Digital Advertising-ის კურსიდან River Park Resort-ის ჯუნიორ მარკეტერობამდე - ნია პატარაიას კარიერული გზა

blog-detail-img

Commshcool არის ადგილი, სადაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობ შენთვის სასურველი მიმართულებით და შემდეგ არაჩვეულებრივი გუნდი დაუღალავად გეხმარება კარიერულ განვითარებაში

ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ციფრულ ეპოქაში ციფრული მარკეტინგი, კონკრეტულად კი ციფრული რეკლამირება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

Digital Advertising-ის მთავარი უპირატესობა მისი გაზომვადობაა, – შენ შეგიძლია თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და მისი ბიზნეს შედეგებში თარგმნა, ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა მონაცემებზე დაყრდნობით. 

ამ ბლოგში კი გიამბობ Digital Advertising-ის კურსდამთავრებული, ნია პატარაიას კარიერული გზის შესახებ, რომელიც ამჟამად River Park Resort-ის ჯუნიორ მარკეტერია.

თუ არ იცოდი, გეტყვი რომ კურსის დასრულების შემდეგ, Commschool-ი წარმატებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს პარტნიორ კომპანიებში სტაჟირება გაიარონ. ნია ერთ-ერთი იყო, რომელმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენა და Digital Advertising-ის მიმართულებით გაიარა სტაჟირება კომპანია Maverik-ში.

Digital Advertising კურსის დასრულების შემდეგ, Alumni Club-ის ფარგლებში ნია აქტიურად იღებდა მეილებს მისთვის რელევანტური ვაკანსიების შესახებ, რომელთაგან საბოლოოდ დეველოპერული კომპანია “River Park Resort“ აირჩია, სადაც ჯუნიორ მარკეტერია.

Commschool-ში მიღებული ცოდნით უფრო მიმარტივდება კონკრეტულ პროცესებში ჩართვა და ამ პროცესების მიმდინარეობის შეფასება.

ნია გვიზიარებს თუ როგორ დაეხმარა Digital Advertising-ის კურსზე მიღებული ცოდნა ციფრული სტრატეგიების სწორად განსაზღვრასა და მათ შემდგომ მონიტორინგში. ხოლო ამჟამად, პარალელურად შეხება აქვს მარკეტინგის არაციფრულ მხარესთან, რაც მისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა

რაც შეეხება ბრენდის მხარეს, ამ მიმართულებას ახლა ვითვისებ სუპერ პროფესიონალი ადამიანების მენტორობით. ძალიან საინტერესოა და დიდი გამოცდილებას იძენ, როცა ჩართული ხარ ბრენდის ჩამოყალიბებაში.

ასე რომ, თუ გსურს შეისწავლო ციფრული რეკლამირება და მოხვდე გარემოში, რომელიც ცოდნასთან ერთად გაძლევს კარიერული განვითარების საშუალებას, Commschool-ში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება