გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ქრისტინა ლეკიშვილი ფინალურის პროექტი

blog-detail-img

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პროექტი იყო, რაზეც კი მიმუშავია"

ამ ბლოგში ქრისტინა ლეკიშვილსა და მის ფინალურ ნაშრომზე მოგიყვები, რომელზეც გრაფიკული დიზაინის კურსის ფარგლებში იმუშავა.

ქრისტინამ გადაწყვიტა, თავისი ფინალური პროექტი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის რედიზაინისთვის მიეძღვნა, სადაც თავადაც დადიოდა. 

ქრისტინას დასაწყისში ეშინოდა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდოდა, როგორც იმედოვნებდა. მაგრამ, როგორც კი ლოგოზე სკეჩების შექმნას შეუდგა, ყველაფერი შეიცვალა:

„ჩემს გონებაში იმდენად ბევრი საიტერესო იდეა წამოვიდა, რომ მთელი პროექტი დავინახე“

მთავარ მიმართულებად კი ფერადი პალიტრა აიღო. ქრისტინას აზრით, სიფერადე და სიხალისე უფრო მამოტივირებელი იქნებოდა ახალი თაობისთვის, იმ პატარა მოსწავლეებისთვის, რომლებიც აკადემიას ხშირად სტუმრობენ. მისი თქმით, ძალიან ეცადა, პროექტზე მუშაობისას კურსის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოევლინა.

როგორც ქრისტინამ თქვა, კურსის დაწყებიდან ბევრ სირთულეს შეეჯახა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა გრაფიკული დიზაინის ტექნიკურ მხარეზე. თუმცა ამ გამოწვევების გადალახვა ლექტორის დახმარებით მარტივად მოახერხა. მისთვის ყველაზე სასიამოვნო იყო საკუთარი იდეების ილუსტრატორში გამოხატვა, ასევე ლოგოებსა და ტიპოგრაფიაზე მუშაობა.

„ლოგოტიპების ლექციის მერე უცებ აღმოვაჩინე, რომ ქალაქში სეირნობის დროს აბსოლუტურად ყველა აბრას ვაკვირდებოდი“

ქრისტინა კურსის მიმდინარეობისას მიღებულ გამოცდილებაზე ამბობს:

„როცა გავიგე, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერი ასწავლიდა, დავრეკე ქომსქულში და ჩამსვეს მარიამის ჯგუფში. შემდეგ სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ყველაზე კარგი სკოლა ამოვარჩიე ძალიან ყურადღებიანი კოორდინატორით“

კურსი, რომელზეც ქრისტინა საუბრობს, განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, ისწავლოს გრაფიკული დიზაინი 0-დან, გადადგას პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში და დამოუკიდებლად შეძლოს შემდგომი განვითარება. აღსანიშნავია, რომ მის გასავლელად ისეთი შემოქმედებითი უნარი, როგორიც არის ხატვა, ხაზვა, ფოტოგრაფია და ა.შ. სასარგებლოა, თუმცა არა აუცილებელი.

კურსში სტუდენტი გაივლის სხვადასხვა ტიპის პროექტზე მუშაობის პროცესს, გაეცნობა ვიზუალის კეთების სწორ პრინციპებს, დიზაინის მიმართულებებს. შეისწავლის გრაფიკული რედაქტორების იმ აუცილებელ ტექნიკურ ნაწილს, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოდ.

მისი გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში რასტრულ და ვექტორულ დიზაინზე მუშაობა
  • დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვა
  • ბრენდისთვის ვიზუალის შექმნა
  • ბრიფის ანალიზი და მუდბორდების შექმნა
  • ლოგოს სკეჩებისა და დრაფტ ვერსიების გაკეთება
  • სხვადასხვა მედია არხისთვის ვიზუალის მორგება
  • დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა
  • ბრიფის სწორად გაანალიზება
  • დავალების მარტივი და მოკლე გზებით შესრულება სხვადასხვა პრინციპის გამოყენებით

    თუმცა კარგი ამბები აქ არ მთავრდება. Commschool-ში ასევე ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში. კლუბის ფარგლებში, Commschool უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების მაქსიმალურ მხარდაჭერას კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაც მოიცავს პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს. 

ქრისტინას მსგავსად, თუ შენც მზად ხარ, შეაბიჯო ყველაზე ფერად სამყაროში, უბრალოდ მიყევი შემდეგ ბმულს გრაფიკული დიზაინის კურსის სანახავად:

ავტორი: თამარ ბასიაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება