'ენოფეას' რებრენდინგი - ლიზი ბლაგიძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

შენთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყარო სავსეა გრაფიკული ნამუშევრებით. ქუჩაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით ბანერებს, სოციალურ მედიაში კი პოსტებს –  ლამაზი ტექსტებითა და ვიზუალით, რომელზეც გრაფიკული დიზაინერები მუშაობენ.  

სწორედ ამიტომ, თუ ეს სფერო შენი ინტერესის ნაწილია და უკეთ გსურს  მასში გაერკვე, მაშინ მინდა ამ ბლოგში ლიზი ბლაგიძე გაგაცნო, რომელიც საუკეთესო კურსდამთავრებულებს შორის მოხვდა და Alumi Club-ის ფარგლებში სტაჟირებას Maverik-ში გადის.

ყოველთვის მიტაცებდა შემოქმედბეითობა, ბავშვობიდან სხვადასხვა სტილში ვხატავდი და მივხვდი, რომ მომწონდა ფერების, ხაზებისა თუ ილლუსტრაციების საშუალებით ხალხთან კომუნიკაციის დამყარება, შესაბამისად გამიჩნდა სურვილი, ეს ყველაფერი ციფრულადაც გადმომეცა, რამაც მიბიძგა გრაფიკული დიზაინის კურსების შესწავლისკენ.

ლიზი გვიყვება, რომ პროფესიონალურ დონეზე ილუსტრატორთან ან ფოტოშოპთან შეხება არასდროს ჰქონია, კურსმა კი მისცა საშუალება დაეწყო საინტერესო და ლამაზად შეკრული ფოტომანიპულაციებისა და პოსტების შექმნა, ამასთანავე სწორად გაეგო ბრენდის კონცეფცია და ფინალურ პროექტზე ემუშავა ‘ენოფეას’ რედიზაინზე მისი იდენტობის დაკარგვის გარეშე.

ლიზი სწავლის პროცესაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან იმისთის, რომ თულები კარგად გაეთავისებინა ლექტორის მიერ შესრულებულ ნაბიჯებს იმეორებდა, შემდეგ კი უკვე საკუთარი ხედვისა და მანიპულაციების ჩართვა გახდა საჭირო, რაც მისთვის კიდევ მეტად საინტერესო იყო.

ლექტორი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გვიზიარებდა მაგალითებს. მთელი კურსი საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობდა.

ლიზი ფინალურ პროექტზე მუშაობასაც იხსენებს და ამბობს, რომ:

ერთგვარი გამოწვევა იყო ეს პროექტი, რადგან მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა განვლილი მასალა და წარმოგვეჩინა თავი მისი საშუალებით, რამაც კიდევ მეტი მონდომებაც მომცა და დამეხმარა ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებაში.

ლიზი, ასევე ამბობს, რომ კურსზე გავლილმა თეორიულმა და პრაქტიკულმა სამუშაოებმა და მიღებულმა გამოცდილებამ შემდგომი განვითარების პროცესში თავდაჯერებულობა შემატა.

ყველა ამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ნებისმიერს ვურჩევდი, რომ აუცილებლად Commschool-ში მიეღოთ ცოდნა, რადგან ისინი მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას

ასე და ამგვარად, თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ კიდევ მეტად დარწმუნდი, რომ გრაფიკული დიზაინი შენი საოცნებო პროფესიაა, მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება