Graphic Design-ის კურსიდან Maverik-ში - ელენე ღუდუშაურის კარიერული განვითარება

blog-detail-img

როდესაც ფიქრობ გრაფიკულ დიზაინზე, ფიქრობ თუ არა მხატვრულ რეკლამებზე? თვალისმომჭრელ გრაფიკულ ვებსაიტებზე? განსაცვიფრებლად მოწყობილ სპრედებზე ჟურნალებში? მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითები, რა თქმა უნდა, შეესაბამება გრაფიკული დიზაინის განმარტებას, ტერმინი უფრო მეტ რამეს მოიცავს: პლაკატები, ინფოგრაფიკა, წიგნების ყდა, პროდუქტის ეტიკეტები, ლოგოები, სავიზიტო ბარათები, ნიშნები, ვებსაიტების განლაგება, მობილური აპლიკაციები, პროგრამული ინტერფეისები…ა.შ.

გრაფიკული დიზაინი ყველა ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია და თითოეულ პროდუქტთან ინტერაქციის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს, რამაც მისი პოპულარიზაცია განაპირობა. ამ ბლოგში გიამბობ გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, ელენე ღუდუშაურის მიერ განვლილ გზაზე, რომელიც ამჟამად სტაჟირებას გადის კომპანია Maverik-ში.

ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი ხატვით, შემდეგ ციფრულ ხატვაზე გადავედი და უკვე როდესაც პროფესიის არჩევაზე დავიწყე ფიქრი, ჩემ ინტერესებთან მიახლოებული სწორედ გრაფიკული დიზაინი აღმოჩნდა, ამიტომაც ჩავაბარე “ციფრული მედიის” კურსზე უნივერსიტეტში.

ელენემ თავისი მომავალი გრაფიკულ დიზაინს საკმაოდ ადრეულ ასაკში დაუკავშირა. “ციფრული მედიის” კურსის გავლის მიუხედავად, გადაწყვიტა გრაფიკული დიზაინი და მისი ხელსაწყოები უკეთესად შეესწავლა, ამისთვის კი Commschool-ი აირჩია.

პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, ელენეს მანამდე მიღებული ცოდნა დაეხმარა. თუმცა, მისი თმით, გრაფიკული დიზაინის კურსმა მისი მოლოდინები გაამართლა, რადგან ლექციების განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ ფოტოშოპსა და გრაფიკული დიზაინის სხვა პროგრამებს, არამედ თეორიულ ასპექტებსაც. 

მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ ლექციების და დავალებების ნაყოფიერობით. ბევრ დამატებით ინფორმაციასა თუ საიტზე გვქონდა წვდომა. პორთფოლიოზე არ ვმუშაობდი მანამდე, მაგრამ ახლა ვაპირებ უკვე დაწყებას.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ ქომსქულის კურსების განუყოფელი ნაწილია ფინალური პროექტი, რომელზეც სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ. ელენეს ფინალური პროექტი, რომლის განმავლობაშიც მან რებრენდინგზე იმუშავა, დღევანდელ ტრენდებთან მიახლოებული, სადა და თემატურად გამართული გამოვიდა.

ყველაზე დიდი დრო ლოგოზე ფიქრს და შემდეგ უკვე დახვეწას დავუთმე, რადგან ვთვლი რომ რებრენდინგში ეგ ყველაზე მიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც უკვე მთელი დარჩენილი ვიზუალი იწყობა.

თავისი წარმატებული ფინალური პროექტის შემდეგ, ელენე სტაჟირებას გადის ქომსქულის პარტნიორ კომპანია Maverik-ში. ხოლო მათ, ვინც გრაფიკული დიზაინითაა დაინტერესებული ურჩევს, რომ კურსის დაწყებამდე გარკვეული თეორიული ცოდნა დააგროვონ, რაც დაეხმარებათ უფრო მობილიზირებული იყვნენ კურსის განმავლობაში.

დეტალებზე ყურადღების გამახვილება და თავის არ არიდება აუცილებელია პროგრამის კარგად შესწავლისთის, ადვილად რომ არ დაგავიწყდეს სულ უნდა იმუშაო შენთვის თუნდაც პორთფოლიოზე ან ისეც, ერთ ადგილას რომ არ გაიყინო.

მე კი გეტყვი რომ, კურსის წარმატებით დასრულებისას არა მხოლოდ პარტნიორ კომპანიებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა მოგეცემა, არამედ შეგეძლება:

ასე რომ, თუ გსურს დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად პროფესიას, შეისწავლო ახალი თულები/პროგრამები და მიიღო ახალი შესაძლებლობები, Commschool-ში გელოდებით! 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება