ამბები IT Project Management-ის კურსიდან - ლიზა ძოწენიძე

blog-detail-img

ტექნოლოგიურად სწრაფად მზარდ სამყაროში დღითიდღე იზრდება მოთხოვნა IT სფეროს სპეციალისტებზე. მათ შორის, ყველაზე მოთხოვნადი IT პროექტების მენეჯერია. IT Project Management მოიცავს კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტის მართვას. ესენია, მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია, ვებსაიტი, მონაცემთა მართვისა და ბიზნეს ანალიტიკის გადაწყვეტილებების დანერგვა

თუკი IT სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება გსურს, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში გაგაცნობ ლიზა ძოწენიძეს, რომელიც IT Project Management-ს Commschool-ში დაეუფლა.

დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მომერგო ეს სფერო ჩემს ხასიათსა და პიროვნებაზე. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე საკმაოდ აქტიური, საინტერესო, გამოწვევებით სავსე როლი IT სფეროში - IT Project Manager

it-project-management-is-kursi-liza-dzotsenidze

ლიზას სწავლის დაწყებამდე ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონია. თუმცა, დიდი ინტერესისა და მოტივაციის გამო, ეს მისთვის დაბრკოლება არ ყოფილა. თანაც, კურსი IT ინდუსტრიაში დამწყებ პირებზეა მორგებული. სფეროს პროფესიონალი ლექტორებისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი კი ახალი გამოწვევის მარტივად დაძლევაში გეხმარება.

თუკი შენც ახალი კარიერული ნაბიჯისთვის ემზადები, ლიზას გამოცდილებას გაგიზიარებ:

არ ვიცოდი მომავალში რისი კეთება მსურდა ან როგორ უნდა დამეწყო რაიმე ახალი. ამაში Commschool-ი დამეხმარა. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არსებობს მსგავსი შესაძლებლობა, რომელიც ადამიანებს ამხელა განვითარების შანსს აძლევს.

ლიზა აღნიშნავს, რომ სწავლის პროცესი მისთვის საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. ეს კი სწორად შერჩეული კურსის დამსახურებაა. პროგრამა ინტერაქციულ და ინფორმაციულ ლექციებს მოიცავდა, რომელსაც მარიამ ბაქრაძე უძღვებოდა. ამიტომ, ლიზას მოლოდინები სრულად გამართლდა.

IT პროექტების მართვის ფინალური პროექტი

მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებისა და ამ სფეროში განვითარების მიზნით, ლიზა სამომავლოდ IT Project Managementის მიმართულებით აპირებს დასაქმებას. ამაში მას დაეხმარება ფინალური პროექტიც, რომელიც მისი შეფასებით იყო ყველაზე კარგი დასასრული, რაც კი ამ კურსის ბოლოს შეიძლებოდა ყოფილიყო.

ფინალური პროექტის ფარგლებში ლიზამ კომპანიისთვის პროექტის გეგმა შეიმუშავა მობილური აპლიკაციის შესაქმნელად. კურსის განმავლობაში Wireframe-ის გაკეთებაც შეისწავლა, რაც აპლიკაციის სატესტო ვერსიის აწყობისას გამოიყენა.

რას ისწავლი IT Project Management-ის კურსზე?

კურსის განმავლობაში ისწავლი IT პროექტების მართვის Agile მეთოდოლოგიას, Scrum Framework-ის მიხედვით. დაეუფლები ამ პროცესში საჭირო აქტუალური ხელსაწყოების გამოყენების მეთოდებს (Jira, Confluence, Clickup, Trello, Miro). ასევე, გაეცნობი IT პროექტის განხორციელებაში ჩართული ადამიანების სხვა როლებსაც. ასე რომ, აუცილებლად იპოვი შენს ინტერესებზე მორგებულ პროფესიას. 

გარდა ამისა, კურსის განმავლობაში აქტიურად მიიღებ სხვადასხვა სახის რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული განვითარების კუთხით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება შესაძლებლობა, მიიღო ექსკლუზიური სამუშაო შემოთავაზებები ან სტაჟირება Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან.

ასე რომ, IT პროექტების მართვით დაინტერესებულ ადამიანებს ლიზა ურჩევს:

ვისაც აინტერესებს IT Project Management-ის მიმართულება, ვურჩევდი, რომ საბაზისო ცოდნა ამ კურსის გავლით დაიწყონ. ეს კურსი მათ დაკვალიანებაში ძალიან დაეხმარებათ.

თანაც, თუკი სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობა შენთვის საინტერესოა, IT სფერო გულგრილს არ დაგტოვებს:

ვფიქრობ, სიახლეები არასოდეს მოაკლდება ამ სფეროს, რაც ყოველთვის რაღაც ახლის შესწავლის და ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას მომცემს.

ამგვარად, თუკი ლიზას მსგავსად შენც გიზიდავს მუდმივად განვითარებადი, სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე ტექნოლოგიურ სფერო, მაშინ ეს კურსი შენთვისაა! შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება