Commschool-დან Redberry-ში, ნინო ბურდულის კარიერული განვითარება

blog-detail-img

ქომსქულის გრაფიკული დიზაინი დამწყებთათვის, ზუსტად ის აღმოჩნდა რასაც ვეძებდი

თუ გაქვს სურვილი ისწავლო გრაფიკული დიზაინი 0-დან და ამ გზით გადადგა პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Graphic Design-ის კურსდამთავრებული, ნინო ბურდული გაგაცნო, რომელიც ტოპ 3 კურსდამთავრებულს შორის მოხვდა და Alumni Club-ის ფარგლებში კარიერულ განვითარებას Redberry-ში განაგრძობს!

Previous slide
Next slide

კურსის ბოლოს, ნინიმ სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად ფინალური პროექტის ფარგლებში სასურველი კომპანიის რებრენდინგზე იმუშავა, არჩევანი კი ბრენდ ,,ლურჯ სუფრებზე’’ შეაჩერა.

ნინიმ 14 ლექციის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლო შეექმნა ლოგოც და გრაფიკული ელემენტებიც, ხოლო როგორც თვითონ გვიამბობს იმისთვის, რომ კარგად წარმოეჩინა პროდუქტის ხასიათი და ესთეტიკა მას ამ ბრენდთან მუშაობის გამოცდილებაც დაეხმარა.

მუშაობის პროცესში ვხედავდი, როგორ ერთიანდებოდა ლექციიდან ლექციამდე მიღებული ცოდნა და როგორ იხვეწებოდა პროექტი

Previous slide
Next slide

გრაფიკულ დიზაინზე არჩევანი ნინიმ თავისი პროფესიიდან – ტექსტილის დიზაინიდან გამომდინარე გააკეთა, რადგან მიხვდა, რომ Photshop-ისა და Illustrator-ის ცოდნა დაეხმარებოდა განვითარებაში.

ნინის თქმით: “კურსის დაწყებამდე არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონია ამ სფეროში და მეტიც ზედმეტად რთულიც კი მეჩვენებოდა იმ ყველაფრის გაკეთება და სწავლა, რასაც სხვა გრაფიკული დიზაინერის ნამუშევრებში ვხედავდი.”

თუმცა, მალევე მიხვდა, რომ შეუძლებელი არაფერია. თეორიული და პრაქტიკული ლექციებით, გამოცდილი ლექტორის დამოკიდებულებითა და ადმინისტრაციისგან მიღებული მოტივაციით ნინიმ უკვე წარმატებას მიაღწია და ახლა სტაჟირებას Redberry-ში გადის.

Click Here
Previous slide
Next slide

ქომსქულს ნამდვილად ვურჩევდი ყველას ვისაც სურს გრაფიკული დიზაინის შესწავლა.

ასე და ამგვარად, თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ კიდევ მეტად დარწმუნდი, რომ გრაფიკული დიზაინი შენი საოცნებო პროფესიაა, მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება