Front-end vs Back-end - გზამკვლევი ვებ დეველოპმენტში

blog-detail-img

თუ Google-ში რამეს მოძებნი, შედეგად მიიღებ რამდენიმე არჩევანს. ყოველი დაწკაპუნებით, ეს შედეგები ჩვენი სურვილებირამებრ იცვლის იერსახეს და ვიღებთ ლამაზ, ფუნქციონალურად გამართულ უკუკავშირს. ამ შედეგებს ჩვენ ვებსაიტების სახელით ვიცნობთ და მათი შექმნა ცნობილია, როგორც Web development. ტერმინი ვებ-განვითარება ნაცნობად ჟღერს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული უნარი, რომლის შეძენაც შეგიძლია IT სფეროში.

ვებ დეველოპმენტი არის IT-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ის ქმნის ხიდს მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის. ამასთანავე, ის ფუნქციონალის მეშვეობით, გვეხმარება რთული ამოცანების ავტომატიზირებაში. ვებ-განვითარების განუყოფელი ნაწილებია Front-end და Back-end. რა არის ეს ნაწილები? რამდენად განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? რამდენად არის მათზე დამოკიდებული ვებსაიტის ფუნქციონირება? დგას თუ არა ერთი მათგანი მეორეზე მაღლა?

თუ ამ კითხვებზე პასუხი გაინტერესებს, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაეცნობი Front-end და Back-end-ის მნიშვნელობასა და ფუნქციებს.

რა არის Front-end?

როგორც სახელი გვეუბნება, Front-end არის ის, რასაც მომხმარებელი ხედავს, უკავშირდება და გამოცდის. ის ძირითადად მოიცავს ვებსაიტისა და აპლიკაციების იმ ნაწილებს, რომლებიც მომხმარებლისთვის ხილულია. პირი, რომელიც ამაზე მუშაობს, ცნობილია როგორც Front-end Developer.

Front-end დეველოპერის საქმე არის დიზაინების შექმნა მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების გამოყენებით. Front-end დეველოპერის ძირითადი უნარები მოიცავს HTML, CSS, JavaScript-ის ცოდნას, ასევე ისეთ ფრეიმვორკებს როგორიცაა Angular JS, node js და ა.შ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოცდილება ვერსიების კონტროლის სისტემაში, როგორიცაა GIT და GITHUB. Front End დეველოპერი არის ვებ დეველოპმენტის განუყოფელი ნაწილი, რადგან ისინი უზრუნველყოფენ საჭირო სტრუქტურის შექმნას შესასრულებელი სამუშაოებისთვის.

რა არის Back-end?

Back-end development ჰგავს ფილმის ან შოუს კულისებს. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებები ანალიზდება და უკან იგზავნება back-end-ის მიერ დაწერილი კოდების მეშვეობით. პირი, რომელიც ამას ავითარებს, ცნობილია როგორც Back-end Developer.

Back-end Developer-ის მთავარი სამუშაო მოიცავს ყველა ასპექტის მონაცემთა ბაზებთან და Front-end-თან დაკავშირებას. Back-end Developer-ის პირველადი უნარები მოიცავს ენების ცოდნას, როგორიცაა C#, Python, Java, Ruby და ა.შ. Back-end ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აპლიკაციის ან ვებსაიტის სილამაზეს აძლევს მიზანსა და ფუნქციონირებას .

Front-end-ის მახასიათებლები

ფუნქციების ფართო სპექტრთან ერთად, Front-end-ს აქვს მრავალი მახასიათებელი:

  • კლიენტის მხარის ვიზუალიზაცია: ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს, JavaScript-ის საშუალებით, გამოიტანონ მთელი ვებსაიტი მომხმარებლის ბრაუზერზე.
  • სერვერის მხარის ვიზუალიზაცია: ის შესაძლებელს ხდის საიტების ვიზუალიზაციას უშუალოდ მომხმარებლების ბრაუზერში, მომხმარებლისავე მიერ მოთხოვნილი ცვლილებების საფუძველზე.
  • ოპტიმიზაცია: HTML, CSS და JavaScript-ის დახვეწილი რეგულირება უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საიტების სწრაფ ჩამოტვირთვას.

Back-end-ის მახასიათებლები

Front-end-ის მსგავსად, Back-end ასევე აღჭურვილია მრავალი ფუნქციით, რომლებიც სასარგებლოა დეველოპერებისთვის:

  • მონაცემთა ბაზები: ინახავს მომხმარებლისთვის საჭირო მონაცემებს.
  • ვებსაიტის არქიტექტურა: ის გულისხმობს იმ მიზნების გააზრებას, რომლებიც საჭიროა აპლიკაციის შესაქმნელად.
  • სკრიპტირება: მოიცავს კონსტრუქციის სწორ ფორმატირებას.
  • API: აპლიკაციის მომხმარებლის ინტერფეისი ან API არის ინსტრუმენტები, რომლებიც მოიცავს ტექნოლოგიებს შორის კომუნიკაციასა და საჭირო მონაცემების მიწოდებას.

Front-end Development-ის ენები

  • HTML: ჰიპერტექსტის მარკირების ენა ან ცნობილი როგორც HTML, არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდების მშენებლობაში. ენა შეიცავს ელემენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებსაიტის ძირითად განლაგებას. ვებსაიტებისთვის სტრუქტურის მინიჭებასთან ერთად, ის ასევე ასახავს სურათებს ან ვიზუალებს. მის უპირატესობებია: მარტივი გამოყენება, მრავალი ბრაუზერის მხარდაჭერა და სხვა ენებთან კომბინაცია. მისი ნაკლოვანებებია: სტატიკური ბუნება, უსაფრთხოება და კოდების უზარმაზარი გროვა.
  • CSS: სტილების კასკადური ცხრილები ან CSS ჰგავს ვებსაიტის ინტერიერის დიზაინს. CSS მარტივია, რადგან ენა მეტ-ნაკლებად მოიცავს ძირითად ინგლისურს. მის უპირატესობებში შედის ბრაუზერის მრავალჯერადი მხარდაჭერა, სიმარტივე და სიჩქარე. მისი ნაკლოვანებები მოიცავს ბრაუზერის ჯვარედინ ხარვეზებს და ასევე, დამწყებთათვის დამღლელია.
  • JavaScript: JavaScript არის Front-end development-ის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული ენა. ის უზრუნველყოფს ვებსაიტის მოქნილობასა და რეაგირებას. უპირატესობებში შედის: მარტივი ბუნება, სიჩქარე და დამატებითი ან გაფართოებული ფუნქციონირება, როგორიცაა დიალოგური ფანჯრების, ფორმების, ‘ამომხტარი’ ფანჯრების შექმნა და ა.შ. ნაკლოვანებები არის: გამართვის სირთულე და ბრაუზერის მხარდაჭერა. თუმცა, Javascript ასევე გამოიყენება back-end-შიც.
  • Elm: Elm არის მარტივი ენა, რომელიც გამოიყენება სწრაფი და უწყვეტი ვებსაიტების შესაქმნელად.
  • SASS: SASS არის კიდევ ერთი სკრიპტირების ენა, როგორიცაა CSS. SASS-ს გააჩნია უნიკალური ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს დაუბრკოლებელ გამოცდილებას აძლევს. უპირატესობებში შედის: მრავალჯერადი გამოყენება და მკაფიო კოდები. ნაკლოვანებები მოიცავს: პრობლემების პოვნასა და მათ მოგვარებას.
  • Jquery: Jquery არის JavaScript ბიბლიოთეკა, რომელიც აძლიერებს HTML  მოვლენების მართვასა და ანიმაციებს. ის ძალიან ლაკონურია და ამცირებს დაწერილი კოდის სტრიქონების რაოდენობას.

Front-end-ის ფრეიმვორკები

  • vue.js: ეს არის JavaScript-ის ირგვლივ აგებული ჩარჩო და გამოიყენება კომპაქტური ვებ აპლიკაციების შესაქმნელად.
  • AngularJS: JavaScript-ის ირგვლივ აგებული ვებ ჩარჩოა. ის უზრუნველყოფს ფუნქციებს HTML შაბლონებისთვის და ზრდის პერფორმანსს.
  • React: ეს არის პოპულარული JavaScript ჩარჩო, რომელიც აძლიერებს მომხმარებლის ინტერფეისის კომპონენტებს და უზრუნველყოფს ვებ აპლიკაციების დინამიურ ხასიათს.

Back-end Development-ის ენები

  • Python: Python არის ფართოდ გამოყენებული back-end development-ის ენა. მისი უპირატესობებია:  ბიბლიოთეკების უზარმაზარი კოლექცია, კოდების მარტივი წაკითხვა, ინტეგრაციები, მრავალფეროვნება და ა.შ.
  • PHP: ეს არის კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებული ენა back-end development-ში. მისი მახასიათებლები მოიცავს: უსაფრთხოებას, პლატფორმის თავსებადობას, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ფუნქციებს და მონაცემთა ბაზებთან ინტეგრაციას.
  • Java: ეს ფართოდ გამოიყენება ანდროიდისა და დესკტოპის აპლიკაციების შესაქმნელად. მისი ფუნქციები მოიცავს: მეხსიერების ავტომატურ განაწილებას, პორტატიულობასა და ერთჯერად კომპილაციას.
  • Ruby: Ruby არის ზოგადი დანიშნულების ენა, რომელსაც გააჩნია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დიდი სტანდარტული ბიბლიოთეკა, მოქნილობა, მასშტაბურობა და ა.შ.

Back-end-ის ფრეიმვორკები

  • Django: ეს არის მაღალი დონის ვებ ჩარჩო, რომელსაც გააჩნია ჩაშენებული დანამატები. ის საუკეთესოა ფართომასშტაბიანი, მონაცემზე ორიენტირებული, ინტერაქტიული ვებ აპლიკაციებისთვის. თუმცა, ის არ არის რეკომენდებული მცირე ზომის პროექტებისთვის.
  • Flask: Flask არის მიკროჩარჩო, რომელიც დაფუძნებულია პითონის ენაზე. მას არ სჭირდება ბიბლიოთეკები ან ხელსაწყოები და, შესაბამისად, შესაფერისია მცირე პროექტებისთვის.
  • Ruby on Rails: Ruby on Rails არის ვებ აპლიკაციის ჩარჩო, რომელიც დაწერილია Ruby ენაზე. იგი გამოიყენება მონაცემთა ცხრილის უნაკლო ფორმირებისა და მიგრაციის შემუშავებაში. მარტივი შედგენა და ტესტირება მისი დამატებითი უპირატესობაა.
  • CakePHP: CakePHP არის პოპულარული ვებ ჩარჩო PHP-სთვის. იგი გამოიყენება როგორც მცირე, ისე დიდი აპლიკაციების შემუშავებაში, რადგან უფრო ადვილია კონფიგურაცია და უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას.

განსხვავება Front-end და Back-end Development-ს შორის

Front-end არის ვებსაიტის ან აპლიკაციის ინტერაქტიული ნაწილი. მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი (GUI) საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ ქმედებები მათი სურვილის მიხედვით. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და დაუკავშირდნენ Front-end-ს. ვებსაიტის ან აპლიკაციის კულისებს, ანუ Back-end-ს მომხმარებლები ვერ ხედავენ. ის აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლებისგან, ამუშავებს მას და უზრუნველყოფს აპლიკაციის ფუნქციონირებას.

Front-end დეველოპერი მუშაობს განლაგებაზე, ხოლო back-end დეველოპერის სამუშაო არის ფუნქციური ეტაპის მიღწევა.

Front-end დეველოპერებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა Back-end-ზე. ამრიგად, მისი განვითარება მხოლოდ სილამაზეს არ ეხება. მიუხედავად იმისა, რომ back-end-ის განვითარება ძირითადად ეხება ლოგიკას, გამოთვლებს, სერვერებს, API-ებსა და ტესტირებას, ფრონტისა და ბექის დეველოპერებს შორის თანამშრომლობა და მონაცემთა მიმოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე, რომ, როგორც ხედავ ვებ დეველოპმენტი საინტერესო დარგია ტექნოლოგიების სფეროში. Front-end Development ჰგავს სახლის ექსტერიერს; საღებავი, კედელზე ჩუქურთმები, კედლის საკიდი ან ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს. Back-end ჰგავს ელექტრომომარაგებას, სამშენებლო მასალებს, რომელსაც ვერ ხედავთ, მაგრამ გადამწყვეტია სახლისთვის. ეს ორი რამ მხოლოდ ერთად აძლევს აპლიკაციას საუკეთესო იერსახესა და ფუნქციონირებას. 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება