IT პროექტების მენეჯმენტი: მარიამ ჩხოლარია კურსის შესახებ

blog-detail-img

ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერაში კომპანიები ცდილობენ, არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს და მათ მომხმარებლებს ციფრული პროდუქტები და სერვისები შესთავაზონ. ახალი იდეების წარმატებით განსახორციელებლად თუ არსებულის გასაუმჯობესებლად მათ IT პროექტების მენეჯმენტი ეხმარება. ეს მიმართულება ციფრული პროექტების ეფექტურად დაგეგმვასა და აღსრულებას უზრუნველყოფს.

თუ ციფრული პროდუქტების შექმნისა და განვითარების პროცესებით ხარ დაინტერესებული, ამ ბლოგს გაეცანი. მარიამ ჩხოლარია, ჩვენი კურსდამთავრებული, საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებს IT პროექტების მართვის პროგრამის შესახებ.

მარიამი IT პროექტების მენეჯმენტის კურსით დიდი ხანია, რაც დაინტერესებული იყო. რეკომენდაცია მისი მეგობრისგან მიიღო და თავადაც გაუჩნდა სურვილი, რომ ეს სფერო შეესწავლა.

მახსოვს, როცა პირველად გავიგე ეჯაილ მეთოდოლოგიის შესახებ, აღფრთოვანებული ვიყავი, მომწონდა მისი ფილოსოფია და მინდოდა ამის ნაწილი მეც ვყოფილიყავი. 

უბრალოდ სფეროს შეცვლა ხომ ასეთი მარტივი ამბავი არ არის? ბიზნესის ბაკალავრი და მაგისტრი ვარ, მეექვსე წელია მარკეტინგში ვარ და უცებ ჰოპ და სრულიად ახალ ინდუსტრიაში, არ არის მარტივი ნაბიჯი. მაგრამ ისიც მახსოვდა, რომ თანამედროვე ადამიანს არ უჭირს სფეროს შეცვლა, ის არ მიუძღვნის თავს ერთადერთ პროფესიას და უფრო მარტივად ლავირებადი იქნება, გაივლის ადაპტაციას, შეელევა კონკრეტული მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებას და ახალ საქმეში გადაეშვება თავით.

ამიტომ მაინტერესებდა, რომელი პროფესია შეესაბამებოდა ამ სფეროში ჩემს უნარებსა და გამოცდილებას და დავიწყე ფიქრი, ინფორმაციის მოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ექაუნთ მენეჯერი ვიყავი და ჩემი მთავარი ძალა კომუნიკაციის უნარი იყო, IT პროექტების მენეჯერის როლით დავინტერესდი. მივხვდი, რომ ბევრი აქვს საერთო ამ ორ პროფესიას, თითქოს ორივეში გჭირდება ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები, ლიდერობა, გუნდებს შორის კოლაბორაცია, მონიტორინგი, შედეგების ანალიზის უნარი. ალბათ სხვა ბევრი საერთოც აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა.”

 

კურსის განმავლობაში ვიყენებდით ისეთ პლატფორმებსა და აპლიკაციებს, რომლებიც დღემდე მიმარტივებს ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტას.

IT პროექტების მენეჯმენტი: რას მოიცავს კურსი?

კურსის მიმართ მარიამის მოლოდინები ნამდვილად გამართლდა და იმაზე მეტად საინტერესო გამოცდილება მიიღო კურსის განმავლობაში, ვიდრე ელოდა. მისი აზრით, ეს განაპირობა ყოველი ლექციის შემდეგ შესასრულებელმა დავალებებმა, რომლებიც მჭიდრო კავშირში იყო განვლილ თეორიულ მასალასთან. აღნიშნული სავარჯიშოებით სტუდენტები ცოდნას პრაქტიკაში ცდიდნენ და ხვეწავდნენ. მისი თქმით, ეს კურსი საკმაოდ თანმიმდევრული იყო და აქ დაგროვებული ცოდნა უკვე შეუძლია გამოიყენოს არა მხოლოდ IT პროექტების ჭრილში, არამედ ნებისმიერ საკითხში.

IT პროექტების მართვა

13 ლექცია | 39 საათი | 7 კვირა

მახსოვს პირველი სიმულაციური პროექტი, სადაც ყველას სხვადასხვა როლი გვქონდა განაწილებული. შეხვედრებს ისე რეალურად ვატარებდით და სიმულაციურ პროექტსაც ისე სერიოზულად ვუდგებოდით, მგონია, რომ უკვე სამუშაო გამოცდილებაც კი მაქვს ამ სფეროში.

საინტერესო იყო სილაბუსიც და ლექტორიც. მარიამი აღნიშნავს, რომ შეიძლება ბევრი რამ წიგნებშიც და სხვა ელექტრონული წყაროებიდან ამოიკითხო, მაგრამ შეუფასებელია ის გამოცდილება, რომელსაც ლექტორი სტუდენტების უზიარებდა. ეს ცოდნა მხოლოდ მუშაობის პროცესში მოდის. მარიამისთვის სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენაც, რომ კურსის ფარგლებში ნასწავლი ტექნიკებისა და მიდგომების გამოყენება ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად არის შესაძლებელი, იქნება ეს რისკების გაზომვა, თუ წინასწარი პროგნოზირება.

ფინალური პროექტი

ფინალურ ინდივიდუალურ პროექტზე სტუდენტების პროგრამის დასასრულს მუშაობენ, რომელიც მიღებული ცოდნის ერთგვარი შეჯამებაა. მარიამი აღნიშნავს, რომ საკმაოდ მოცულობითი დავალების მიუხედავად, მასზე მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. პროექტს დიდ დროს უთმობდა, საათების განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობდა, ვერ შორდებოდა და ამავდროულად, პროცესში დიდ სიამოვნებას იღებდა.

ვფიქრობ უკვე ბევრი რამ აღმოვაჩინე ამ სფეროშიც და საკუთარ თავშიც. არასდროსაა გვიან, ვიპოვოთ საყვარელი საქმე, შესაფერისი ინდუსტრია და გარემო. და არც ის არის პრობლემა, მივატოვოთ მას შემდეგ, რაც მოვიწყენთ. ძალიან მრავალფეროვან სამყაროში ვცხოვრობთ, განუსაზღვრელი შესაძლებლობებით და არასდროს უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის სხვადასხვა პერსპექტივიდან აღმოჩენა.

ვისაც სფეროს სრულად შეცვლა უნდა და ფიქრობს, ღირს თუ არა ყველაფრის თავიდან დაწყება, მარიამი ამ ნაბიჯის გადადგმას აუცილებლად გირჩევთ. ჩვენ კი ახალი გამოწვევებისთვის Commschool-ში გელით! შემოგვიერთდი და დაიწყე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა პროფესიონალ ლექტორთან ერთად!

კურსები მენეჯმენტის მიმართულებით:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება