Content Management-ის კურსიდან Maverik-ში - ნინი მამაცაშვილი

blog-detail-img

Გავაცნობიერე, რომ ციფრული პლატფორმებს არა მხოლოდ გასართობი, არამედ გაცილებით მრავალი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ამან საერთოდ ახალი პერპექტივები გააჩინა და ახლა სწორედ ამ პერპექტივებიდან ვაგრძელებ სამყაროს აღქმას. Კონტენტი, მართლაც რომ მეფეა.

დღესდღეობით ყველა ადამიანი, ვინც სოციალურ ქსელებს იყენებს, ქმნის კონტენტს. დაგეგმილი კონტენტით ბევრი დიადი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია მიზანს მოახვედრო. კონტენტის მენეჯმენტი გულისხმობს რესურსების (ადამიანები, პროცესები და ტექნოლოგია) გამოყოფას, რათა კონტენტის სტრატეგია და მმართველობა მოქმედებაში შევიდეს. ეს მოიცავს როლებსა და პასუხისმგებლობებს, სამუშაო პროცესსა და ანგარიშვალდებულებას, შენახვას, რედაქტირებას, დამტკიცებასა და გამოქვეყნებას.

კონტენტ კრეატორის როლი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, ამიტომ თუ საკუთარ თავს ამ სფეროში ხედავ, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გაგაცნობ Content Management-ის კურსდამთავრებულს – ნინი მამაცაშვილს, რომელიც გვიზიარებს თავის განვლილ გზას Commschool-ში სწავლიდან Maverik-ში სტაჟირებამდე.

ნინი დიდი ხნის განმავლობაში დაინტერესებული იყო მობილური ფოტოგრაფიით, რომლითაც ცდილობდა საკუთარი ხედვით დანახული ყოველდღიურობა აღებეჭდა. კონტენტის პროფესიონალურად შექმნის იდეაც სწორედ ვიზუალური კომუნიკაციის სიყვარულის გამო გაჩნდა.

Მოგეხსენებათ რამდენად მჭიდროა კავშირი ფოტოგრაფიასა და კონტენტის შექმნას შორის. ვიზუალურ კომუნიკაციას ყოველთვის ძალინ დიდ ყურადღებას ვუთმობდი და ძალიან ვაფასებდი ამ მიმართულებით კრეატიულ გადაწყვეტილებებს.

სწორედ ამიტომ, ნინიმ გადაწყვიტა თავისი ჰობი პროფესიად ექცია. ამისთვის კი, მოკვლევის შემდეგ არჩევანი Commschool-ზე გააკეთა. მისი თქმით, WBL მეთოდი , ამომწურავი სილაბუსი და კურსის დასრულების შემდგომ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, სტუდენტებისათვის საუკეთესო გამოცდილებას უზრუნველყოფს.

Commschool-ის ხარისხს ერთ წელზე მეტია ვადევნებ თვალს. მათთან გადაკვეთისას ხვდები, რომ ისინი შენში მართლა ხედავენ პოტენციალს და გეხმარებიან ამ პოტენციალის სწორი მიმართულებით განვითარებაში.

ნინის თქმით, კურსის შიდა სამზარეული იმაზე გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ეს შეიძლება გარედან ჩანდეს. მუდმივი მოტივაციისა და ჯანსაღი კონკურენციის ფონზე, სტუდენტები მარტივად ერგებიან პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას და კურსის ბოლოს წარმატებით ახერხებენ კონტენტ კამპანიის დამოუკიდებლად აგებას.

ჯგუფის საერთო სულისკვეთება თვითგანვითარებაზეა მომართული და შენც ავტომატურად ხდები ამ დინამიკის მონაწილე, საკუთარ თავს არ აძლევ საშუალებას ჩამორჩე ჯგუფის ტემპს, ჩააგდო დავალება ან არ მოუსმინო, პირიქით მუდმივად ცდილობ ჯანსაღი კონკურენცია გაუწიო შენს თანაკურსელებს.

კურსის განმავლობაში, სტუდენტები მუშაობენ სხვადასხვა პლატფორმაზე და განიხილავენ სხვადასხვა ქეისებს. ნინისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ინსტრაგრამზე მუშაობა, რადგან ვიზუალური კომუნიკაცია მისი საყვარელი მიმართულებაა. ხოლო ყველაზე შთამბეჭდავი მისთვის Diesel-ის Be A Follower კამპანია აღმოჩნდა, რომლის მთავარი მიზანი იყო ბრენდის მიმართ მომხმარებლებით მართული ლოიალურობის სქემის შექმნა.

Ბრენდმა მთელი თავისი კამპანია ააგო ინფლუენსერების ცხოვრების სტილზე, რომელიც გაცილებით სხვანაირია, ვიდრე ამას სოციალურ ქსელებში გვიჩვენებენ და გვითხრა, რომ ინფლუენსერების ცხოვრება ჩარჩოებშია მოქცეული, ამიტომ Be a Follower.

ფინალურ პროექტზე, რომელიც ქომსქულის კურსების განუყოფელი ნაწილია, ნინიმ დიდი შემართებითა იმუშავა. მისი ფინალური პროექტი აგებული იყო სრულიად თავის წარსულ გამოცდილებაზე, რაც ნინის თქმით ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.

ზუსტად ვიცოდი თუ რა ინსაითს უნდა მოვრგებოდი, რომელი სამიზნე აუდიტორიისთვის ვაკეთებდი და რაზე უნდა მესაუბრა ჩემი კამპანიით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კამპანიის ინსაითი ჩემი რეალური გამოცდილებიდან მოდის, მოგონებიდან, რომელიც ძალიან მიყვარს.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ Content Management-ის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პარტნიორ კომპანიაში სტაჟირება გაიარონ. კურსის განმავლობაში, ეს პირობა ნინის კიდევ უფრო დიდ მოტივაციას აძლევდა თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინა და შედეგმაც არ დააყოვნა. ნინი სტაჟირებას გაივლის ერთ-ერთ წარმატებულ კომპანია – Maverik-ში. 

Commschool-მა არა მხოლოდ ხარისხიანი ცოდნის მოწოდებაზე იზრუნა, მეტიც, საშუალება მომცა, როგორც N1 კურსდამთავრებულს, სტაჟირება გავიარო წამყვან ციფრულ სააგენტო მავერიკში და ახლა უკვე პრაქტიკით ვისწავლო.

ხოლო მათ, ვინც კონტენტის შექმითაა დაინტერესებული, ნინი ქომსქულს ურჩევს, სადაც კონცენტრირება ხდება არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ სტუდენტის ინდივიდუალური პოტენციალის განვითარებასა და წარმატებაზე.

მგონია, რომ კურსი ზედგამოჭრილია მათთვის, ვინც უკვე აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და სიამოვნებას ანიჭებს, თუნდაც საკუთარ პირად ექუნთზე ესთეტიური, საინტერესო, შინაარსიანი და კრეატიული კონტენტის დადება. ვურჩევდი რაც შეიძლება ბევრი რეფერენსი დაათვალიერონნ, სქროლონ ჭკვიანურად.

ასე რომ, თუ მზად ხარ ჰობი აქციო საკუთარ პროფესიად და განავითარო საკუთარი შესაძლებლობები Content Management-ის სფეროში, Commschool-ში გელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება