QA ტესტერი: პროფესია, უნარები, კარიერული გზა

blog-detail-img

ამ ბლოგში მინდა ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერის პროფესიის, უნარებისა და კარიერული გზის შესახებ გიამბო, რომელსაც ხშირად QA Engineer-ს, QA Tester-ის სახელითაც იცნობენ.

ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ადამიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს, დღეში დაახლოებით, შვიდ საათს,  ონლაინ სივრცეში ატარებს, სწორედ აქ  გეგმავს და ახორციელებს ონლაინ შეხვედრებს, ვაჭრობს, იძიებს, განათავსებს ინფორმაციას და სწავლობს, ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპერაციები სწრაფად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდეს.

 

QA ტესტერი: პროფესია

 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ტესტერისა და QA ინჟინერის როლებს დეველოპმენტის გუნდში სხვადასხვა როლები ითავსებდნენ, იქნებოდა ეს ბიზნეს ანალიტიკოსი, პროექტების მენეჯერი თუ Product Owner.

დღეს კი პროდუქტის შექმნის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიცია პროგრამის უზრუნველყოფის ინჟინერს უკავია, რადგან სწორედ იგია ციფრული პროდუქტის მარტივ, შეუფერხებელ და სასიამოვნო მოხმარებაზე პასუხისმგებელი პირი. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, QA ინჟინერის მთავარი მოვალეობაა, გამოიკვლიოს და შეისწავლოს რამდენად გამართულად მუშაობს პლატფორმის თითოეული ფუნქციონალი.

უნარები

 

იმისათვის რომ QA ტესტერი გახდე აუცილებელია ფლობდე ისეთ უნარებს, როგორებიცაა:

 კომუნიკაცის კარგი უნარი

დეტალებზე ორიენტირებულობა

მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა

საბაზისო ცოდნა ინგლისურ ენაში, რათა შეძლო დოკუმენტებისა და მასალების ათვისება.

qa-testarchitect9

კარიერული განვითარება

 

როგორც იცი მოთხოვნა ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში ჩართულ პირებზე დღითიდღე იზრდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3000 ლარია; ხოლო თუ ფრილანს პლატფორმებსაც გამოიყენებ, კიდევ უფრო გაზრდი შენს შემოსავალს, მაგალითად, Upwork-ზე QA ინჟინერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 25 დოლარია.

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ამ პროფესიით დაინტერესდი, მნიშვნელოვანია ისიც იცოდე, თუ როგორი კარიერული გზა გელის წინ. QA Tester-ის პროფესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებაში მდგომარეობს, შესაბამისად ამ პროფესიის დაუფლების შემდეგ შენ შეგიძლია გახდე:

Test Architect გეგმავს, ხელმძღვანელობს და სტრატეგიულ მიმართულებას აძლევს ტესტირებას კონკრეტული პროდუქტისთვის (ან ორგანიზაციულ დონზე), ასევე არჩევს ტესტირებისთვის საჭირო ხელსაწყოებს და მართავს სატესტო მონაცემებს.

Test Analyst – ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის პროდუქტი. ის ქმნის ტესტირების დიზაინს, მის საფუძველზე ამზადებს ტეტს ქეისებს და ტესტირების პაკეტებს, რაც დამხმარეა ცდომილებების აღმოჩენის პრევენციისთვის. 

Test Manager – ტესტირების აქტივობებისა და რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აფასებს გასატესტ პროდუქტს, გეგმავს, ხელმძღვანელობს და მართავს მის ტესტირებას.

QA Team Lead – ფაქტობრივი ლიდერი ზემოთ ჩამოთვლილი განხრებისა, რომელიც პასუხისმგებელია კადრების აყვანასა და გუნდის ეფექტურად მუშაობაზე

ასე და ამგვარად, თუ გინდა უკეთესად გაიგო რატომ უნდა ისწავლო Digital Product Testing & QA, ქვემოთ კიდევ ერთი საინტერესო ბლოგის ბმულს გიტოვებ 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება