ამბები IT პროექტების მართვის კურსიდან - ნინო ნამორაძე

blog-detail-img

ციფრული მარკეტინგის მუდმივად განვითარებად სფეროში, წარმატებისკენ სწრაფვა, ზოგჯერ, IT პროექტების მართვის შესწავლასაც მოითხოვს. თუნდაც, იმ მიზეზით, რომ ციფრული მარკეტინგული კამპანიების შესრულება, დაგეგმვითა და ორგანიზებით, გაცილებით ადვილი და ეფექტურია.

ნინოც, თავდაპირველად, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდა, მაგრამ IT პროექტების მართვის სფეროში რამდენჯერმე მოუწია ჩართვა. ამან კი განაპირობა, მისი ინტერესის ზრდა პროექტების მართვის პროცესებისადმი და მათი უფრო სრულყოფილად დაუფლების სურვილი.

მას Commschool-ში კონტენტის მართვის კურსიც აქვს გავლილი. ამ გამოცდილებამ კმაყოფილი დატოვა და გამოიწვია IT პროექტების მართვის სფეროშიც, კომუნიკაციის სკოლისადმი, ხელახალი ნდობის გამოცხადება.

„ძალიან მიხარია, რომ კურსმა გაამართლა ჩემი მოლოდინები.’’​

მოლოდინების გამართლებასთან ერთად, ნინომ შეიძინა ცოდნა და IT პროექტების მართვის სფეროში განვითარების საფუძველი. დამატებით, კომუნიკაციის სკოლამ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით შეძლო და კურსი ღირებულად და სასარგებლოდ გადააქცია. ლექტორის მზაობამ კი, და გამოცდილების გაზიარებამ, ბევრად ნათელი გახადა პროექტების მართვის სფეროში არსებული საკითხები. ამით, ნინოს საშუალება მიეცა უფრო სიღრმისეულად დაუფლებოდა მისი ინტერესის საგანს. 

IT პროექტების მართვის პროგრამა

13 ლექცია / 39 საათი / 7 კვირა

IT პროექტების მართვის ფინალური პროექტი და საბოლოო ნაბიჯები

ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ფინალურ პროექტზე მუშაობა გახლდათ, სადაც ლექციებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა. ეს ყველაფერი საბოლოო პროექტის კომპლექსურობის ბრალია, მაგრამ ამავე პროექტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა კურსის ეფექტურობაშიც.

„ფინალურ პროექტზე მუშაობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კურსის განმავლობაში მივიღე ის ცოდნა და გამოვიმუშავე ის უნარები, რომლებიც სამომავლოდ ძალიან დამეხმარება რეალურ პროექტებზე მუშაობისას.’’

ფინალური პროექტის წარმატებამ, ლექტორის პროფესიონალიზმა, ახსნის სიზუსტემ და დეტალურად გადმოცემულმა ინფორმაციამ, ნინოს, საკმაოდ მრავალფეროვანი და საფუძვლიანი ცოდნა დაუტოვა. თანაც, ლექტორის დამოკიდებულებასთან ერთად, აღსანიშნავია Commschool-ის გვერდში დგომა და ყურადღებაც. სწორედ ეს ფაქტორები გახლდათ მიზეზები იმისა, რამაც ნინოს ინტერესს განვითარების საშუალება მისცა.

„ყველას, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მართვა, თუნდაც 0-დან იწყებდეს, ვურჩევ ამ კურსის გავლას, რადგან მიიღებთ საკმაოდ მრავალფეროვან და საფუძვლიან ცოდნას იმისთვის, რომ შემდეგ შეძლოთ განვითარება.’’

ამ მრავალფეროვანმა და საფუძვლიანმა ცოდნამაც განაპირობა საკუთარ ინტერესებში დარწმუნება. თანაც, მან, კომუნიკაციის სკოლის საშუალებით, მიაგნო საკუთარი განვითარების სფეროს. ამან კი გაუჩინა ამბიცია უფრო მეტის მიღწევისა და საინტერესო პროექტებზე მუშაობისა.

IT პროექტების მართვის კურსმა, ნინოს, კიდევ ერთი ახალი პროფესია შესძინა. ვფიქრობ, თავად შენთვისაც შესაძლოა გახდეს ეს კურსი ახალი გამოცდილების დაწყების მოტივიცია. ამისთვის, უბრალოდ, საჭიროა, რომ შემოგვიერთდე. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება