'მომავალი წლიდან შემეძლება...' - სალომე ვეკუა და მარიამ ზარქუა

blog-detail-img

წლის დასასრული სწორედ ის პერიოდია, როცა გასულ წელს ვაჯამებთ და მომავალი წლის მიზნებს ვისახავთ, ხოლო იმისთვის, რომ მომავალი წლიდან რაღაც შევძლოთ, პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა, რომ შეგვეძლოს ✨.

ამ ბლოგში კი მინდა Commschool-ის კურსდამთავრებულები, სალომე ვეკუა და მარიამ ზარქუა გაგაცნო, რომლებმაც 2022 წელს Content Management აირჩიეს, ახლა კი გვიზიარებენ, რა უნდათ, რომ შეძლონ მომავალი წლიდან.

Commschool-ში მოსვლისას კონტენტის მიმართულებით არაფერი არ ვიცოდი, ამ საქმის მხოლოდ პრაქტიკული ცოდნა მქონდა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, რადგან პრაქტიკასთან ერთად მაქვს თეორიული ცოდნა, რომელზე დაყრდნობითაც შევძელი დამოუკიდებლად კამპანიის დაგეგმვა, “ბრიფის” დაწერა, რამდენინე კომპანიის სოციალური არხებისთვის “კონტენტ ლაინების შექმნა და შემდეგ განხორციელება.’

გარდა ამისა, სალომე კურსის დასრულების შემდეგ Alumni Club-ის ფარგლებში Redberry-შიც დასაქმდა.

Commschool-ში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას თითქმის ყოველდღიურად ვიყენებ. განსაკუთრებ მაშინ, როდესაც ახალი კამპანია მაქვს ასაწყობი. ამ დროს ლექციებსაც თავიდან გავდივარ და პარალელურად ლექტორის მოცემილი რჩევა-დარიგებებიც მახსენდება.

სალომე დარმწუნებულია, რომ მომავალში ამ სფეროში იმაზე გაცილებით მეტი რამ ეცოდეინება, რაც დღეს იცის, რაც მას უფრო რთულ საქმეებთან შეჭიდების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, სალომე სამომავლო ნაბიჯებს კვლავ ჩვენთან ერთად გეგმავს და ამბობს, რომ ‘მომავალი წლისთვის ვგეგმავ motion design-ის სწავლას, რომელიც დარაბებს გამიხსნის და ამ სფეროს სხვა კუთხით დამანახებს.

სალომე ასევე ერთ პატარა რჩევასაც გვიზიარებს: ‘არაფერი არ შეიცვლება, თუ თავად არაფერს შეცვლი და თუ რამის შეცვლას გეგმავ, პირველი საკუთარი თავით უნდა დაიწყო.‘ ამიტომ მისი სამომავლო სურვილიც დიდი, რადიკალური და გრანდიოზულია:

მომავალი წლიდან შემეძლება, ისეთ ბრენდებთან თანამშოლობაზე დავიწყო ფიქრი, როგორიც მაგალითად შანელია.

ახლა კი მინდა, მარიამ ზარქუა გაგაცნო, რომელმაც Content Management-ის კურსის დასრულების შემდეგ Alumni Club-ის ფარგლებში სტაჟირება Maverik-ში გაიარა, რომელიც მისთვის დიდ სააგენტოებთან თანამშრომლობის პირველი გამოცდილება იყო: ‘კურსზე მიღებული ცოდნა და შესრულებული დავალებები უკვე პრაქტიკაში სხვადასხვა ბრენდთან მუშაობისას გამოვიყენე.’ ახლა კი მარიამი კარიერულ განვითარებას Senior კონტენტ კრეატორის პოზიციაზე Redberry-ში განაგრძობს.

როგორც ხედავ, მარიამისთვის 2022 წელი კარიერული კუთხით საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა:

ყველაზე დიდი და საჭირო ცვლილება ვფიქრობ იყო ის, რომ გავხდი მეტად თავდაჯერებული და საკუთარი შესაძლებლობების ვიწამე. მივხვდი, რომ ყველაფერი დროსთან და პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად მოდის და ვფიქრობ, არ არსებობს დავალება რომელიც დაუძლევადია.

მარიამი საკუთარ მოლოდინებზეც გვიყვება და ამბობს, რომ მისთვის მთავარი ამ ეტაპზე პროფესიულად განვითარება და წინსვლაა: ‘ეს პროცესი განსაკუთრებით მაშინაა სასიამოვნო, როცა გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და შენში ცნობისმოყვარეობა სულ უფრო და უფრო მეტად იმატებს.‘ ამიტომ, ფიქრობ, რომ:

მომავალი წლიდან შემეძლება, უფრო რთულ საქმეებს შევეჭიდო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა წინ.

ასე რომ, თუ შენც გინდა ახალ წელს მიზნების მიღწევითა და ახალი სურვილებით შეხვდე, აირჩიე შენ რა შეგეძლება ✊🏼🎉

ავტორი: მარი ბენიაიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება