"მამბერის" რედიზაინი- თორნიკე გორდეზიანის ფინალური ნაშრომი

blog-detail-img

რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, გრაფიკული დიზაინის სულ რაღაც ორთვიანი კურსის ბოლოს, ფინალურ ნაშრომად რეალურ რებრენდინგს რომ აკეთებ?! თორნიკე გორდეზიანმა სწორედ იმ კლუბის ლოგოს დიზაინზე იმუშავა, რომელთან ერთადაც წლებია, საქართველოს მთებს ლაშქრავს:

“ჩვენი ლოგო, რაც აქამდე გვქონდა, არასდროს მომწონდა და განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო კლუბის რებრენდინგზე მუშაობა, მისთვის იმ ვიზუალის მიცემა, რასაც იმსახურებს.”

შეგიძლიათ, შეათვალიეროთ, როგორ გამოიყურებოდა “მამბერის” ლოგო და როგორ დახვეწა ის თორნიკემ: 

თორნიკემ, გარდა Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის ტექნიკური ცოდნისა, მთავარი, რაც გრაფიკული დიზაინის კურსიდან მიიღო, კარგი დიზაინის შექმნის პრინციპებია:

“პროცესმა როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი კუთხით ბევრი შემძინა. გაცილებით დახვეწილი ნამუშევარი შევქმენი ვიდრე აქამდე გამიკეთებია და უფრო სიღრმისეულად ვუკვირდებოდი იმ დეტალებს,რაც კარგ ვიზუალურ კომუნიკაციას განსაზღვრავს.”

აქვე გადავხედოთ თორნიკეს ნამუშევარს, შემდეგ კი დეტალურად აღვწეროთ როგორ მივიდა ის აქმდე

თორნიკემ ლოგოში უამრავ დეტალზე იმუშავა. ვფიქრობთ, თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ის პროცესი უნდა იყოს, რომელიც მან დიზაინის დამუშავებისას, დასაწყისიდან ბოლომდე გაიარა.

კლუბის სახელი – “მამბერი” – სვანურ მითოლოგიაში მგლების ღმერთს ჰქვია. შესაბამისად, ლოგოზე ფიქრისას, პირველ რიგში, თორნიკესაც მგლის თავი ან ნაფეხური წამოუდგა თვალწინ:“დავიწყე იმაზე ფიქრი, რომელი უკეთ გამოჩნდებოდა თათი თუ თავი. თავის შემთხვევაში დავალება, თითქოს, უფრო მარტივი იყო; ათასნაირად შეიძლება მგლის დახატვა: პროფილში, ანფასში, რაიმე კონკრეტულ პოზაში და ა.შ.”

იმისათვის, რომ ლოგოსთვის მეტი უნიკალურობა შეეძინა, თორნიკემ ნაფეხურის დამუშავება არჩია: “ნაფეხურის შემთხვევაში, ერთი ნაფეხური გაქვს და რაღაც მართლა განსხვავებული უნდა შექმნა, რომ შეხედვისთანავე გაგახსენდეს, ”ეს მამბერი არაა?” 

თუმცა, გარდა ამისა, კლუბის თემატიკიდან გამომდინარე, თორნიკესთვის “ნაფეხურები” შინაარსობრივადაც უფრო მომხიბლავი იყო: “ჩვენ ხომ ჩვენს ნაფეხურებს ვტოვებთ ყველგან სადაც მივდივართ.”

ამ არჩევნის გაკეთების შემდეგ, ახალი სირთულე თათის გულის დიზაინი იყო. თორნიკეს მისი შერწყმა ლაშქრობასთან ასოცირებულ საგანთან უნდოდა; მოსინჯა კარვის ფორმაც, ჩვეულებრივი მთისაც, თუმცა, საბოლოოდ, ყველაზე ლამაზად ორწვერა უშბას გამოსახულება გამოჩნდა: “ორწვერა უშბა, რომელიც, ასევე, სვანურ საწყისებს გამოხატავდა, ძალიან ლამაზად ჩაჯდა სურათში. პატარა ჭრილიც დავუმატე, რომ უფრო აღქმადი ყოფილიყო, მთა რომ არის და არა უბრალოდ – თათის გული.”

თუმცა, გარდა სილამაზისა, ორწვერა მთის სიმბოლოში თორნიკემ “MAMBER”-ის “M”-ც დაინახა, რამაც ლოგოს კიდევ უფრო მეტი შინაარსი შესძინა და კლანჭების “ბედიც” საბოლოოდ გადაწყვიტა: “კლანჭებს თავიდან მომრგვალებულს ვხატავდი. ორწვერა მთას რომ შევხედე, რაღაცნაირად, M დავინახე, კლანჭების სიმრგვალეები გავასწორე და მამბერის ინიციალი ჩავმალე ლოგოში.”

თავისი საყვარელი კლუბის ლოგოს რედიზაინისას თორნიკემ საკუთარ თავს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. ამიტომაც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კურსის ლექტორისგან მიღებული თანადგომა და რჩევები: “თქვენი, როგორც კოორდინატორების შეფასებას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. არ მინდოდა იმედი გამეცრუებინა.”

გარდა ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, თორნიკემ Commschool-ში ის ჯგუფური ატმოსფეროც იპოვა, რომელიც მას დახვეწაში დაეხმარა: 

“კურსები ინტერნეტშიც დევს, მაგრამ აქ გუნდი სხედხართ, ერთმანეთის აზრს აზიარებთ, თუ რა არის კარგი და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ. შესაბამისად, ნამუშევარს განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებ, რაც გაცილებით მეტის მომტანია.”

და ბოლოს, თორნიკეს აზრით, Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსი ნამდვილად არის იმ მყარი ბაზისის მომცემი, საიდანაც შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ, რა მიმართულებით წახვალთ:

თუ მიჰყვები ლექციებს, ნამდვილად წაიღებ იმ ცოდნას, რაც დიზაინისთვისაა საჭირო და უკვე გეცოდინება, რა მიმართულებით იარო.”

შეგახსენებთ, რომ Commschool-ში გრაფიკული დიზაინის პროგრამა ეს ეს არის, დამთავრდა, ახალი კურსის მიღება კი უკვე დაიწყო. შემოგვიერთდი 👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება