ლიკუნა ხაზარაძის ფინალური პროექტი - კონტენტ მენეჯმენტის კურსდამთავრებული

blog-detail-img

“ყველაფერი, რაც საინტერესოდ გვეჩვენება, ცდად ღირს.” – სწორედ ამგვარი მცდელობა იყო ლიკუნა ხაზარაძისთვის Commschool -ის კონტენტ მენეჯმენტის კურსის გავლა და როგორც თავად ლიკუნა ამბობს – მცდელობა ნამდვილად წარმატებული გამოდგა:

თბილისის კომუნიკაციის სკოლის კურსდამთავრებულებიჩემს შემთხვევაში, კონტენტ მენეჯმენტის კურსის არჩევამ უკვე არსებული გამოცდილების განსხვავებულ ჭრილში დანახვის საშუალება მომცა. ვფიქრობ, ჩემმა მცდელობამ გაამართლა.”

კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტს ამზადებენ, რომლის ფარგლებშიც კონტენტ კამპანიას ქმნიან სხვადასხვა სოციალური მედია არხისთვის. ლიკუნას თქმით, პროექტზე მუშაობა მიღებული ცოდნის შეჯამების კარგი საშუალება აღმოჩნდა:

განსაკუთრებით საინტერესო ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო. პროექტი, ფაქტობრივად, კურსის განმავლობაში გონებაში დალაგებული აზრებისა და იდეების განხორციელების პირველი მცდელობაა.”

ლიკუნამ პროექტისათვის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” შეარჩია, რის შემდეგაც ლიტერატურისა და მწერლობის მეტი პოპულარიზაციისთვის კამპანია შექმნა. კამპანიის მთავარი იდეა გურამ დოჩანაშვილის ციტატების მკითხველამდე მიტანა, შედეგად კი მათი ლიტერატურით დაინტერესება იყო. ამ მიზნის მისაღწევად კი ლიკუნამ ილუსტრაციების, ვებინარებისა და მწერლის ვიდეო-ინტერვიუებისგან შემდგარი კონტენტ კამპანია დაგეგმა.

აქვე, გაეცანი ლიკუნას კამპანიას:

პროექტზე მუშაობისას, და, ზოგადად, მთელი კურსის განმავლობაში ლიკუნამ დაინახა, რომ კონტენტის ინსაითების წყაროდ ნებისმიერი რამ შეგიძლია, აქციო:

კურსის ფარგლებში რწმუნდები, რომ ნებისმიერი დეტალი შეგიძლია კონტენტის შესაქმნელად გამოიყენო.”

ნაპოვნი ინსაითების კონტენტად ქცევა კი მისთვის უკვე დაბრკოლება აღარაა:

კურსის ბოლოს, უკვე თამამად შეგიძლია თქვა – “მე ამისგან გავაკეთებ..” და, მართლაც, ყველაფერი რეალობად აქციო.”

ლიკუნას თქმით, შექმნილი სასწავლო ატმოსფერო ახალი გამოცდილებების გაცნობის საშუალებას აძლევდა:

“კურსზე სრულიად სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანები აღმოვჩნდით და მიუხედავად ამისა, – თუ სწორედ ამიტომ, ერთმანეთს ბევრი საინტერესო მიგნება გავუზიარეთ.”

მაქსიმალური ცოდნისა და კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღებაში კი ლიკუნა ლექტორის ძალისხმევას გამოარჩევს:

ლექტორში, ალბათ, ყველაზე მეტად გაგვიმართლა. მათ, ვინც Commschool-ის კონტენტ მენეჯმენტზე ჩაბარებას ფიქრობს, მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ იქ დაგხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ნებისმიერ კითხვას ამომწურავად უპასუხებს, გულღიად გაგიზიარებთ მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას და დაგარწმუნებთ, რომ თუ გულით მოინდომებთ, ყველაფერს გააკეთებთ.

კონტენტ მენეჯმენტის კურსის 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში ლიკამ კონტენტის მართვის პროცესი სრულად გაიცნო: ბრენდისა და მისი აუდიტორიის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი კონტენტ კამპანიისთვის კრეატიული იდეების მოფიქრება და დამოუკიდებლად დაგეგმვა, კამპანიის ელემენტების (ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალა) მომზადება და რაც მთავარია, კამპანიის დამოუკიდებლად ჩატარება. იმავე უნარების შეძენა შენც შეგიძლია და, რაც მთავარია, ამისთვის მონდომების გარდა არაფერი გჭირდება: კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შემოქმედებითი პროცესი და სოციალური არხები აინტერესებს. ამდენად, თუ გინდა, რომ, ლიკუნას მსგავსად, სხვადასხვა სოციალურ მედია არხში შენც შეძლო კონტენტ კამპანიის გაშლა, შემოგვიერთდი


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება