N1 კურსდამთავრებულს სწავლის გადასახადი სრულად დაუბრუნდება!

blog-detail-img

ნებისმიერ ახალ ან უკვე არსებულ წამოწყებას თავისი ციფრული ტექნოლოგია სჭირდება. ამდენად, მობაილ და ვებ დეველოპმენტის სფეროები ძალიან მზარდი მიმართულებებია:

აშშ-ის Bureau of Labor Statistics-ის მონაცემებით, დეველოპერთა ბაზარი საშუალოდ, სხვა პროფესიებთან შედარებით, ორჯერ სწრაფად იზრდება.

თუ ვებ ან მობაილ დეველოპმენტში გინდა განვითარება, ვფიქრობთ,  შენთვის საინტერესო მიმართულება Commschool-ის Angular, React ან Android დეველოპმენტის კურსები შეიძლება აღმოჩნდეს. ისიც სიახლეა, რომ თუკი  Angular-ის, React-ის ან Android დეველოპმენტის კურსის N1 კურსდამთავრებული გახდები, გარდა იმისა, რომ დიდ ცოდნასა და პრაქტიკას მიიღებ, სწავლის საფასური უკან დაგიბრუნდება!

 

“N1 კურსდამთავრებულს გამოცდის ქულების მიხედვით გამოვავლენთ, ვფიქრობ კარგი სტიმული იქნება სტუდენტებისთვის და ჯანსაღი კონკურენციაც მოიმატებს, რაც საერთო ჯამში კურსდამთავრებულების ხარისხზე იმოქმედებს” ამბობს ნინა ქარჩხაძე, თბილისის კომუნიკაციის სკოლის საოპერაციო ხელმძღვანელი. 

აქვე, ვებ და მობაილ დეველოპმენტის კარიერულ პერსპექტივებს უფრო დეტალურად გაგაცნობთ.

Როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ, დეველოპერთა ბაზარი მზარდია:

  • უშუალოდ Angular ტექნოლოგიით 2020 წელს ვებ-აპლიკაციების 25% შეიქმნა – განსაკუთრებით, Angular-ით მაღალი ტრაფიკის მქონე საიტებმა ისარგებლეს.
  • React 2020 წლის ბოლოს, Hacker News Hiring Trends -ის თანახმად, პირველობას ინარჩუნებდა დასაქმების ტრენდებში(29.6%).
  • Dice Insight-ის მიხედვით, მობაილ დეველოპერების ვაკანსიების 44% სწორედ Android-ის უნარებს ითხოვს.

რაკი ვებ დეველოპერებზე მოთხოვნა მზარდია, მაგრამ პროფესიონალები – ჯერაც ცოტა, ამ სფეროში საშუალო ანაზღაურება საკმაოდ მაღალია:

საქართველოში:

Angular დეველოპერი – ყოველთვიური 4300 ₾
React დეველოპერი – ყოველთვიური  3500 ₾

Upwork-ზე:

React დეველოპერი – საათობრივი $20–$38
Angular დეველოპერი – საათობრივი $15–$35

რაც შეეხება მობაილ აპლიკაციებს, ისინი ნელ-ნელა ყველა ინდუსტრიაში იჭრება, მეტი და მეტი ბიზნესისთვის ხდება დასაყრდენი – მით უმეტეს, ისეთებისთვის, რომლებიც ელ-კომერციით კავდებიან. შესაბამისად, მობაილ აპლიკაციების დეველოპერებზე მოთხოვნა ზრდას აგრძელებს, ხოლო ეს პროფესია ThinkAdvisor-ის მიერ დასახელებულ 10 საუკეთესო სამომავლო პროფესიას შორის იკავებს ადგილს.

Ისიც შეგიძლია, გაითვალისწინო, რომ მსოფლიოს მობილური მომხმარებლების დაახლოებით 86% ანდროიდის მომხმარებელია – ეს Android დეველოპმენტს მობაილ დეველოპმენტის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად აქცევს. რადგანაც, ვებ დეველოპმენტის მსგავსად, ამ სფეროშიც ჯერაც პროფესიონალების ნაკლებობაა, ანდროიდ დეველოპერების საშუალო ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია:

საქართველოში – ყოველთვიური  4000 ₾
ფრილანს პლათფორმებზე – საათობრივი 23$

იმედი გვაქვს, ვებ და მობაილ დეველოპმენტის კარიერული პოტენციალის შესახებ ასე თუ ისე სრული წარმოდგენა შეგიქმენით; და თუ რომელიმე ამ მიმართულების კურსი შენთვის საინტერესო ჩანს, კურსდამთავრებულთა კლუბის შესახებაც მოგიყვები.

Commschool-ის ყოველ კურსდამთავრებულს, ყველაფერთან ერთად, ერთი პრივილეგიაც  აქვს: ის ავტომატურად ხდება კურსდამთავრებულთა კლუბის წევრი, ე.ი. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ვაკანსიებზე ექსკლუზიური წვდომას იღებს. პარტნიორ კომპანიებს შორის კი გვყვავს: Sweeftdigital, Omedia, Liberty, Space, Wandio, GPI Holding, Adjarabet… – თავისი დარგის წამყვანი კომპანიები.

იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებს; და თუ უკვე რომელიმე მიმართულებით დაგაინტერესეთ, შეგიძლია, Angular-ის, React-ისა და Android დეველოპმენტის შესახებ დეტალურად გაეცნო ინფორმაციას 👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება