრდება. სწორედ ეს განაპირობებს SEO-ს, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის, მნიშვნელობას, რომელიც დღევანდელ ციფრულ სამყაროში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს კომპანიის ცნობადობის ამაღლებაში.

რა არის და როგორ მუშაობს SEO? ამ კითხვაზე პასუხს აქ იპოვი. Commschool-ის ლექტორი, ნიკო სამხარაძე მოგიყვება, როგორ აქციო ბიზნესი წარმატებულად საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის გზით.

ნიკო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, 5 წელზე მეტი გამოცდილებით SEO-ს მიმართულებით. მისი პორტფოლიო 20+ პროექტს მოიცავს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა AdtechIgaming, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, E-commerce, ჯანდაცვა, ონლაინ მედია და სხვ. ამჟამად, ნიკო კომპანია Upgaming-ში SEO სპეციალისტად, ხოლო ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Redberry-ში ფრილანს SEO სპეციალისტად მუშაობს.

SEO niko samkharadze post
გაეცანი ბლოგს ნიკოს შესახებ

SEO არის პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც საძიებო სისტემებში ვებ-გვერდის პოზიციების გაუმჯობესების გზით იზრდება მისი ტრაფიკი როგორც ხარისხობრივად, ისე რაოდენობრივად. სამუშაოების ციკლი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

  1. ვებ-გვერდის SEO აუდიტი

  2. საძიებო სიტყვების კვლევა

  3. კონკურენტების კვლევა

  4. SEO სტრატეგიის განსაზღვრა

  5. ტექნიკური SEO

  6. On-Page SEO

  7. Off-Page SEO

  8. რეპორტინგი

  9. გამეორება

რა ფაქტორები განაპირობებს ვებ-გვერდის პოზიციას საძიებო სისტემის შედეგებში?

ოფიციალურად, Google-ს გააჩნია 200-ზე მეტი ფაქტორი, რომელთა მიხედვითაც განსაზღვრავს ვებ-გვერდების პოზიციას საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე. თუმცა, შესაძლოა, მათი რიცხვი ბევრად მეტი იყოს. სინამდვილეში, Google-ის ალგორითმის კოდი დახურულია და ყველასთვის ხელმიუწვდომელია. დახურულობის მიზეზი კი ისაა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანები ამ ცოდნას ბოროტად გამოიყენებდნენ და Google ერთ დიდ spam ვებ-გვერდად გადაიქცეოდათუმცა, საინტერესოა, რომ 2022 წელს Yandex-ის საძიებო სისტემების ე.წ. Ranking Factors-ის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა. მასთან ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა წვდომა. აღმოჩნდა, რომ ასეთი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორი 1922 იყო; ანუ 1922 ფაქტორი, რომელთა მიხედვითაც ალგორითმი აფასებდა ვებ-გვერდის “ავ-კარგიანობას”, რაც საკმაოდ ბევრია.

მაგალითისთვის, ზეგავლენის მომხდენ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება ვებ-გვერდის დომენის ასაკი, ანუ თუ რამდენი ხანია, რაც ესა თუ ის ვებ-გვერდი უწყვეტად ფუნქციონირებს და არსებობს ვებ-სივრცეში.

SEO-ს კურსი

დაიწყე სწავლა 30 აპრილიდან

სინამდვილეში, SEO სპეციალისტს ყველა ამ ინფორმაციის დაზეპირება არ სჭირდება. სრულიად საკმარისია, იცოდეს ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია. ესენია:

  1. ხარისხიანი, უნიკალური და ღირებული კონტენტი ვებ-გვერდზე;

  2. სწრაფი და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული ვებ-გვერდი;

  3. ხარისხიანი, ორგანული სიგნალები სხვა საიტებიდან ჩვენს ვებ-გვერდზე;

  4. უსაფრთხო ვებ-გვერდი, საიდანაც მომხმარებლის პირადი ინფორმაცია არ გაიჟონება.

რატომ არის მნიშვნელოვანი საძიებო სიტყვების კვლევა?

როგორც ნიკო აღნიშნავს, საძიებო სიტყვების კვლევა, იგივე Keyword Research, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია SEO სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში და მისი განხორციელებისას. რეალურად, იგი პირველი ეტაპია პროექტზე მუშაობის დაწყებისას. შედარებისთვის, ისევე, როგორც ბნელ ოთახში შესვლისას პირველად შუქს ვანთებთ, Keyword Research-საც მსგავსი ეფექტი აქვს.

მხოლოდ და მხოლოდ სწორად წარმოებული საძიებო სიტყვების კვლევის შედეგად არის შესაძლებელი სწორი ორიენტირის აღება პროექტზე და სასურველი შედეგების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვებ-გვერდი ტოპ პოზიციებზე აღმოვჩნდეს ისეთ საძიებო სიტყვებზე, რომლებიც არარელევანტურია და ჰქონდეს უხარისხო ტრაფიკი, რომელიც არ დაკონვერტირდება.

მაგალითად, ვთქვათ, ბრიტანეთში გვაქვს ონლაინ მაღაზია, სადაც ვყიდით ჩიფსებს და ჩვენს მთავარ საძიებო სიტყვად განვსაზღვრეთ “Potato Chips”-ს. ეს სიტყვა ბრიტანულ ინგლისურში “კარტოფილ ფრის” გულისხმობს და არა “ჩიფსს” (სწორი იქნებოდა Crisps). თუ  ჩვენი ვებ-გვერდი ტოპ პოზიციებზე ამ სიტყვაზე აღმოჩნდება, მივიღებთ ვიზიტორებს, რომლებიც რეალურად ეძებენ კარტოფილ ფრის, ხოლო ჩვენ ჩიფსებს ვთავაზობთ. ამ მეთოდით კი ბევრ ჩიფსს ნამდვილად ვერ გავყიდით.

როგორ შევიმუშაოთ წარმატებული SEO კამპანია?

ნიკოს აზრით, კონკურენტების ანალიზი და მუდმივი მცდელობა, მომხმარებლებს კონკურენტზე უკეთესი მომსახურება თუ პროდუქტი შეთავაზო, წარმატებული SEO-ს ერთ-ერთი ამომავალი წერტილია. პროექტზე მუშაობისას კონკურენტების ვებ-გვერდების პულსზე ხელი მუდამ უნდა გედოს. SEO სპეციალისეტები ცდილობენ, მათზე ხარისხიანი, უკეთესი კონტენტი შექმნან და მომხმარებელს მათზე უკეთესი გამოცდილება შეუქმნან. იმისთვის, რომ კონკურენტებს თვალი ეფექტურად ადევნო, შესაბამისი ხელსაწყოები არსებობს. მაგალითისთვის, Ahrefs და Semrush.

SEO წარმატების გასაზომად მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასაწყისშივე დამკვეთს შეუთანხმდე, ან თავად განსაზღვრო, თუ რა იქნება KPI-ები. როგორც წესი, მთავარი მიზანი არის კონვერტაციების გაზრდა. ეს შეიძლება იყოს გაყიდული პროდუქცია, შეძენილი მომსახურება, მეტი რეგულარული მკითხველი ახალი ამბების ვებ-გვერდზე, მეტი მსმენელი პოდკასტზე და ა.შ. კონვერტაციების მისაღებად კი მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდი რელევანტურ საძიებო სიტყვებზე აღმოჩნდეს ტოპ პოზიციებზე და ჰქონდეს გაზრდილი ორგანული ტრაფიკი.

წარმატების  საზომად ყველაზე კარგი მეთოდია, აიღო მთავარი საზომები (Clicks, Impressions, CTR) და ერთმანეთს მიმდინარე და წინა პერიოდები შეადარო. დააკვირდე, როგორი დინამიკაა საერთო ზრდის მიხედვით და ინდივიდუალურად Keyword-ების მიხედვით. ინსტრუმენტებად კი Google Analytics და Google Search Console სრულიად საკმარისია, რომ ზუსტად იცოდე, სად ხარ და რაში გჭირდება გაუმჯობესება.

თუ ყველა მნიშვნელოვან საძიებო სიტყვაზე პირველ ადგილზე ვართ, ვულოცავთ ჩვენს თავებს და ვიწყებთ ახალი საძიებო სიტყვების ძიებას, ახალ შესაძლებლობებს, რომ განვვითარდეთ ჩვენც და განვავითაროთ ბიზნესი.

SEO vs AI

Is SEO dead in 2023? ნიკოს პასუხი მარტივია – არა. იქამდე, სანამ Google-ის მთავარი შემოსავლის წყარო საძიებო სისტემაში არსებული რეკლამებია, SEO-ს არაფერი ემუქრება. ფაქტები რომ მოვიშველიოთ, 2023 წლის Q4-ში Google-ის შემოსავალმა შეადგინა $86.31 მილიარდი დოლარი. აქედან შემოსვლის 76% საძიებო სისტემებში გაშვებული რეკლამებიდან მოდიოდა, რაც, თავის მხრივ, 12.7%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ნიკოს აზრი ასეთია: გავრცელებული ე.წ. Generative AI ტიპის ხელოვნურ ინტელექტებს ესაჭიროებათ რეალური ინფორმაცია, ბაზები, მასალები, საიდანაც შეძლებენ სწავლას, განვითარებას და ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგების დაგენერირებას. ძირითად შემთხვევებში ხელოვნური ინტელექტის “სასწავლო მასალა” ვებ-სივრცეში განთავსებული ვებ-გვერდებია. ცხოვრებაც არ არის სტატიკური და ყოველდღიურად უამრავი ახალი რაღაც ხდება ჩვენ გარშემო, რომელთა ლუსტრირებაც შემდგომ ვებ-სივრცეში ხდება. შესაბამისად, კარგი ვებ-გვერდი მხოლოდ მისასალმებელია ხელოვნური ინტელექტისთვის. SEO სპეციალისტების მიზანიც ეს უნდა იყოს – ვებ-გვერდზე ისეთი ტიპის კონტენტი არსებობდეს, რომლისგანაც სარგებელს მიიღებს როგორც მომხმარებელი, ასევე ხელოვნური ინტელექტი.

დღეს SEO სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ამიტომ, თუ ახალი გამოწვევებისთვის მზად ხარ, SEO-ს კურსი შენთვისაა. გაიგე მეტი პროგრამის შესახებ და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება