IT ბიზნეს ანალიტიკა - ნინო კანთელაძე კურსის შესახებ

blog-detail-img
IT ბიზნეს ანალიტიკა nino kanteladze it biznes analitikis kursis shesaxeb (1)

IT ბიზნეს ანალიტიკა ერთმანეთთან აკავშირებს ინფორმაციული ტექნოლოგიებსა და ბიზნესს. ამას კი მონაცემთა ანალიზის საშუალებით აღწევს. კერძოდ, იკვლევს ბიზნეს მოთხოვნებსა და საჭიროებებს, მიმდინარე პროცესებს და დაინტერესებული მხარეებისთვის მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოოდ კი უზრუნველყოფს ციფრული პროდუქტის წარმატებით შექმნასა და ფუნქციონირებას.

ტექნოლოგიური ტენდენციებიდან გამომდინარე IT ბიზნეს ანალიტიკოსებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია და შესაბამისად, მაღალია მათი ანაზღაურებაც. ამიტომ, თუ ანალიტიკური უნარ-ჩვევებით გამოირჩევი და ციფრული სამყაროც შენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამ ბლოგს გაეცანი. IT Business Analysis-ის კურსდამთავრებული, ნინო კანთელაძე მოგიყვება მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.

ბიზნეს ანალიტიკა

ნინო 2019 წლიდან ანალიტიკის სფეროში საქმიანობს. 3 წელი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მუშაობდა ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. ამჟამად კი ციფრული მმართველობის სააგენტოში ბიზნეს პროცესებისა და ინფორმაციული სისტემების ანალიტიკოსია. პროექტები, რომლებზეც ნინო მუშაობდა, Waterfall მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა და დეველოპმენტის ეტაპზე ანალიტიკოსის აქტიურ ჩართულობას არ საჭიროებდა. თუმცა, როგორც აღნიშნავს, მიდგომები შეიცვალა და დღეს  თითქმის ყველა ციფრული პროექტი Agile მეთოდოლოგიაზე გადავიდა:

ეს ცვლილებები ბიზნეს ანალიტიკოსს დეველოპმენტ გუნდის განუყოფელ ნაწილად მოიაზრებს და მათთან ერთად ყოველდღიურად არის ჩართული Agile ცერემონიებში. შესაბამისად, საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური უნარების შეძენა დეველოპერებსა და ანალიტიკოსს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემ მიერ IT ბიზნეს ანალიტიკის კურსის გავლა.

პროფესიული განვითარებისთვის ნინომ IT ბიზნეს ანალიტიკის კურსის გავლა გადაწყვიტა. ბევრი ძიებისა და ფიქრის შემდეგ, საბოლოოდ, გადაწყვეტილება თანამშრომლის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო და commschool-ს შემოუერთდა. 

IT ბიზნეს ანალიტიკა: რას ისწავლი კურსზე?

კურსმა ნინოს მოლოდინები ნამდვილად გაამართლა. მისთვის ღირებული აღმოჩნდა Jira-ს პრაქტიკული მიმოხილვა, რაც პირდაპირ დაეხმარა სამუშაო პროცესში. პროგრამის ფარგლებში შეისწავლა სამუშაოს ფარგლების განსაზღვრა, მოთხოვნების შეგროვების განსხვავებული ტექნიკები და მიდგომები. კურსის გავლის შემდეგ უკვე შეუძლია ტექნიკური დოკუმენტის მომზადება აღსრულებისთვის, მისი მონიტორინგი და გაშვება, პროდუქტის ამჟამინდელი და სამომავლო მდგომარეობის ანალიზი და რისკების შეფასება.

IT ბიზნეს ანალიტიკა

თორნიკე ზაალიშვილთან ერთად

ციფრული პროდუქტის შესაქმნელად ერთ-ერთი უმთავრესს როლს IT ბიზნეს ანალიტიკოსი ასრულებს. სწორად გაკეთებული ანალიტიკის გარეშე ღირებული პროდუქტის შექმნა წარმოუდგენელია.

სწავლის განმავლობაში ნინოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლექტორის მიდგომა იყო. ის არცერთი სტუდენტის კითხვას არ ტოვებდა ამოუწურავი, პრაქტიკული მაგალითებით გაჯერებული პასუხების გარეშე. ასევე, აღსანიშნავია მისი მზაობა, დახმარებოდა სტუდენტებს როგორც სალექციო საათებში, ასევე მის მიღმაც.

ფინალური პროექტი

ის, რაც commschool-ის კურსებს გამოარჩევს, არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. სტუდენტები სწავლობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას და მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებენ. ფინალური პროექტი კი პროგრამის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ ამა თუ იმ პროდუქტის შექმნაზე.

ნინოს ფინალურ პროექტს სასტუმროების ჯავშნის ელექტრონული სისტემა წარმოადგენდა, სადაც მომხმარებელს სასურველი სასტუმროს არჩევა და სასურველი თარიღითა და პირობებით დაჯავშნა შეეძლო. ასე აღწერს ნინო მასზე მუშაობის პროცესს:

პროექტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო ლექტორის, როგორც სტეიკჰოლდერის, ჩართულობა, სტეიკჰოლდერის მოთხოვნების ზუსტი იდენტიფიცირება და ბიზნეს პროცესის სწორი გაანალიზება არის პროექტის წარმატების წინაპირობა. ჩემს პროექტზე მუშაობისას სწორედ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი.

რადგანაც კურსი მთლიანად არის დაფუძნებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე, ნინო უკვე თავისუფლად იყენებს მიღებულ ცოდნას თავის საქმიანობაში.  მისი აზრით, პროგრამა მომავალ სტუდენტებს არა მხოლოდ IT ბიზნეს ანალიტიკოსის, არამედ Product Owner-ის უნარების განვითარებაშიც დაეხმარებათ, რადგან იგი პროექტის სრულ სასიცოცხლო ციკლს მოიცავს.

ასე რომ, თუ გსურს, ციფრული პროდუქტების შექმნისა და მართვის პროცესში ჩაერთო, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო. აირჩიე IT ბიზნეს ანალიტიკა და შემოგვიერთდი commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება