ამბები IT ბიზნეს ანალიტიკის კურსიდან - ელა მამასახლისი

blog-detail-img

ელა მამასახლისმა IT ბიზნეს ანალიტიკის კურსი Commschool-ში გაიარა. ამ გადაწყვეტილების მოტივი სფეროს აქტუალურობა და პერსექტიულობა გახლდათ. თანაც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევდა ანალიტიკოსებთან თანამშრომლობა, დამატებით, სხვადასხვა პროცესის გაციფრულება და პროგრამულ დანერგვაში ჩართულობა. 

ამიტომაც, “რატომაც არა?!” გახლდათ მისი დევიზი, რამაც ბიზნეს ანალიტიკის შესახებ ცოდნის გამდიდრებასა და ახალი გამოცდილების ათვისებას შეუწყო ხელი

„მნიშვნელოვანი გავლენა, ალბათ, პირველ რიგში, მოახდინა თავად კურსის სილაბუსმა."

კურსის სილაბუსი, კი, ხელმისაწვდომია და კურსის დაწყებამდე ყველას შეუძლია გაცნობა. ელამაც, მისი გაცნობისა და დიდხნიანი ფიქრის შემდგომ ნდობა კომუნიკაციის სკოლას გამოუცხადა და მასში IT ბიზნეს ანალიტიკის სწავლა საჭიროდ მიიჩნია.

თავდაპირველად, IT ბიზნეს ანალიტიკის სფეროსთან თეორიული შეხება არ ჰქონია. ამასთანავე, ახალი საკითხავისა და ტერმინების გამოჩენამ ერთგვარი გამოწვევაც გაუჩინა. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მან კომუნიკაციის სკოლის საშუალებით, მაინც შეძლო მათზე მუშაობა და მათი ათვისება.

„კურსის ფარგლებში გიწევს სერიოზულად მუშაობა როგორც ლექტორთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად"

მან კი საჭირო მონდომებითა და ამბიციით შეძლო უცნობ სფეროში გზის გაკვლევა. ამ თვისებებმა კი ასევე განაპირობა ფინალურ პროექტზე ინდივიდუალურად მუშაობა. ეს კი მისთვის ყველაზე ღირებული ნაწილი გამოდგა. თანაც, მისი ფინალური პროექტი ონლაინ მაღაზიის შექმნას ითვალისწინებდა.

IT ბიზნეს ანალიტიკის კურსის გამოცდილება და ფინალური პროექტი

ელა მიღებული გამოცდილების ფონზე, მომავალში, IT ბიზნეს ანალიტიკის სფეროთი დასაქმების შესაძლებლობას განიხილავს. 

„კურსის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში,როგორც შემავსებელ ცოდნას.’’

გარდა სამომავალო პერსპექტივებისა, იგი ასევე საუბრობს კომუნიკაციის სკოლის დადებით მახასიათებლებზეც. მაგალითად, IT ბიზნეს ანალიტიკის კურსის მანძილზე შექმნილ კომფორტულ ატმოსფეროსა და ლექტორების ორგანიზებულობაზე, სტუდენტებისადმი დახმარების სურვილზე.

"ლექტორი მაქსიმალურად ცდილობდა რეალობასთან მიახლოებული გარემოს შექმნას, რათა ჩვენ თავი გვეგრძნო არა სტუდენტებად, არამედ ნამდვილ ბიზნეს ანალიტიკოსებად''

დამატებით, ლექციების განმავლობაში ყველანი ინდივიდუალურად იღებდნენ ლექტორისგან დეტალურ უკუკავშირს. ამგვარმა პროცესმა, კი, საბოლოო პროექტზე მუშაობა ზედმეტად გაამარტივა.

მითუმეტეს, კურსს თავისი კურატორიც ჰყავდა, რომელმაც სწავლების პროცესი სტუდენტებზე ორიენტირებული გახადა. კურატორს შეეძლო ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფად და ამომწურავად მიწოდება, დამატებით, უკუკავშირების მოსმენა. ამან კი ელას ეფექტურ სწავლებაზე დადებითად იმოქმედა.

https://www.youtube.com/watch?v=j9As-4bj_hI

დაინტერესებულ პირებს ვურჩევდი, რომ ნუ შეეშინდებათ სიახლეებისა და გამოწვევების. კურსი იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმატებით დაძლიოთ იგი და გახვიდეთ ფინალში.’’

გარდა ამისა, ასევე აღნიშნავს, რომ ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ეს კურსი მისცემს საბაზისო ცოდნის მიღების საშუალებას. დამატებით, შეეძლებათ იმის განსაზღვრა თუ რისი კეთება უწევთ, ყოველდღიურობაში, ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს. მაგრამ მის მიხედვით, ყველაზე მთავარი, მაინც, ამ სფეროს წარმომადგენლებად თავის შეგრძნებაა.

ამის დემონსტრაცია საკუთარი შრომით შექმნილი ინდივიდუალური პროექტიცაა, რაშიც კომუნიკაციის სკოლის ლექტორები და კურატორები ეხმარებოდნენ. ასევე, უზიარებდნენ მათ გამოცდილებასა და ცოდნას.

ამან და დამატებით, ლექტორის მზაობამ, დეტალურად მიცემულმა უკუკავშირმა და სიახლეებისადმი ღიაობამ, ელა მოხიბლა. ამ ყველაფერმა გამოიწვია, ბიზნეს ანალიტიკის კურსის დასრულების შემდგომ უფრო მეტი სურვილი. სურვილი საკუთარი თავის უფრო მასშტაბურ პროექტებში ჩართვისა და განვითარებისა.

ელა მაგალითია იმისა თუ როგორაა შესაძლებელი მონდომებითა და სურვილით,  IT ბიზნეს ანალიტიკის სფეროში, სამუშაო პროცესების ეფექტურობა. მან საკუთარი მიზანი არ დაკარგა, განავითარა და სიძნელეები გადალახა. ამგვარი რამ შენც შეგიძლია. მთავარია შემოგვიერთდე.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება