რას მოიცავს SEO სპეციალისტის პროფესია და რა როლს თამაშობს ის კომპანიის წარმატებაში?

blog-detail-img
SEO პროფესია

დღეს, ტექნოლოგიურ ერაში ბიზნესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ციფრული არხები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ონლაინ გამოცდილების 93% კი საძიებო სისტემებით იწყება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის ვებ-გვერდი საძიებო შედეგების გვერდზე მაღალ პოზიციას იკავებდეს, რათა მისი პროდუქტით მეტი მომხმარებელი დააინტერესოს. ამისთვის კი SEO, ანუ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია არის საჭირო.

თანამედროვე პროფესიებს შორის SEO სპეციალისტი ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. თუ გსურს, მეტი შეიტყო ამ მიმართულებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ, სწორ ადგილას მოხვდი. ნიკო სამხარაძე, SEO კურსის ლექტორი, მოგიყვება, რას მოიცავს ეს პროფესია და როგორ ეხმარება იგი ბიზნესს წარმატების მიღწევაში.

პროფესია - SEO სპეციალისტი

ნიკო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, 5 წელზე მეტი გამოცდილებით SEO-ს მიმართულებით. მისი პორტფოლიო 20+ პროექტს მოიცავს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა AdtechIgaming, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, E-commerce, ჯანდაცვა, ონლაინ მედია და სხვ. ამჟამად, ნიკო კომპანია Upgaming-ში SEO სპეციალისტად, ხოლო ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Redberry-ში ფრილანს SEO სპეციალისტად მუშაობს.

SEO niko samkharadze post
გაეცანი ბლოგს ნიკოს შესახებ

მისი, როგორც SEO სპეციალისტის, ძირითადი ამოცანა შემდეგია: კომპანიისთვისა თუ ფიზიკური პირისთვის მათ პროდუქტებზე/სერვისებზე გაზარდოს კონვერტაციები საძიებო სისტემებიდან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მუშაობისას მიაკვლიო რაიმე ახალ ტრენდს ინდუსტრიაში, მოთხოვნად სერვისსა თუ პროდუქტს, რომელიც დამკვეთს არ გააჩნია. ამის შესახებ კი ინფორმაცია დამკვეთს მიაწოდო და რეალურად მას ბიზნესის ზრდაში დაეხმარო.

SEO სპეციალისტი ყოველდღიურად მუშაობს დეველოპერებთან, დიზაინერებთან, მარკეტინგის გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტებთან. ზუსტად ამ კომუნიკაციების მთავარი მიზანი უნდა იყოს, გავხადოთ ჩვენი ვებ-გვერდი უკეთესი, უფრო სასარგებლო მათთვის, ვინც გვეძებს და ეს პროცესი ერთგვარ ციკლში უნდა იყოს მოქცეული.

საჭირო უნარ-ჩვევები

ნიკოს აზრით, SEO სპეციალისტისთვის საჭიროა შემდეგი უნარ-ჩვევების ქონა:

  • სტრატეგიული აზროვნება – რათა შეძლოს მთლიანი სურათის დანახვა პროექტთან მიმართებაში და განჭვრიტოს, დაახლოებით რა შედეგები მოყვება ამა თუ იმ ქმედებას;
  • პრობლემის გადაჭრის მიმართ მიზანდასახულობა – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ SEO სპეციალისტს შეეძლოს ერთი და იმავე პრობლემის სხვადასხვა პრიზმიდან დანახვა და ინდივიდუალური გამოსავლების ძიება;
  • ანალიტიკური აზროვნება – რეალურად SEO სპეციალისტებს ყოველდღიურად უწევთ უამრავი სხვადასხვა მოცემულობის გაანალიზება, რათა სტრატეგიაში შეიტანონ ცვლილებები, ადაპტირდნენ და პროექტს ანალიზის შედეგად მიღებული პასუხები მოარგონ.
  • გამართული კომუნიკაციის უნარი – SEO სპეციალისტებს ხშირად უწევთ დამკვეთებთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიები, იდეები, სამუშაოები და რეპორტები მათთან სწორი, მარტივი და გასაგები ფორმით მიიტანოს.

კარიერული პერსპექტივები

როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზე SEO სპეციალისტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდი იქნება. ყოველდღიურად ახალი ბიზნესები იქმნება, არსებულები კი იზრდებიან. ვებ-გვერდების რაოდენობა ვებ-სივრცეში იმატებს და არ იკლებს. შესაბამისად, რამდენი ვებ-გვერდიც არსებობს, პოტენციურად ყველას სჭირდება SEO სპეციალისტი.

სტატისტიკაც რომ მოვიშველიოთ, Google Trends-ის მიხედვით, SEO სერვისებზე მოთხოვნის დინამიკა მუდმივად მზარდია. 2020 წელს გლობალურად მოთხოვნის მკვეთრი მატება პანდემიით იყო გამოწვეული, თუმცა მას მერე ჩვეულ მზარდ დინამიკას დაუბრუნდა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკოს დაკვირვებით, კომპანიების მხრიდან SEO მიმართ ინტერესი რამდენიმე წლის წინ ისეთ დონეზე არ იყო, როგორც ახლა. SEO-ს აქტუალობა აქაც პანდემიის გამო წამოიწია და მას მერე მოთხოვნა მხოლოდ იზრდება.

SEO-ს კურსი

დაიწყე სწავლა 30 აპრილიდან

ნიკო აღნიშნავს, რომ დამწყები სპეციალისტები ხშირად ეჯახებიან ორ პრობლემას: სწორხაზოვან მიდგომებსა და ცრუ იმედგაცრუებებს. SEO-ს ერთი წინასწარ განსაზღვრული ფორმულა არ არსებობს და ყველა პროექტს ინდივიდუალურად მიდგომა ესაჭიროება.

აუცილებელია, რომ SEO სპეციალისტმა კარგად იცოდეს და კარგად ჰქონდეს გათავისებული, თუ სისტემურად როგორ მუშაობს SEO. იმ მეთოდებისა და ტექნიკების დაზეპირება, რომლებიც უშუალოდ სამუშაო პროცესში მოუწევთ, არაპროდუქტიულია. შესაძლებელია, ბევრი დრო დაკარგონ ისეთი პრობლემის მოგვარებაში, რომელზეც საერთოდ არ ღირს დიდი დროის დახარჯვა და უბრალოდ უგულებელყოფა შეიძლებოდა.

მნიშვნელოვანია, სისტემურად გათავისებული გვქონდეს, როგორ მუშაობს SEO და ამის შემდეგ შეგვიძლია, არ ვიყოთ შებოჭილები და გავხდეთ თავისუფლები სამუშაო პროცესში.

ცრუ იმედგაცრუებების შესახებ კი ნიკო ამბობს, რომ SEO-ში შედეგები მყისიერად არ დგება. შეიძლება პროექტში ჩადებულმა შრომამ შედეგი არც 2, არც 3 ან 6 თვეში არ გამოიღოს. მეტიც, შესაძლოა, ხანდახან ტრაფიკის კლება და პოზიციების დაკარგვაც მოჰყვეს, თუმცა ამან არ უნდა შეგაშინოს და გული არ უნდა აგიცრუვდეს. მთავარია, იცოდე, რომ სწორად აკეთებ, რასაც აკეთებ და სასურველი შედეგები აუცილებლად დადგება.

SEO: კურსის შესახებ

Commschool-ში SEO-ს კურსს ნიკო გაუძღვება. ეს პროგრამა განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი ციფრული მარკეტებისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის, რომლებიც თავად მუშაობენ საკუთარი ვებ-გვერდების გაუმჯობესებაზე. კურსის განმავლობაში შეისწავლი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საძიებო სისტემებში მაღალ პოზიციებზე გამოჩენაში დაგეხმარება. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დახმარებით, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეაფასებ ვებ-გვერდების მდგომარეობას, გამოასწორებ შეცდომებს და აამაღლებ ვებ-გვერდის ავტორიტეტს საძიებო სისტემაში.

კურსის დასრულების შემდეგ კარიერის განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა გექნება. რადგანაც SEO სპეციალისტს ვებ-გვერდთან დაკავშირებულ ბევრ სხვა სფეროებთან უწევს შეხება, შეიძლება მისთვის საინტერესო მიმართულებით განვითარდეს. დამწყების პოზიციიდან კი მაღალი მენეჯერული როლის მორგებაც შეგეძლება (ტექნიკური/on-page/off-page გუნდის მენეჯერი, SEO დეპარტამენტის უფროსი, SEO კონსულტანტი). ციფრული მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთათვის კი ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სრულფასოვან ციფრულ მარკეტერად ჩამოსაყალიბებლად.

როგორც ხედავ, SEO ისეთი სფეროა, სადაც საკმარისი პრაქტიკის მიღების შემდეგ პროფესიული განვითარების მხრივ ძალიან ბევრი კარი იხსნება. ამიტომ, თუ ახალ თავგადასავლებს ეძებ, ეს კურსი შენთვისაა. გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება