ამბები IT Project Management-ის კურსიდან - თინათინ წოტოიძე

blog-detail-img

მინდოდა უფრო მოთხოვნად, საინტერესო და განვითარებად სფეროში გადასვლა. ჩემი აზრით, ზუსტად ასეთია IT Project Management, ფაქტობრივად მომავლის პროფესიაა.

IT პროექტების მენეჯერებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ IT Project Manager-ის საშუალო ანაზღაურება საქართველოში 5000 ლარია. ხოლო, პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) მიხედვით, 2027 წლამდე 88 მილიონი პროექტის მენეჯერი დასჭირდებათ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სფეროში. სწორედ ამიტომ, ის მომავლის პროფესიად ითვლება.

თუ შენც გინდა, ისწავლო IT პროექტების მართვა Agile მეთოდოლოგიით, სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან მინდა ამ ბლოგში IT Project Management-ის კურსდამთავრებული – თინათინ წოტოიძე გაგაცნო.

თინათინი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ პროფესიის შეცვლა გვიანი არასდროსაა, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა დღითიდღე ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და პროფესიონალებზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, თინათინმა გადაწყვიტა IT PM შეესწავლა, რადგან დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, განვითარებადი და საინტერესო პროფესიაა.

კურსზე ყველაფერი გავიარეთ თანმიმდევრულად და ლოგიკურად. თეორია კარგად იყო შერწყმული პრაქტიკასთან. არსებული შეხედულებები უფრო მკაფიო და ნათელი გახდა.

კურსის დაწყების შემდეგ, ის ინფორმაცია რაც პროექტების მენეჯმენტის სფეროზე გააჩნდა, თინათინის თქმით, უფრო ლოგიკური გახდა. პრაქტიკაზე დაფუძნებული სილაბუსითა და ლექტორთან ყოველდღიური კომუნიკაციის საშუალებით, მან გამოიმუშავა საკუთარ თავზე მუშაობის უნარი.

ვიდეო გაკვეთილების მოსმენისგან განსხვავებით, კარგი იყო, რომ შემეძლო მიმეღო დროული და უფრო რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული უკუკავშირი ჩემს კითხვებზე თუ დავალებებზე.

კურსის ბოლოს, თინათინის თქმით, ის უკვე იყენებდა ყველა იმ ტერმინოლოგიასა და ინსტუმენტს, რაც თავიდან ძალიან უცხოდ და რთულად ეჩვენებოდა. ფინალურ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობისას კი მან არჩეულ თემატიკაზე კვლევა გააკეთა, რომლის დეტალები Jira-ზე გაწერა.

ყველა პუნტქი, რასაც ფინალურისთვის აკეთებ არის დიდი გამოცდილება, რადგან ეხები და უშუალოდ მუშაობ ისეთ პლატფორმაზე რაც აქამდე ძალიან რთული გეგონა.

თინათინი გვიზიარებს, რომ კურსმა დაანახა რეალურად რისი გაკეთება მოუწევს და როგორი იქნება სამუშაო გარემო. მისი თქმით რეალურად ყველაფერი სწავლადია და პროექტის ბოლოს ბევრად უფრო თავდაჯერებული ხდები რომ შეგიძლია რაღაცები 0-დან დაიწყო და ბოლომდე მიიყვანო.

ეს მხოლოდ შესავალია, ვფიქრობ კარგი დასაწყისი მაქვს და ვხედავ ჩემს თავს ამ სფეროში.

მათ კი ვინც IT PM-ით არის დაინტერესებული, თინათინი გირჩევს:

თუ ოდნავ მაინც ფიქრობ, რომ ეს მიმართულება შენს უნარებს შეესაბამება და გაინტერესებს, აუცილებლად უნდა სცადო. გვიანი არასდროს არ არის და ყველაფერი შენ მონდომებაზეა დამოკიდებული.

ასე რომ, თუ ხარ მონდომებული, გსურს მოემზადო მომავალი გამოწვევებისათვი და დაეუფლო ახალ პროფესიას პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით, აირჩიე IT Project Management. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება