Google Third-Party Cookies გამოყენებას წყვეტს - რა იქნება მარკეტერების მთავარი იარაღი?

blog-detail-img

ციფრულ სამყაროში ცვლილებები არამხოლოდ გარდაუვალი, არამედ აუცილებელიცაა. სწორედ ამ ცვლილებებთან კომპანიების დროული ადაპტაცია აჩვენებს, თუ რამდენად დარჩება ბრენდი ბაზარზე და შეძლებს ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას.

Google-მა დააანონსა, რომ ნელ-ნელა საბოლოოდ შეწყვეტს third-party cookies-ს გამოყენებას- cookies მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც ვებ-საიტზე მესამე პირმა განათავსა. იგი არ არის საიტის მფლობელი, აგროვებს მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას, შემდეგ კი მარკეტინგული მიზნებისთვის იყენებს. Cookies გაუქმებამ გამოიწვია ის, რომ  მარკეტერები დაკარგავენ წვდომას მნიშვნელოვან ინფორმაციაზე სამიზნე აუდიტორიის შესახებ და მოუწევთ მეტი ყურადღება გაამახვილოთ მომხმარებლებისთვის მიწოდებულ კონტენტზე.

მარკეტერები უკვე ცდილობენ ახალი ინსტრუმენტები გამოიყენონ იმისთვის, რომ მომხმარებლისგან მეტი ყურადღება მიიქციონ. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიები მარტივი და კონკრეტული იყვნენ თავიანთი მიზნის განსაზღვრისას, და ასევე, საჭიროა შეიმუშავონ გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმა, რითაც შეძლებენ  არსებული კონტენტის მაქსიმალურად ოპტიმიზაციას. თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ჩვენი კონტენტ მენეჯმენტის პროგრამა, გაეცანით აქ.

უამრავი რეკლამის დამკვეთისთვის third-party cookies გაქრობა უკავშირდება იმას, რომ უფრო დიდი ყურადღება უნდა გაამახვილონ first-party cookies-ზე. მოსალოდნელია, რომ ბრენდები მეტად ორიენტირებულნი იქნებიან სხვადასხვა პარტნიორთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაზე. იმის ნაცვლად, რომ კომპანიები დამოკიდებული იყვნენ ციფრულ გიგანტებზე, Apple, Microsoft ან Google-ზე,  აუცილებელია, რომ მათ მოძებნონ სხვა ალტერნატიული პლატფორმები და საშუალებები, მისთვის, რომ მოიზიდონ მომხმარებლები.

მარკეტერები ასევე, უფრო მეტად ინტერესდებიან იმით, თუ რა კონტენტს აქვეყნებენ. ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ სიძულვილის გამავრცელებელი ტექსტების გამოყენება და  მაქსიმალურად დაიცვან უმცირესობათა (მათ შორის LGBTQ+ ჯგუფის) უფლებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ძლიერი ბრენდები ნელ-ნელა მეტ წარმატებას აღწევენ “walled garden”-ის გამოყენებით, სადაც აკონტროლებენ იმას, თუ რა სერვისებსა და პროდუქტებზე შეუძლია მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა.

რეკლამების გაკონტროლების საჭიროების ერთ-ერთ კარგი მაგალითი facebook-ში წამოწყებული ტრენდია  ჰეშთეგით #StopHateforProfit, რომელიც მარკეტერებს მოუწოდებდა მკაცრად გაეკონტროლებინათ სიძულვილის შემცველი კონტენტის გავრცელება. პროტესტის ლიდერების აზრით, რეკლამები არ უნდა ემსახურებოდეს სიძულვილის პოპულარიზაციას და მოგების სურვილმა ადამიანური ღირებულებები არ უნდა გადაწონოს.

ახალი მოსალოდნელი ცვლილებები მარკეტერებს მოუწოდებს იმისკენ, რომ არ იყვნენ ორიენტირებულნი მხოლოდ cookies-ზე და მაქსიმალურად შეეცადნონ იპოვონ და დააინტერესონ რეალური მომხმარებელი. ციფრული სამყარო კომპანიებს ახალ გამოწვევებს უწყობს, თუმცა ამ გამოწვევების სწორად გამოყენებამ შესაძლოა ბრენდებს მეტი შესაძლებლობა მისცეს განვითარდნენ და ბაზარზე მთავარი მოთამაშეები გახდნენ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მარკეტერები ცდილობენ ახალი ინსტრუმენტები გამოიყენონ იმისთვის, რომ მომხმარებლისგან მეტი ყურადღება მიიქციონ, კონტენტ მენეჯმნეტი კი ის იარაღია, რომელიც მათ ამ  პრობლემის მოგვარებაში ეხმარებათ.


ავტორი: ნინო კოპტონაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება