გრაფიკული დიზაინის კურსიდან Space-ში 🚀

blog-detail-img

"COMMSCHOOL-ის რეკომენდაციებით გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულებიდან ძალიან მალევე მივიღე რამდენიმე შეთავაზება სხვადახვა კომპანიიდან, თუმცა საბოლოოდ სფეისის გუნდს შევუერთდი როგორც გრაფიკული დიზაინერი."

სოფო ლეკიშვილი გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია, რომელიც ორთვიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ Space-ის გუნდს შეუერთდა და ახლა, არც მეტი, არც ნაკლები, მათი დიზაინერია. თავიდან სოფოც მათ რიგებში იყო, ვინც სწავლა სულ, სულ 0-დან დაიწყეს, მაგრამ პრაქტიკულ დავალებებსა და ფინალურ პროექტზე მუშაობამ პირდაპირ სფეისისკენ გაუხსნა გზა.


"სფეისში პირდაპირ commschool-იდან მოვხვდი - კურსის დასრულების შემდეგ ჩემს ფინალურ პროექტზე მათ ბლოგში მოვყევი. სწორედ ეს ბლოგი ნახეს Space-ში და დამიკავშირდნენ. გავიარე რამდენიმე ეტაპი და დღეს მათი გუნდის წევრი ვარ."

გრაფიკული დიზაინის პროგრამის ფინალური პროექტი:

რომ არ გადავდოთ, აქვე მოგიყვები სოფოს ფინალურ ნაშრომზე, რომელმაც მის პორტფოლიოშიც მოიპოვა კუთვნილი ადგილი და წარმატების გზისკენ მიმავალი საგზურიც აღმოჩნდა.

გრაფიკული დიზაინის კურსის ფინალურ პროექტად კურსის მონაწილეები რომელიმე ქართული ბრენდის დიზაინს საკუთარი ინტერპრეტაციით ანახლებენ, მუშაობენ Photoshop / Illustrator-ში და კურსზე მიღებულ გამოცდილებას საბოლოოდ ერთ ნაშრომში კრავენ.

„ფინალური პროექტი თავის თავში მოიცავს საკუთარი თავის შეფასებას, იმ უნარების და ტექნიკის გამოყენებას, რომელიც კურსის განმავლობაში დაფარე“

სოფო ლეკიშვილმა კი თავისი ფინალური პროექტის იდეად თოლიას ნაყინი შეარჩია.

"მინდოდა, რომ ლოგო და ზოგადად ბრენდის ვიზუალური იდენტობა ყოფილიყო მარტივი, ფერადი და დახვეწილი, თუმცა კავშირი არ დაეკარგა საკუთარ ისტორიასთან“

პროექტზე მუშაობა, მისი თქმით, საოცრად საინტერესო იყო, რა დროსაც იგი მხოლოდ საკუთარ უნარებს, ფანტაზიასა და წარმოსახვას მიჰყვებოდა.

„პროექტზე მუშაობის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ლექტორი, რომელიც თითოეულ ნაბიჯზე გეხმარება შენი ნამუშევარი უფრო ახლოს იყოს იდეალურთან. და ბოლოს ხვდები, რომ შედეგი იმაზე უკეთესია, ვიდრე წარმოიდგენდი“

რაც შეეხება გამოცდილებებს, სოფო გრაფიკულ დიზაინს ჯადოსნურ ჯოხს ადარებს, რომელიც

„...გეხმარება, რომ  ყველაფერი, რაც მანამდე მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაწილს წარმოადგენდა, რეალური და ხელშესახები გახადო“

ჯადოსნური ჯოხები ზღაპრებშია და სოფოც ამბობს, რომ Commschool ზღაპრული, კომფორტული, ხარისხიანი, დახვეწილი და საინტერესო სამყაროა, რომელში ჩაბარებასაც სხვებსაც ურჩევდა.

“ის, ვინც ეძებს თავის ადგილს სამყაროში, ცდილობს განვითარდეს კარიერულად ან უბრალოდ უნდა აღმოაჩინოს ახალი რაღაცეები – მისი ადგილი ქომსქულშია, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც გეხმარება იყო უკეთესი და გადადგა პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ.”

ვისთვის არის გრაფიკული დიზაინის კურსი?

გრაფიკული დიზაინის პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც გრაფიკული დიზაინის შესწავლა სულ, სულ თავიდან, 0-დან სურთ.

აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩვენთან ნულიდან დაწყება ნულიდან დაწყებას ნიშნავს, ამიტომ არაა აუცილებელი გქონდეს შემოქმედებითი უნარები, როგორიცაა ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სხვა იმისთვის, რომ ეს კურსი გაიარო.

მისი დასრულების შემდეგ კი შეძლებ:

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობას
  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვას
  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნას
  • ბრიფის ანალიზსა და მუდბორდების შექმნას
  • ლოგოს სკეჩების და დრაფტ ვერსიების გაკეთებას
  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგებას
  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვას

გამომუშავებული უნარების პრაქტიკაში რეალიზებას რაც შეეხება, ამისთვის სოფო საუკეთესო მაგალითია. Commschool-ში მოქმედი Alumni Club კურსდამთავრებულს ეხმარება დასაქმებასა და პარტნიორ კომპანიებში გარანტირებული სტაჟირების გავლაში ისეთ წამყვან კრეატიულ სააგენტოებში, როგორიცაა JWT METRO, Redberry, Watergunz, Maverik.

ამიტომ თუ კურსზე მეტის გაგება მოგინდება, ან სულაც მასზე დარეგისტრირებას ფიქრობ, აქვე ბმული:

 

ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება