გვანცა ოქროპირიძის ფინალური ნაშრომი - Motion Design-ის კურდამთავრებული

blog-detail-img

Motion Design-ის კურსდამთავრებულებმა, ფინალური გამოცდის ფარგლებში, ბრიფებზე დაყრდნობით, 30 წამიანი Explainer ვიდეოები შექმნეს. სტუდენტების საბოლოო დავალება კი რეალური დამკვეთისგან მიღებული ბრიფების ანალოგი იყო. მათ ორი კომპანიის შესახებ შესაბამისი ორი ბრიფი წარედგინათ, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ და მასზე შეექმნათ “motion” ვიდეო.

კურსდამთავრებულმა გვანცა ოქროპირიძემ, Motion Design-ის ფინალურ პროექტად, ონლაინ მაღაზიის Explainer ვიდეოს გაკეთება გადაწყვიტა. გვანცას აზრით, ფინალურ პროექტზე მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა:

“მიუხედავად იმისა, რომ ორი ბრიფი გვქონდა, მაინც ყველას ნამუშევარი სხვადასხვანაირი იყო, ყველამ თემატურად განსხვავებულები გავაკეთეთ და შედარება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პრეზენტაციაზე კარგად გამოჩნდა, თუ რამდენნაირად შეიძლება გაკეთდეს იდენტური მასალიდან საბოლოო პროდუქტი. ჩემი კონკრეტული ბრიფი ძალიან გამართული და დაწყობილი იყო, რამაც ძალიან გამიმარტივა მუშაობა და მეტი დროც დავუთმე ანიმაციას”.

გვანცას თქმით, Motion Design-ის შესწავლა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მისი მოლოდინები გამართლდა.

"კურსის განმავლობაში, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, ბევრი რჩევა მივიღე და კომპლექსურ საკითხებთან სწორად მიდგომის საშუალებაც მქონდა. იყო საკითხები, რაზეც ვფიქრობდი, რომ ვერ გავიგებდი ან ვერ გავაკეთებდი, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი Motion Design-ის სწავლას და ზუსტად ის მიზანი მქონდა, რაც საბოლოოდ მივიღე ამ კურსისგან. კურსის განმავლობაში, ასევე, მოძრავი დიზაინის სხვადასხვა მიმართულებებს გავეცანი, რაზეც იქამდე არ მქონია წარმოდგენა. როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა მივიღე და, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი"

აქვე, გაეცანი გვანცას ფინალურ ნაშრომს:

როგორც ჩანს, Commschool-ის დახმარებით, გვანცამ საკუთარ მიზანს, საკმაოდ მოკლე ხანში, ხარისხიანად მიაღწია. ხოლო კითხვას, რას ნიშნავს შენთვის, იყო “ქომსქულელი” და ურჩევდი თუ არა სხვებსაც Commschool-ში ჩაბარებას, ერთმნიშვნელოვნად უპასუხა:

"საკმაოდ დიდ ხანს ვარჩევდი სკოლას, თუ სად ვისწავლიდი და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მომწონს Commschool-ის მიდგომა და პასუხისმგებლობა, რომ რეალურად, შედეგი დადოს და ცოდნა მიიღონ ადამიანებმა და უბრალოდ არ დარიგდეს სერთიფიკატები. ვისაც სურს, პრაქტიკულად მიიღოს შედეგი და ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნაზე, უპირობოდ ვურჩევ Commschool-ს"

Motion Design: კურსის შესახებ

თუკი Motion Design გაინტერესებს, მაგრამ არ გაკმაყოფილებს მხოლოდ ონლაინ რესურსით განვითარება, ზუსტად იმ ღილაკს აწვები, რომელიც Youtube-ის ტუტორიალშია ნაჩვენები, მაგრამ რაღაც მაინც ვერ გამოდის ისეთი, Commschool-ში მის შესასწავლად წინაპირობები არ მოგეთხოვება, მთავარი ინტერესი და სურვილია. კურსი ისეა შედგენილი, რომ სულ 16 ლექციის, ჯამში კი 48 საათის განმავლობაში, მიიღებ საფუძვლიან ცოდნას და, რაც მთავარია, პრაქტიკულ დავალებებზე მუდმივად იმუშავებ. 

კურსის დასრულების შემდეგ კი შეგეძლება ნებისმიერი სახის გრაფიკული გამოსახულების გაცოცხლება, სარეკლამო რგოლების შექმნა, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალასთან მუშაობა After Effect-ში და ა.შ. რაც უპირველესია, შეძლებ დამკვეთისგან მიღებული ბრიფის სწორად გააზრებას, პროექტის სირთულისა და ბიუჯეტის განსაზღვრას და ორგანიზებულად მუშაობას. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Commschool-ში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებულები ავტომატურად ირიცხებიან. კლუბის წევრები, სკოლისგან მიიღებენ მხარდაჭერას კარიერული განვითარების მიმართულებით, ეს კი გულისხმობს, პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. 

დაბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ Motion Design-ის შემდეგი მიღება დაწყებულია, რეგისტრაციის გავლა უკვე შეგიძლია! შემოგვიერთდი.


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება