SEO-ს ლექტორი, ნიკო სამხარაძე პროფესიის, გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ

blog-detail-img

SEO (Search Engine Optimization) არის საძიებო სისტემაში ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის პროცესი. იგი ბიზნესებს ეხმარება, მომხმარებლების საძიებო გვერდზე მოწინავე პოზიციები დაკავებაში, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის წარმატებაში. დღეს SEO სპეციალისტი მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი პროფესიაა, რომლის დაუფლებაც უკვე Commschool-ში შეგიძლია. ამ ბლოგში გაგაცნობ ნიკო სამხარაძეს, სფეროს წამყვან სპეციალისტს, რომელიც SEO-ს კურსს გაუძღვება.

ნიკო მე-6 წელია, რაც ციფრული მარკეტინგის მიმართულებით საქმიანობს. მისი კარიერა დაიწყო კომპანია Alpaca-ში, პირველ SEO-ზე სპეციალიზებულ სააგენტოში საქართველოში, სადაც სხვადასხვა დროს იყო WordPress დეველოპერი, SEO სპეციალისტი, ხელმძღვანელობდა SEO-სა და დეველოპმენტის გუნდებს და იკავებდა კომპანიის COO-ს პოზიციას. ნიკოს პორტფოლიო მოიცავს 20+ პროექტს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე – ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა Adtech, Igaming, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, E-commerce, ჯანდაცვა, ონლაინ მედია და სხვ. 2023 წლიდან ნიკო მუშაობს კომპანია Upgaming-ში SEO სპეციალისტად და ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Redberry-ში ფრილანს SEO სპეციალისტად.
 
SEO niko samkharadze post

ნიკო გვიყვება რა გზა გაიარა დღევანდელ კარიერამდე და როგორია SEO სპეციალისტის ყოველდღიურობა

კარიერის დასაწყისი

ჩემი კარიერა დაიწყო, როდესაც 23 წლის ვიყავი. უნივერსიტეტში ვსწავლობდი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, თუმცა ალბათ როგორც მრავალ ჩვენგანს მინდოდა მუშაობა სხვა ინდუსტრიაში გამეგრძელებინა. 

იმ პერიოდში თითქმის არ მქონდა სამუშაო გამოცდილება, თუმცა ბავშვობიდან ჩემი მთავარი გატაცება წერა იყო. ამიტომაც გადავწყვიტე მარკეტინგის განხრით ქოფირაითერად მეცადა ბედი. ყველაზე მეტად რაც მხიბლავდა ქოფირაითინგში იყო, რომ ტექნიკურად შეზღუდულ მოცემულობაში, სადაც მცირე ტექსტით ისე მიიტანო აუდიტორიამდე კომპანიის ან ბრენდის მესიჯი, რომ დადებითი მათზე დადებითი ზეგავლენა მოახდინო.

გამიმართლა და ქოფირაითერად დავიწყე მუშაობა, რაც რეალურად აღმოჩნდა ჩემი კარიერის დასაწყისი. ამან შემდეგი წლების განმავლობაში ბევრი სხვა კარი გამიხსნა.

გზა SEO სპეციალისტობამდე

როგორც ვახსენე, ქოფირაითინგი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები კარიერაში. წლების განმავლობაში ვებ-დეველოპმენტში მივიღე გამოცდილება, სადაც ათეულობით პროექტი შემისრულებია და ძალიან კარგი მენტორებისგან ვისწავლე SEO-ც და მახსოვს რამდენად მოხიბლული ვიყავი, როდესაც პირველად გავიაზრე რაოდენ მნიშვნელოვანი, მრავლისმომცველი და საინტერესო მიმართულებაა საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.

გარდა ტექნიკური უნარებისა რაც შევიძინე, უამრავ ადამიანთან, დამკვეთთან, კომპანიასთან კომუნიკაციამ მომცა ისეთი Soft Skill-ები, რაც ნებისმიერ SEO სპეციალისტისთვისან მარკეტერისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი შენაძენია.

SEO სპეციალისტად მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი არის, რომ გიწევს უამრავ სხვადასხვა იმ დროს შენთვის უცნობ ინდუსტრიასთან მუშაობა და იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული გამოდგეს აუცილებელია შენც შეისწავლო იმ ინდუსტრიის თავისებურებები, რაც საბოლოო ჯამში გძენს მრავალმხრივ ცოდნას.

SEO სპეციალისტად მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენეფიტი არის, რომ გიწევს უამრავ სხვადასხვა იმ დროს შენთვის უცნობ ინდუსტრიასთან მუშაობა და იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული გამოდგეს აუცილებელია შენც შეისწავლო იმ ინდუსტრიის თავისებურებები, რაც საბოლოო ჯამში გძენს მრავალმხრივ ცოდნას.

ამჟამად ვმუშაობ კომპანია Upgaming-ში, ძალიან მაგარ გუნდთან ერთად სადაც ვმუშაობთ შიდა პროექტებზე, მათ განვითარებაზე და საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას, სადაც 6 წლის შემდეგაც ყოველდღე ახალ რაღაცას ვიგებ და ვსწავლობ.

თუმცა, SEO პრაქტიკულად ამოუწურავი თემაა და თუ შეწყვეტ სწავლას და ფეხის აყოლას ტენდენციებისთვის აუცილებლად ჩამორჩები. ამიტომაც, ახლა პარალელურად ვსწავლობ პროგრამირებას, რომელიც ჩემთვის იქნება დამატებითი ხელსაწყო, რომლის მორგებასაც შემდგომ შევძლებ SEO პროცესებზე.

როგორია SEO სპეციალისტის ტიპური სამუშაო დღე?

ჩემი სამუშაო დღე იწყება წინა საღამოს, როდესაც ვგეგმავ მომდევნო დღის სამუშაოებს. თუმცა, რეალურად დილა იწყება Google Search Console-ში პროექტების განახლებული მონაცემების გადავლით. ძალიან სასიამოვნოა შეგრძნებაა, როცა ყოველდღიურად დღეს იწყებ პროექტის პროგრესის ნახვით. თუმცა, არის დღეები როდესაც დადებითი დინამიკის ნაცვლად უარყოფითი დინამიკა გვხვდება, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ასეთ დროს ვინიშნავთ და ვიძიებთ რაში შეიძლება იყოს პრობლემა და დღითიდღე მცირედით მაინც ვაუმჯოსებთ პროცესებს.

სამსახურში მიმავალ გზაზე ვუსმენ Seth Godin-ის პოდკასტს Akimbo, რომლის ფორმატიც ისეთია, რომ ადმიანში ცნობისმოყვარეობას აღვივებს და გიბიძგებს რომ შექმნა ისეთი პროდუქტი/სერვისი, რომელიც საბოლოო ჯამში კეთილის მომტანი იქნება ადამიანებისთვის როგორც მოგების მხრივ, ისე ზოგადად, რომ მცირედით უკეთესი მაინც გავხადოთ სამყარო.

სამსახურში მაქვს ორი რეჟიმი – ერთი, როდესაც ტექნიკური სამუშაოებია გასაკეთებელი, ამ დროს დროის მაქსიმალური ოპტიმიზაციის მიზნით ვიყენებ პომოდოროს ტექნიკას და საკუთარ თავს ვუწესებ გამოწვევას, რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწრო დღის განმავლობაში და საბოლოო ჯამში რაღაც თამაშის სახე აქვს და გამწვანებული To-do ლისთის ყურება ძალიან სასიამოვნოა.

მეორე ტიპის დღეები არის – როდესაც ახალი სტრატეგია გვაქვს შესამუშავებელი, ახალი გამოწვევები დასაძლევი და ასეთ დღეებში ძირითადად გუნდთან ერთად ვმსჯელობ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა ვარიანტები გვაქვს რომ გავხადოთ ჩვენი საიტი უკეთესი და მოვიფიქროთ გამოსავლები ჩარჩოებს მიღმა. ზუსტად ჩარჩოებს მიღმა აზროვნება და კრეატიული მიდგომები შეიძლება აღმოჩნდეს კატალიზატორი პროექტის წარმატებაში და განსაკუთრებით მიყვარს ასეთი დღეები.

წარმატებული პროექტები

ჩემი ყველაზე წარმატებული და ამავდროულად საყვარელი პროექტია Georgia.travel ვებ-საიტის SEO ოპტიმიზაცია, რომელმაც საფუძვლიანად დაიკავა ჩემში განსაკუთრებული ადგილი რამდენიმე მიზეზის გამო: 

ვებ-საიტი რეალურად წარმოადგენს მთავარ ჰაბს უცხოელების თუ ქართველებისთვის, ვისაც სურს რომ მეტი გაიგონ საქართველოზე და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე და კულტურაზე. ამიტომაც ძალიან დიდი პატივი იყო ეროვნული მასშტაბის პროექტზე მუშაობა და ჩემი წვლილის შეტანა ქვეყნის პოპულარიზაციაში.

ასევე, პროექტი იყო საკმაოდ მასშტაბური, რა დროსაც ერთობლივი მუშაობა მომიწია 4 კომპანიასთან, რომლებიც სხვადასხვა პროფილებით იყვნენ ჩართულები პროექტში და მქონდა კომუნიკაცია ბევრ დარგის სპეციალისტთან, რომლებისგანაც ბევრი რამე შევისწავლე.

ასევე, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ოპტიმალური გამოსავლების ძიება, რესურსების სწორად განაწილება და პროექტის ყველა პროცესზე პულსზე ხელის ჭერა, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.

საბოლოო ჯამში შრომამ ნაყოფი გამოიღო და ვებ-საიტს დღეისთვის აქვს დაახლოებით 1000%-იანი ზრდა ტრაფიკის მხრივ და ყოველთვიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს ვებგვერდზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

უცხოურ პროექტს რაც შეეხება, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია, რომელზეც ამჟამადაც ვმუშაობ კომპანია Lineate-თან ერთად. ინდუსტრია, სადაც ლინეითი ოპერირებს ჩემთვის სრულიად ახალია და ძალიან დიდი სიამოვნებაა გაეცნო ახალ სფეროს სიღრმისეულად და მიიღო ახალი გამოწვევები.

რეკომენდაციები:

სფეროზე სიახლეების გასაცნობად აქტიურად ვიყენებ ვებ-საიტებს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულები არიან SEO სფეროში: Search Engine Journal და Search Engine Roundtable.

ასევე, ინფორმაციას ბრაუზერის პირად Newsfeed-ში ვეცნობი (გუგლმა უკეთ იცის რას მინდა რომ ვკითხულობდე. ჰაჰა) 

ასევე ძალიან აქტიურად ვიყენებ Reddit-ს და SEO თემატიკაზე არსებულ Subreddit-ებს, სადაც სფეროში მოღვაწე რეალური ადამიანებისგან ვიგებ რაღაც ახალს, ვკითხულობ საინტერესო მოსაზრებებს სტრატეგიებზე, ვეცნობი ქეის სთადებს და ა.შ. 

SEO Search engine journal
Search Engine Journal

დამატებით, ჩემი სოციალურ ქსელებში სქროლვა, მთლად უსარგებლო რომ არ იყოს აქტიურად ვადევნებ თვალყურს როგორც ქართულ, ისე უცხოურ SEO თემატიკაზე არსებულ FB ჯგუფებს.

ასე რომ, თუ ხარ დამწყები ან გამოცდილი ციფრული მარკეტერი და გსურს, გაიღრმაო ცოდნა SEO-ს მიმართულებით სფეროს სპეციალისტი ლექტორების დახმარებით, ეს კურსი შენთვისაა. შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება