მონაცემთა ანალიტიკოსი: პროფესია, უნარები, კარიერული გზა

blog-detail-img

დღეს ციფრული სამყარო ორგანიზაციებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებლის შესახებ დააგროვონ ისეთი სახის ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად, საიტზე ვიზიტის სიხშირე ან თუნდაც კონკრეტულ გვერდზე დაყოვნების წუთობრივი მაჩვენებელი.

თუმცა მონაცემები ანალიტიკის გარეშე არის მხოლოდ რიცხვები, რომელთაც არანაირი დამატებითი ღირებულების მოტანა არ შეუძლიათ. ამ ყველაფრის დამუშავებაში გადამწყვეტი როლი მონაცემთა ანალიტიკოსს აქვს, ამ ბლოგში კი მინდა სწორედ ეს პროფესია გაგაცნო.

ვინ არის მონაცემთა ანალიტიკოსი?

მონაცემთა ანალიტიკოსი (მონაცემთა ინჟინერთან და მეცნიერთან ერთად) დიდი რაოდენობის ნედლ ინფორმაციას თარგმნის ისეთი სახით, როგორიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს. მარტივად რომ ვთქვათ, ის აანალიზებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მომხმარებელთა ქცევა საიტზე დღეებისა და საათების მიხედვით და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანიის წარმომადგენლებს აწვდის სტრატეგიულად სწორი ნაბიჯების გადადგმის გზებს, მაგალითად, რომელ საათზე განათავსონ საიტზე ახალი პროდუქტი. 

თუმცა, გარდა ამ მონაცემების ანალიზისა, მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ამ შედეგების ვიზუალიზაციაა კომპანიის წარმომედგენლებთან წარსადგენად.

უნარები

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა ანალიტიკოსს ჰქონდეს ტექნიკური და ლიდერული უნარები.

ტექნიკური უნარები მოიცავს:

● ისეთი database-ის ცოდნას, როგორიცაა: SQL

● მინიმუმ ისეთი ხელსაწყოების ფლობას, როგორიცაა: Excel ან Google Sheets, ხოლო მონაცემთა უკეთესი ვიზუალიზაციისთვის – Power BI

● მათემატიკური და სტატისტიკური უნარების ქონას, რათა შეძლოს ინფორმაციის შეგროვება, ორგანიზება და ანალიზი.

ლიდერული უნარები მოიცავს:

● გადაწყვეტილების მიღებას და პრობლემების აღმოფხვრას

● ალტერნატიული გადაჭრის გზების ძიებას

 
ეს უნარები ეხმარება ანალიტიკოსს, იფიქროს დაინტერესებული მხარისთვის საჭირო ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებაზე.

ქართული ბაზარი

მსოფლიოში მონაცემთა ანალიტიკის პოპულარიზაცია გაცილებით ადრე დაიწყო და დღეს ნებისმიერი ზომის კომპანიას ჰყავს სპეციალისტი მონაცემთა მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოც აქტიურად უწყობს ფეხს სიახლეებს ამ დარგში. 

თუ აქამდე საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია იყო მონაცემებით მართული, დღეს ბევრი საშუალო ზომის კომპანია იწყებს კომპანიაში მონაცემთა ინფრასტრუქტურის შექმნას და მათ ანალიზს. შესაბამისად, მოთხოვნა მონაცემთა ანალიტიკოსებზე კიდევ უფრო გაიზრდება წლების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, კვალიფიციური კადრების სიმცირე კვლავ უცვლელია.

ამიტომ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ საქართველოში მონაცემთა ანალიტიკოსის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 3500 ლარია.

მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა

14 ლექცია 42 საათი 7 კვირა

კარიერული გზა

თუ ამ მიმართულებით ხარ დაინტერესებული, მნიშვნელოვანია ისიც იცოდე, წინ როგორი კარიერული გზა გელის.

მონაცემთა ანალიტიკოსის სფერო მოიცავს აღწერით და სადიაგნოსტიკო ანალიზს და ნაწილობრივ საპროგნოზო ანალიზსაც. 

ამიტომ შემდეგი ეტაპი გადადის მონაცემთა მეცნიერის ხელში, რომელიც ამ ყველაფრის გარდა მომავალთან დაკავშირებულ კითხვებსაც სცემს პასუხს – წარსულ მონაცემებზე დაყრდნობით გვეუბნება რა შეიძლება მოხდეს მომავალში და გვირჩევს, თუ რა იქნება შემდეგი ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი მიზნის მისაღწევად.

გახსოვდეს, იმისათვის, რომ მონაცემთა ანალიტიკოსი გახდე, სულაც არ არის საჭირო კონკრეტული მიმართულებით გქონდეს განათლება მიღებული, რადგან ეს პროფესია ცნობისმოყვარე, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო არჩევანია.

ამიტომ, თუ მიმდინარე საქმიანობაში მონაცემთა ანალიტიკის ინტეგრაცია გსურს, ხარ მარკეტერი, Product Manager, ფინანსიტი ან/და სხვა ისეთი პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც მონაცემებთან/რეპორტინგთან უწევს შეხება, ისღა დამრჩენია გითხრა, Data Analytics-ის მომდევნო მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება